მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
ფოტოები Instagram-დან არაა ფოტო
ბლოგები (0)
ჩანაწერები არ არის ნაპოვნი
Რეკორდი რეიტინგში
მისი ტესტები
-
მოსიყვარულე ხარ თუ არა?
რამდენად ხშირად გიყვარდება? გაიარე ტესტი და გაიგე!
-
შენ მოგწონს შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნა, ამ დროს შენ ყველაფერი შეგიძლია, მზად ხარ მთები შეძრა იმისთვის რომ საყვარელ ადამიანს
ასიამოვნო. თითოეულ შენს რომანს იხსენებ სითბოთი და სინაზით. არც პირველი სიყვარული წარმოადგენს გამონაკლისს. მაშინაც კი თუ რამე ისე არ არის როგორც შენ გსურს. შენ არ ჩქარობ გულის აცრუებას და ტკბები ამაღელვებელი განცდებით. სიყვარული გწყურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენი მცდელობები იშვიათად მთავრდება სერიოზული ურთიერთობით, რადგან შენი პარტნიორები თავქარიანად მიგიჩნევენ, სწორედ ამიტომ გატაცება არ იქცევა სიყვარულად.
კიდევ »
-
მარტივია შენი მოხიბლვა?
შეიცანი შენი ნამდვილი სისუსტეები...
-
გრძნობები შენთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა! არავითარ შემთხვევაში არ ჩაეფლობი ვნებებში თუ შენი პარტნიორი სულით ახლოს
და გულით ძვირფასი არ არის. შენ არ მოიხიბლები ყველაზე სექსუალური პირით, ვინაიდან ჯერ კიდევ არ შეგიცნია მისი შინაგანი სამყარო. შენ არ გესმის მათი, ვინც ერთიმეორეს მიყოლებით აბამს რომანებს და ამტკიცებენ, რომ სიყვარული კი არა ვნებაა მთავარი! როდესაც გიყვარდება - თავისუფლდები და იმ ვნებებში ეფლობი, რომელიც ბედისწერამ ორივეს მოგიმზადათ.
კიდევ »
-
პიროვნების ტესტი
ტესტი დაგეხმარება გაიგო, შენი ხასიათის მაჩვენებლები
-
შენ შეიძლება გულწრფელად გაგახაროს არც თუ ისე სასიხარულო ინფორმაციამ. ცხოვრება შენთვის მშვენიერია და
შეგიძლია ეს დადებითი ენერგია სხვებსაც გაუზიარო. შეიძლება რაღაცას, მიაღწიო, მაგრამ არასდროს ჩერდები ერთ ადგილას, ეს კი გარშემომყოფებს ძალიან მოსწონთ. რთულად გადაგაქვს ვინმესთან კამათი, აგრეთვე ცდილობ შეარიგო ის ხალხი, ვინ ერთამეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, ამავე როს ძალიან ობიექტური ხარ. რაც არ უნდა მოხდეს, შენ ინარჩუნებ სტაბილურობას, რადგან გამოუვალი მდგომარეობა შენთვის არ არსებობს! შენ ამაყობ შენი მეგობრებით, ისინი კი აფასებენ შენში ისეთ თვისებებს, როგორიცაა: კომუნიკაბელურობა, ცხოვრების სიყვარული და ა.შ.
კიდევ »
-
როგორია შენი იდეალური პაემანი?
იდელაური პაემანი - ეს არის როცა ორივე მხარე კმაყოფილია. მაგრამ როგორია ის შენთვის?
-
შენ გიყვარს როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის გაოცება. ამასთანავე, შენ იდეალისტი ხარ. შენთვის ყოველთვის, ყველაფერი იმაზე უკეთ უნდა იყოს, ვიდრე სასიყვარულო ფილმებშია. შენ იცი ყველაზე მოკლე
გზა პარტნიორის გულის დასაპყრობად. შენი პაემანი ყოველთვის განსაკუთრებულია, სასიამოვნო კომპლიმენტი, ვნებიანი კოცნა და მაცდური ღიმილი შენი კოზირებია. საუკეთესო ადგილი პაემნისთვის სანაპიროა, განსაკუთრებით კი მზის ჩასვლის დროს.
კიდევ »
-
ხარ თუ არა მხიარული ადამიანი?
იუმორის გრძნობა და გართობის უნარი შველის რთულ სიტუაციებში. შენ გაქვს იუმორის გრძნობა?
-
შენ შეგიძლია იმხიარულო მთელი გულით. დადებითი ემოცია ყველას გადაეცემა, ამიტომ ნებისმიერ თავყრილობაზე
ყოველთვის უხარიათ შენი გამოჩენა. შენ ყოველთვის ყოველთვის კარგ გაწყობაზე ხარ, ოპტიმისტურად უყურებ სამყაროსა და გარშემომყოფებს. ნებისმიერი უსიამოვნება შენთვის მოთმინების უნარის შემოწმებაა, ამიტომ იშვიათად ბრაზდები. დიდი ფანტაზიის უნარი გაგაჩნია, ამიტომ თავისუფლად შეიძლება გეწოდოთ სიურპრიზების ოსტატი. ერთი სიტყვით შენთან ადამიანი ვერ მოიწყენს.
კიდევ »
-
რამდენად ნაზი ხარ?
შეგიძლია თუ არა, აჩუქო შენს საყვარელ ადამიანს ნამდვილი სინაზე?
-
შენ ხარ ნაზი და ძალიან მგრძნობიარე ადამიანი.შენს მეწყვილედ ყოველთვის ირჩევ ასეთივე მოალერსე, საყვარელ და კეთილ ადამიანს. გულთან ახლოს მიგაქვს
ისეთი რაღაც, რასაც სხვა ყურადღებას არც აქცევს. წვრილმანებს, როგორც წესი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენ.გიყვარს ოცნება, ღრუბლებში ფრენა და ჰაეროვანი სასახლეების შენება. სექსში, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, დიდ ყურადებას აქცევ შენს პარტნიორს.არ გენანება კოცნა და ალერსი,ამიტომ შენი პარტნიორი თავს კარგად გრძნობს შენთან არამარტო სხეულით, არამედ სულითაც.შენს სინაზეს ავლენ მზრუნველობასა და ყურადებაში, რასაც ძალიან აფასებენ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები
კიდევ »
-
შენი ფსიქოლოგიური ასაკი
იცი თუ არა რამდენი წლის ხარ სინამდვილეში?
-
შენ ხარ ახალგაზრდა და ენერგიით აღსავსე. უკვე ჩაიარეს ემოციურმა მოზარდობის წლებმა, შენ სრულიად აკონტროლებ საკუთარ თავს, გეგმავ
ცხოვრებისეულ მიზნებს და მიილტვი მათკენ. შებ გაქვს საკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება, რათა ააწყო სერიოზული გეგმები სამომავლოდ
კიდევ »
-
როგორი ტიპის პარტნიორი
ეს სახალისო კითხვები, დაგეხმარებათ გაიგოთ როგორი ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებთ
-
თქვენი ტიპის ადამიანებს ახასიათებთ საკმაოდ მაღალი თვითშეფასება, თავდაჯერებულობა და ინიციატივის
გამოჩენის უნარი. თქვენ როგორც წესი არ გიყვართ დამალობანას თამაში, ღიად გამოხატავთ თქვენს მოლოდინს, თან განზრახულად ატყობინებთ, გამოდიხართ კონკრეტული წინადადებით. თუ თქვენ გაინტერესებთ კონკრეტული ადამიანი, მას აგებინებ ან პირდაპირ ეტყვი ყველაფერს, თუ თქვენ ის აღარ მოგწონთ, თქვენ მოინდომებთ მასთან გაწყვიტოთ ყველანაირი შეხვედრები და შეამოკლებთ ტელეფონზე მასთან საუბრის დროსაც. ალბათ ადამიანები ხშირად ისმენენ თქვენგან ფრაზას « თქვენ ზედმეტად კარგი ხართ ჩემთის » , რისი დახმარებითაც დელიკატურად მიანიშნებთ, რომ თქვენი ურთიერობა დასრულდა. თქვენნაირ ადამიანებთან არ ღირს ხანგრძლივი ურთიერთობები.
კიდევ »
-
ხარ თუ არა კარგი კულინარი?
შეასრულე ტესტი და გაიგე შენი შესაძლებლობები კულინარიაში
-
შენ გიყვარს მომზადება და უნდა აღინშნოს, რომ შენ ეს საკმაოდ კარგად გამოგდის! შენ სიამოვნებით აკეთებ ექსპერიმენტებს
კულინარიის სფეროში. ყოველ კერძში შენ აქსოვ მთელ გულს, და მათ ვისაც გაუმართლებს გასინჯოს შენი კულინარიული შედევრები, ნამდვილად დარჩებიან კმაყოფილები! რაც შეეხება შენ საყვარელ ადამიანს, მას ძალიან გაუმართლა, რადგან შენ სიამოვნებით მიართმევ ხოლმე მას საუზმეს საძინებელში, არომატულ ყავას, ცხელ კრუასანებს და ა.შ....
კიდევ »
-
რა განიჭებს სიამოვნებას?
გაიგე, რა განიჭებს უდიდეს სიამოვნებას
-
შენ მეგობრების კუმირი ხარ და არ შეგიძლია ერთი დღეც ურთიერთობის გარეშე. ურთერთობა შენ გჭირდება, როგორც ჰაერი. შენ გიყვარს გაუზიარო
სიახლეები და მოსაზრებები შენს მეგობრებს, გაარჩიო მათთან სხვადასხვა თემები ან უბრალოდ მხიარულად გაატარო დრო. სწორედ ურთიერთობა განიჭებს უდიდეს სიამოვნებას, ამიტომ შენ ყოველთვის ირჩევ ისეთ მეგობრებს, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებს.
კიდევ »
-
შენი მეორე ნახევრის არჩევა
სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, განსაკუთრებით სიყვარულში. ვისთან უნდა იყო შენ - არჩევანი შენზეა!
-
მეორე ნახევრის ძებნის დროს შენ არ აყენებ განსაკუთრებულ კრიტერიუმებს და იდეალი, როგორც ასეთი შენთვის არ არსებობს. შენ ენდობი ბედს და იმედოვნებ, რომ ის შენ მიმართ
კეთილგანწყობილი იქნება და გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელშიც შენ შეიგრძნობ ნამდვილ მეგობარს, რომელიც გვერდში დაგიდგება რთულ სიტუაციებში. შენთვის არც ისე მნიშვნელოვანია პარტნიორის სტატუსი, მისი გარეგნობა და ტემპერამენტი, რამდენადაც მოსმენის და კარგი რჩევის მოცემის უნარი. მეორე ნახევარში შენ ეძებ ისეთ თვისებებს, როგორიცაა გაგება, თანადგომა, გონიერება და მოთმინება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ ეძებ ახლობელ სულს, რომელიც ყოველთვის გაგიგებს და გაპატიებს. შენ ფიქრობ, რომ ვნება ადრე თუ გვიან წავა, ხოლო გვერდით კი უნდა გყავდეს ადამიანი, რომელიც ზედმეტი სიტყვების გარეშე იგრძნობს, რა ხდება შენ სულში და გაიხარებს, ან მოიწყენს შენთან ერთად.
კიდევ »
-
შენი ცხოვრებისეული პრიორიტებები
რა არის შენთვის მთავარი და რატომ, გაიგებ, როცა შეავსებ ამ ტესტს
-
ზუსტად ოჯახური ღირებულებები დგას ყოველთვის შენთვის პირველ პლანზე, ამიტომაც შენ უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებ არა საკუთარ, არამედ ახლობელი ადამიანების
ინტერესებს. სამწუხაროდ დღეს ოჯახური ღირებულებები არ იმსახურებენ ისეთ პატივისცემას, როგორც ადრე, თუმცა შენ მიეკუთვნები ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ფესვებთან კავშირს. შენ არ ხარ მატერიალისტი, ამიტომაც ზუსტად აღიქვამ, რომ თუნდაც ისინი, ვინც მოგებაზე და კარიერაზე არიან ორიენტირებული დროთა განმავლობაში მიდიან იმ აზრამდე, რომ ახლობელი ადამიანების სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და აღიარება.ამიტომაც არ ღირს გრცხვენოდეს შენი ცხოვრებისეული მისწრაფებების, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს არც ისე მოდურია. უმჯობესია შეეცადო, რომ ახლობლებმა შეხედონ შენს შეხედულებებს არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ გრძნობდნენ, რომ ოჯახი - რამოდენიმე უცხო ადამიანის თავყრილობა არაა, მეტიც ისე ერთი მთლიანობაა, სადაც ყოველთვის გაგიგებენ, გვერდში დაგიდგებიან და მოხარული იქნებიან შენი ყოფნით.
კიდევ »
ყველა ტესტის ნახვა »