მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
შენ ადამიანის საწყისი ელემენტი ხარ, ნატურა: თავისუფალი, კეთილი, ჭკვიანი, და რათქმაუნდა ადამიანური, ეს იმას ნიშნავს, რომ რიგ შემთხვევბში ხარ პრეტენზიული, ეჭვიანი და სასტიკიც კი. ზუსტად ეჭვიანობას მოაქვს შენთვის ყველაზე დიდი უსიამოვნებები. მაგრამ შენ ამ უსიამოვნებებიდან მუდმივად გამრჯვებული გამოდიხარ, ამაშ კი შენი საღი გონება, იმპროვიზაცია და სიმამაცე გეხმარება. როგორც ყველა ჭკვიან ადამიანს შენც განვითარებული გაქვს ფანტაზია და გაქვს უნარი მიმართო პრობლემის ეშმაკური, მხოერხებული გზით გადაჭრას.კიდევ »
შენი ნდობა უპირიბოდ შეიძლება. შენ შეგიძლია საიდუმლოს შენახვა და არა აქვს მნიშვნელობა თუ რა თემას ეხება ის. თუ კი რომელიმე მათგანი გაგაკვირვებს შენ მაინც საკუთარ თავს ხელში აიყვან და არ გაგიტაცებს ემოციები, ეს ამბავი სხვას მოუყვე. ამასთანავე, შენ ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობ დაეხმარო ახლობელ ადამიანებს და აკეთებ ყველაფერს რაც საკუთარ ძალებს არ აღემატება. სასიყვარულო ურთიერთობებს შენ ეკიდები ძალიან სერიოზულად, არასოდეს მოატყუებ საყვარელ ადამიანს, მაგრამ მისგანაც სამაგიეროს ითხოვ...კიდევ »
პიროვნების ტესი
ტესტი დაგეხმარება გაიგო, შენი ხასიათის მაჩვენებლები და იპოვო იდეალური მეწყვილე
დახვეწილი მანერები და ეთიკის ნორმების ზედმიწევნით ცოდნა შენი საუკეთესო იარაღია. შენ ყოველთვის სიამოვნებით ღებულობ სასარგებლო ინფორმაციას, თვალყურს ადევნებ სიახლეებს და კარგად გამოგდის აზრის გადმოცემა. მეგობრები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, რადგან ნებისმიერი სიტუაციიდან შენ შეგიძლია იპოვო გამოსავალი. ერთერთი შენი თვისებაა - მოწესრიგებულობა, ამიტომ არ გიყვარს არეულობა. ცხოვრებაში ითვალისწინებ აზრს, რომ უნდა ისწავლო სხვის შეცდომებზე და არა საკუთარზე. დადებით თვისებებთან ერთად გაქვს უარყოფითი თვისებებიც, ზოგისთვის შენ შეიძლება ძალიან უჟმური და მოსაწყენი ადამიანი იყო. სწორედ ამ თვისებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს იდეალური მეორე ნახევრის პოვნაში.კიდევ »
ძალიან მხიარული ადმიანი ხარ და წყენის გულში შენახვა არ ჯდება შენს ხასიათში. შენი კომუნიკაბელურობა და მარტივი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ ყოველთვის დადებით რეზულტატს იძლევა ყველაფერში რასაც არ უნდა აკეთებდე. შენ ადვილად შედიხარ უცხო კამპანიაში თუნდაც რამე არასასიამოვნო ხდებოდეს ირგვლივ მაინც შეგიძლია გაიღიმო და კარგი შთაბეჭდილება მოახდინო. მთავარია არ დაკარგო ეს პოზიტივი შენში და ასე გააგრძელო ცხოვრება.კიდევ »
შენ ცხოვრობ დღევნდელი დღით, ამას კი აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები. წარსულის შეცდომებიდან შენ შეგიძლია მიიღო გამოცდილება, რათა არ გაიმეორო ისინი მომავალში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შენ ცდილობ ძალიან იშვიათად დაგეგმო რაღაც წინასწარ, რადგან თვლი, რომ ყოველდღე შეიძლება რაღაც შეიცვალოს და აზრი არა აქვს, რამის წინასწარ დაგეგმვას. რაღაც დონეზე, ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ ხანდახან ღირს დაფიქრება, თუ რა იქნება ხვალ და მოემზადო ახალი დღისთვის...კიდევ »
შენ შეგიძლია სიყვარული და ამ გრძნობას ძალიან სერიოზულად ეკიდები, მაგრამ სიყვარულს შენს ცხოვრებაში პირველი ადგილი არ უჭირავს. შენ ფხიზლად აღიქვამ მდგომარეობას და შეგიძლია გააკონტროლო შენი გრძნობები. არასოდეს ვარდები უხერხულ მდგომარეობაში, არ ეჭიდები ისეთ ურთიერთობას, რომელიც წინასწარ განსაზღვრულია დასანგრევად. შენ გყოფნის ძალა გაცურო დინების საწინააღმდეგო მიმართულებით და გაუმკლავდე სირთულეებს, თუ ეს რა თქმა უნდა აუცილებელია.კიდევ »
იმის შესახებ, თუ რა არის ვნება, შენ სამწუხაროდ მხოლოდ ყურმოკვრით თუ გსმენია რამე. შენ ყველთვის აკონტროლებ საკუთარ ემოციებს, ასევე პარტნიორსაც არ აძლევ შენთან გახსნისა და ემოციების გამოხატვის საშუალებას. ყველაფრის მიზეზი კი შენი ვნებისადმი ფილოსოფიური დამოკიდებულებაა. შენ თვლი, რომ ვნება და ყველაფერი რაც ვნებას უკავშირდება მეტწილად ამორალურია ვიდრე რომანტული. შენ მიგაჩნია, რომ უთიერთერთობის მწვერვალების დაპყრობა მხოლოდ სულიერ დონეზე უნდა მოხდეს ვნებებისა და ემოციბის გარეშე. გირჩევთ ამ თემასთან ფრთხილად იყოთ...კიდევ »
რომანტიკა შენს ცხოვრებაში ყოველთვის პირველ ადგილზეა. შენი მეოცნებე ხასიათი გაქვს და ხშირად წარმოიდგენ ახალ, გულწრფელ და ლამაზ ემოციებს. ხშირად იტანჯები იმით, რომ იდეალიზმში გადაგდის ურთიერთობა, ხოლო როცა რეალობას გაუსწორებ თვალს უკვე ძალიან გვიანია. პრობლემა იმაშია, რომ ურთიერთობისას თავიდანვე უღებ პარტნიორს გულის კარებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის გამოგდის პარტნიორზე კარგი შთაბეჭდილების დატოვება, რადგან გეხერხება სასიამოვნოდ საუბარი, რომანტიკული განწყობა ყველა ადამიანზე დადებითად მოქმედებს. დარჩი ისეთი როგორიც ხარ, რადგან შენისთანა ადამიანები ძალიან ცოტააკიდევ »
პუნქტუალურობა, საღი აზრი და დეტალების წინასწარ გათვლა ეს შენი სტილია, რათ გაერთიანებს შენ გერმანელებთან. კიდევ შეიძლება ავღნიშნოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა, თავაზიანობა, მიზანდასახულობა და აქტიური ქმედება ნებისმიერ სიტუაციაშიკიდევ »
შენ შეგიძლია გამოხატო შენი გრძნობები, ამასთანავე ეს ძალიან კარგად გამოგდის. შენ არ წვალობ, როცა გინდა ვინმეს სიყვარულში გამოუტყდე ან უბრალოდ გამოხატო შენი ემოციები ღიად. უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად ყოველთვის შეგიძლია გააკონტროლო შენი ემოციები, ამიტომ ურთიერთობაში შენ ლიდერის პოზიცია გიჭირავს. ზოგადად, შენ შეგიძლია საინტერესოდ ისაუბრო, მსმენელი კი ყოველთვის გამოინახება...კიდევ »
შენ ხარ თვით სიკეთე. შენ არ შეგიძლია დახმარებაზე უარის თქმა, ყოველთვის მზად ხარ გაიღო თეთრი, თუ ამას მოითხოვს სიტუაცია. შენ ძალიან გაფასებენ მეგობრები, ნათესავები კი ამაყობენ შენით. შენ უბრალოდ არ შეგიძლია იყო ბოროტი, ეს კი ძალიან ფასეულია. ყოველთვის შეიძლება გარშემომყოფებს შენი იმედი ჰქონდეთ, მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ადამიანები იყენებენ შენ ესეთ დამოკიდებულებას, ამიტომ საჭიროა იყო დაკვირვებულიც. საერთოდ შენ თუ რამეს აკეთებ, ყოველთვის აქსოვ ამაში მთელ გულწრფელობას, ამიტომ დაელოდე და სიკეთე ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდება...კიდევ »
ძირითადი ნაწილი შენი ენერგიის მიამრთულია შინაგან სამყაროზე. შენ გიყვარს მარტო ყოფნა. ბევრი მეგობარი არ გყავს, მაგრამ მათი ნდობა ნამდვილად შეიძლება. არ გიყვარს ყურაღების ცენტრში ყოფნა, თავშეკავებული ხარ ემოციებთან მიმართებაში. სანამ სამყაროს შენი გამოცდილებით შეაფასებდე, ჯერ ცდილობ მიიღო ინფორმაცია და შემდეგ გააკეთო დასკვნები. როცა საჭიროა მიიღო გადაწყვეტილება, ჯერ ფიქრობ მის შედეგებზე და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობ გადაწყვეტილებას. შეიძლება ითქვას, რომ "ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი" შენი დევიზია. ამიტომ აქტიური დისკუსიის დროს, ხშირად ნანობ რომ არ გამოხატავ შენს აზრებს.კიდევ »
შენ ნამდვილად სასიამოვნო მოსაუბრე ხარ. გეხერხება მოსმენა, რჩევის მიცემა და მაქსიმალურად ზუსტად ახერხებ საკუთარი აზრის გამოთქმას. ემოციების კონტროლი შენი ერთგვარი ნიჭია, რომელიც საშუალებას გაძლევს საკუთარი თავი ხელში აიყვანო ნებისმიერ სიტუაციაში. იმ შემთხვევაში თუ თანამოსაუბრე არასწორად მსჯელობს, შენ სერიოზული კამათის გარეშე, ძალიან კორექტულად შეგიძლია შეუსწორო. ადამიანებთან მიმართებაში, ყოველთვის დადებითად ხარ განწყობილი, ამიტომ მეგობრები და ნაცნობები ყოველთვის სიამოვნებით ატარებენ შენთან დროს. სწორედ დიმპლომატიური მიდგომა ურთიერთობაში გაძლევს საშუალებას, მოიპოვო ნდობა და პატივისცემა..კიდევ »