vassss-ის ბლოგები

vassss
35, თბილისი, საქართველო

აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, ამ აზრზე სხვების აზრის გაგების უფლებაც - თავისთავად.
საპირისპირო სქესის ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა, (ნორმის ფარგლებში) მემგონი ყველას სიამოვნებს..
თუმცა გააჩნია ყურადღებას, ვის როგორი უნდა , რომ გოგონების (ან ბიჭების) თვალში გამოჩნდეს - ლამაზი, სექსუალური, ჭკვიანი,ვნებიანი, პატიოსანი თუ ეს ყველაფერი ერთად (ეს ცოტა რთულია იქნება ალბათ). თანაც უნდა ერთია და არის მეორე.

პირადად ჩემი აზრი ასეთია (არამგონია ვინმეს აინტერესებდეს მაგრამ მაინც) : კარგი შთბეჭდილების დატოვების ყველაზე საიმედო საშუალება ბუნებრივობაა - "იყავი ის რაც ხარ".
რამდენი მართლაც ლამაზი გოგონას სურათია, თუნდაც ამ საიტზე, მაგრამ ეს დაბერილი ტუჩები, ძალით ატირებული საკუთარი თავები,იატაკზე, მიწაზე და ა.შ გორვა,…


10.09.2012

-ბოლო ჭიქა არ უნდა დაგელია

-კარგი რა ნუ გამიტრაკე საქმე
-ნუ გაგიტრაკე კიარა არ უნდა დაგელია მეთქი...
-რამეს ვაშავებ?
-რა გაცვია ეგ?
-ეს სამხედრო ფორმაა, ჯარის ფორმა რა..
-საიდან გაქვს?
-აი მაშინ აგვისტოში გრაჟდანები დამეკარგა და ამით ჩამოვედი თბილისში, მერე შემომრჩა რა...
-აა
- კარადიდან გამოვიღე , ჩრჩილი ჭამდა...
-ხანდახან ფხიზელმაც გაამზეურე ხოლმე , მე შენ ტყუილს არაფერს გეტყვი, მე ხომ შენი მეორე მე ვარ...


-არც აქ არა აქვთ , შენ რა ქენი?

-ვერაფერი. -ვაა რა ხდება ტოო?!

-...

-რა სასტიკად მშია ამის....

-ეე ეგერ ვიღაცა მოდის პურიანი, შენ მაგას კითხე, მე ამ მაღაზიაში შევალ.

-უკაცრავად ქალბატონო, სად იყიდეთ პური?

დაახლოებით ოცდაათი წლის ქალმა, რომელსაც ორი ცალი შოთი ეჭირა და ორი ბავშვი ედგა გვერდით ჯერ ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მერე თვალი ალბათ იქით გაექცა საიდანაც პური მოჰქონდა,წამით ოდნავი დაბნეულობა დაეტყო, მაგრამ მალევე გამოერკვა და გაზეთში გახვეულ შოთებს დახედა.

-პური?! პური აღარ აქვთ იქ. - მითხრა და ერთი ცალი გამომიწოდა.

-არა რას ამბობ...

-გამომართვი, გამომართვი ...

-არა,ვერა...-მეტის ვერაფრის თქმა მოვახერხე.

-ძალიან მეწყინება - არ ვიცი გჯერათ თუ არა ასეთი რამეების, მაგრამ მისი თვალების შემხედვარე უარის თქმა აღარ გამოდიოდა,…


დეკანატში დაგვიბარეს.
მორიდებით დავაკაკუნეთ.
-შემოდით.
ოთახში შევედით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ეჭვმიტანილებივით ავიტუზეთ კედელთან . დეკანმა სათვალე მოიხსნა, სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა და სათითაოდ შეგვათვალიერა, დასხედითო არ უთქვამს.
-ჰმ, შესანიშნავი შვიდეული, რამხელა პატივია ჩემთვის თქვენი ხილვა - მისი ირონიის შემხედვარეებს, მეც და ალბათ ჩემს მეგობრებსაც ერთნაირმა აზრმა გაგვიელვა თავში მაგრამ, უხერხულად შევიშმუშნეთ მხოლოდ და მხოლოდ... მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა
-რატომ აბარებდით საერთოდ? მე თქვენი ფუნქცია ვერ გავიგე, უმიზნო, უინტერესო და არაფნის მაქნისი, წყალწაღებული ახალგაზდრები, არა თქვენ კარგი მაგრამ შენ რა გჭირს ჭიჭინაძე შენ?? რაც ამათ ჯგუფში გადმოხვედი ვეღარ გცნობ, შენზეა ნათქვამი - ”ხარი ხართან დააბიო.. ”
-ან ზნეს იცვლის ან ფერსოო…


აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, ამ აზრზე სხვების აზრის გაგების უფლებაც - თავისთავად.
საპირისპირო სქესის ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა, (ნორმის ფარგლებში) მემგონი ყველას სიამოვნებს..

თუმცა გააჩნია ყურადღებას, ვის როგორი უნდა , რომ გოგონების (ან ბიჭების) თვალში გამოჩნდეს - ლამაზი, სექსუალური, ჭკვიანი,ვნებიანი, პატიოსანი თუ ეს ყველაფერი ერთად (ეს ცოტა რთულია იქნება ალბათ). თანაც უნდა ერთია და არის მეორე.

პირადად ჩემი აზრი ასეთია (არამგონია ვინმეს აინტერესებდეს მაგრამ მაინც) : კარგი შთბეჭდილების დატოვების ყველაზე საიმედო საშუალება ბუნებრივობაა - "იყავი ის რაც ხარ".
რამდენი მართლაც ლამაზი გოგონას სურათია, თუნდაც ამ საიტზე, მაგრამ ეს დაბერილი ტუჩები, ძალით ატირებული საკუთარი თავები,იატაკზე, მიწაზე და ა.შ გორვა, ნაძალადევი, ვითომ ვნებიანი გამოხედვები, საკუთარი ხელით…


წინა 1 2 3 შემდეგი →
ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში