corleone-ის ბლოგები

corleone
34, თბილისი, საქართველო

როგორც მეთევზე, ზიხარ და ელოდები სატყუარაზე მოსულ მავანს. მოკალათებული ხარ თბილად, ან გრილად. გარშემო მოწყობილი გაქვს ყველაფერი – საჭმელ-სასმელი, კარავი, სხვა საჭირო ინვენტარი.

ზიხარ და ელოდები.

იაპონური ანიმეს გმირივით ხარ, ოღონდ მეორეხარისხოვანი პერსონაჟივით – რაღაც დანიშნულებას რომ უნდა ასრულებდეს ცხოვრებაში. ცხოვრებაში კი არა, იმ კონკრეტულ სცენას რომ სჭირდება. დაიჭერ ამ შენ მავან თევზს და შესრულებულია მისია – სცენარისტი წაგშლის. კადრიდან გაგიყვანს ოპერატორი და გადაგაგდებენ. იოგურტის რეკლამის მასოვკაში წახვალ.

მაგრამ, შესაძლოა, თავი დაიძვრინო. შეგიძლია, შენს ჯერ კიდევ დაუწერელ მომავალს შეეჭიდო. მავანი ხელში გიჭირავს, კაუჭს ხსნი ტუჩიდან და ელაპარაკები – მოდი, შემისრულე სურვილი და გამიხანგრძლივე დანიშნულება (ეხლა რომ მოდური სიტყვა “ესაინმენთი” ქვია, ან, სულაც –…


ბლოგები
ბლოგების განახლება ხდება ყოველ 5 წუთში