მომნატრებია
32, თბილისი, საქართველო

ვზივარ და ვფიქრობ მაკლია რაღაც

ცუდი განწყობა მომმატებია
რატომღაც რითმებს ვერ ვეფერები
და პოეზია მომნატრებია

მომნატრებია პირველი გრძნობა
პირველ სიყვარულს წამით ვიხსენებ
პირველი კოცნა, მტვრიან ქუჩაზე
წარსულის ჩრდილით, ვეღარ ვისვენებ

პირველი კლასი, პირველი სკოლა
პირველი ზარი პირველი მერხი
პირველი ჩემი ცუდი ნიშანი
პირველი, განცა გავარდნა მეხის

მომნატრებია სურნელი შენი
სხვას ვერას გეტყვი ჩემო კალამო
ყოველი სტროფი ჩემთვის და რითმი
გულზე მედება როგორც მალამო

ვზივარ და ვფიქრობ მაკლია რაღაც
ცუდი განწყობა მომმატებია
რატომღაც რითმებს ვერ ვეფერები
და პოეზია მომნატრებია

5 ნახვა
 
კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის.
იყავი პირველი - დაწერე შენი კომენტარი

ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში