მაინც ლამაზი ქალია !
55, თბილისი, საქართველო

ქალი წვიმაა, ღრუბელი, ნამი ნესტის და ნაპირის . . .
როცა გგონია ცრემლი სდის, მაშინ საერთოდ არ სტირის,
როცა ამინდი მზიანობს, თვალებს ირეკლავს ტბებიდან,
ციცინათელებს როცა ხსნის, ცხრაპირ დაწნული თმებიდან . . .
მზერას რომ ატანს მთის კალთას, არწივებთან და ჯიხვებთან,
როცა მარტოა სევდასთან, მოგონებასთან, ფიქრებთან . . .
ნუ მოსთხოვ იმდენს რომ მერე, დუმილის იქცეს ზიარად.
ქალია, უნდა გახსოვდეს
ისე ძლიერიც კი არა, რომ
მარტომ შეძლოს აკიბოს მთაზე ბილიკი ნაბიჯით,
ხელი გეჭირა ? . . . გაგიშვა ?
შენ არ გაუშვა - გაგიჟდი ?!
ქალი წვიმაა, ხან მოვა . . . ხან ნისლად აკრეფს საფიქრალს,
თეთრი ბრინჯივით დაგაბნევს, მერე მოგდგება, აგკრიფავს . . .
აიტან ? - უნდა გიყვარდეს . . . უნდა გიყვარდეს ძალიან . . .
რადგან უბრალოდ სუსტი და . . .
მაინც ლამაზი ქალია !

10 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში