სიყვარულის სადღეგრძელო
33, რუსთავი, საქართველო


22769971_171.jpg



მე სიყვარულის სადღეგრძელოს ფიალით დავლევ
და ამ სასმელით, ლამაზ სიტყვათა მარაგსაც დავცლი,
წვეთს არ დავტოვებ, ამ განსხვავებულს ბოლომდე შევსვამ
და ვადღეგრძელებ, უჩვეულო გრძნობათა ლტოლვას.

ღმერთმა დალოცოს განსაკუთრებით ეს დიდი გრძნობა,
გაგვაჩინა და სიყვარულისთვის ჩვენ მოგვცა ნება,
თან დააყოლა მოეფერეთ და მას გაუფრთხილდით
თქვენ არ გექნებათ, გრძნობა ამაზე დიდი.

მე თქვენ გისურვებთ ულევ სიყვარულს,
სიცოცხლის ბოლომდე მრავალ სიხარულს.
დავლიოთ ეხლა, ერთად ვთქვათ ყველამ,
მაშ, გაუმარჯოს სიყვარულს ჩვენსას.

70 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში