აღარ მიყვარხარ დედას ვფიცავარ
33, რუსთავი, საქართველო

აღარ მიყვარხარ დედას ვფიცავარ,
დღემდე რაც იყო წარსულს ჩაბარდა,
აღარ მიყვარხარ, აღარ მიყვარხარ
და ოცნებებსაც მივცემ გასაქანს.

და შენი ბრალი სულაც არ არის,
რომ ოცნებების ჩაიმტვრა ხიდი,
და თვალებიდან ცრემლის მაგვარი,
მირონივით რომ მდიოდა სისხლი.

უკვე ახლოა ზამთრის სეზონიც,
და ეს სიცივე ნოემბრის მიღმა
დამტოვებს ისე, რომ ვერ ვეყოფი
სიცოცხლეს, დაე შემჭამოს მიწამ.

და არც ჩემია აქ რამე ბრალი,
ჩვენ მაინც ერთად ვერ ვიქნებოდით,
დაე, დაიმტვრეს სიტყვები ქარში
ტოტებივით და გემშვიდობები!

5 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში