მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
შენ მზად ხარ მოხიბლო და იყო მოხიბლული. გარშემო უამრავი ვნებაა და თითოეული თავისებურად მშვენიერია, ამიტომაც შენ თავს არ იკავებ და აკეთებ იმას, რასაც შენი სხეული და სული გკარნახობს. იმის გამო, რომ შენი ტემპერამენტი და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ეწინააღმდეგება გრძელვადიანი ურთიერთობების დაწყებას, შენს ბიოგრაფიაში საკმარისზე მეტი რომანია. რახან შენ გაკმაყოფილებს ასეთი ცოხვრება და გრძნობებზე თამაში, მაშინ ისიამოვნე ამით, სანამ სიყვარული თავის მყარ ქსელებს არ გააბამს. კიდევ »
შენი ფლირტის ტაქტიკა
ფლირტი - ეს ხელოვნებაა. გაიგე ფლირტის რა სახეობა არის შენთვის უფრო შესაფერისი.
ფლირტი შენთვის ისეთივე ბუნებრივია როგორც სუნთქვა და ისევე ადვილად მიიღწევა. შენ შეგიძლია უპრობლემოდ მოხიბლო ნებისმიერი ადამიანი, ქათინაურებით აავსო. შენთვის ფლირტი ერთგვარი თამაში, გართობის საშუალებაა. არ ითვლი შენს მიერ გატეხილ გულებს, არ უფიქრდები შენი სიტყვები ვინმემ გულთან ახლოს მიიტანა თუ არა. ლამაზად ლაპარაკი ყველას არ შეუძლია, მითუმეტეს ისე სიტყვაზე რომ დაუჯერონ.
ბედნიერებისთვის შენ გაკლია სიყვარული. შესაძლებელია, ჯერ არ შეგხვედრია ისეთი ადამიანი, რომელსაც დაარქმევდი შენს მეორე ნახევარს, ამიტომ არ ღირს დათრგუნვა და იმის დაჯერება, რომ სიყვარული არ არსებობს. ასევე უკეთესია თუ თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებისეულ ფასეულობებს, რომელთა ნაწილიც უნდა შეიცვალოს საჭირო შედეგის მისაღწევად.კიდევ »
კარიერა თუ ...?
გაიგე რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის: კარიერა თუ პირადული ცხოვრება
დღევანდელი დღით შენი მთავარი მიზანია კარიერა. მთლიანად ჩაფლული ხარ სამსახურში, არც თავს ზოგავ და არც დროს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ წესით საკუთარ თავს აჯერებ, რადგან ასეთი სამსახურისადმი ფანატური მიდგომის შედეგი დიდ ხანს არ მოიცდის. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არც პირადული ცხოვრება უნდა დაივიწყო, რომელიც უკვე იტანჯება. ერთი სიტყვით მუშაობა კარგია, მაგრამ დასვენებაც აუცილებელიაკიდევ »
რომელ ყვავილთან გაქვს საერთო?
ყველა ყვავილი თავისებურად ლამაზია. ყვავილებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ თავისებური თვისებები და ხასიათი..
შენს ნათელ ინდივიდუალურობას, განუსაზღვრელ ენერგიას და თვალისმომჭრელ სილამაზეს შეუძლია გაალამაზოს მოსაწყენი დღეც. შენ თითქოს თან დაგაქვს მზის სხივები, რომელიც ათბობს ყველას, ვისაც სითბო არ ყოფნით. მიუხედავად შენი მსუბუქი ხასიათისა, შენ შეგიძლია იყო სერიზული. შენი თვითდაჯერებულობა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, როცა მოქმედებაა საჭირო. ურთიერთობაში შენ ძალიან თავაზიანი და ყურადღებიანი ხარ. ყველა, თუნდაც უმნიშვნელო კამათიც კი, რთულად გადაგაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცდილობ ყველა წყენა წარსულში დატოვო და პოზიტიურად განაგრძო ცხოვრება!კიდევ »
შენ მოგწონს სექსი და ყველაფერი რაც მასთან კავშირშია. სწორედ სექსი მოქმედებს შენს განწყობაზე და აძლევს შენს ცხოვრებას განსაკუთრებულ მუხტს. ორგანიზებულ რომანტიულ ვახშამზე, შენ არ გაინტერესებს რა დევს სუფრაზე, მხოლოდ იმაზე ფიქრობ რა მოხდება საწოლში... ამასთანავე, შენ ექსპერიმენტების მოყვარული ხარ, რომელიც სექსთან არის დაკავშირებული. სექსი განიჭებს უდიდეს სიამოვებას, მაგრამ უნდა ითქვას რომ ეს ცუდი არაა...კიდევ »
ოჯახის შექმნა - ეს არის შენი მთავარი მიზანი, ამიტომ ყოველ ახალ ურთიერთობაში, შენ ცდილობ დაინახო მომავლის შესაძლო განვითარება. უნდა აღინიშნოს, რომ შენ მესაკუთრე ხარ, თვლი რომ საყვარელმა ადამიანმა მისი მთელი თავისუფალი დრო შენ უნდა დაგითმოს. შენი მხრიდან კი შეგიძლია შეთავაზო მყარი და ერთგული ურთიერთობა, სამომავლო გეგმებით.კიდევ »
შენი სიყვარული ფულისამდი უსაზღვროდ დიდია! შენთვის ასევე მნიშვნელოვანია გარშემომყოფების მატერიალური მდგომარეობა. შენ ეძებ სარგებელს, ფაქტიურად ყველგან, ამიტომ თავისუფლად შეიძლება გეწოდოს მატერიალისტი. შენი ესეთი დამოკიდებულება ხშირად ხელს გიშლის ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში, თუნდაც ეს იყოს საყვარელი ადამიანი. უმჯობესი იქნება თუ ნაკლებად იფიქრებ ფულზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აუცილებლად უარყოფითად აისახება შენს ცხოვრებაზე...კიდევ »
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში, შენ პირველ რიგში ყურადღებას აქცევ, ერთმანეთზე მზრუნველობას, ამიტომ თუ შეამჩნევ ეგოიზმის ფაქტებს, შენი გრძნობები უარყოფითად დაიმუხტება. შეყვარებულობის პერიოდში, შენ მზად ხარ მთელი სამყარო მიუძღვა საყვარელ ადამიანს, ამასთანავე შენ ყოველთვის ელოდები ანალოგიურ პასუხებს. თუ შენ შეგხვდა ადამიანი, რომელსაც მხოლოდ მიღება შეუძლია და არ გამოხატავს სითბოსა და სიყვარულს, მაშინ შენ ასეთ ადამაინთან მომავალს ვერ ხედავ და გირჩევნია დაშორდე...კიდევ »
შენი დამოკიდებულება სამსახურის მიმართ
დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩართულია სამსახურში, რაც კარგავს კავშირს ახლობლებთან, ივიწყებენ პირად ცხოვრებას, საფრთხის ქვეშ აყენებ ჯანმრთელობას.
თქვენ არ ხართ მხოლოდ სამსახურით დაკავებული ადამიანი, მაგრამ ყოველი ნაბიჯით უფრო და უფრო უახლოვდებით უსიამოვნო მდგომარეობას. სცადეთ დაიწყოთ მცირედით, რომელიც საშუალებას მოგცემთ თავად მიატოვოთ სამუშაო და არ გადააყოლოთ სამუშაო საათებს თქვენი საკუთარი ცხოვრება. ნუ შეეცდებით თქვენს თავზე აიღოთ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ, რომ დრო არ გეყოფათ და ამასთანავე რაოდენობრივი საათები დღეში შეზღუდულია, და შემდეგ ისევ და ისევ არ გექნებათ საკმარისი ძალა. არ მისცეთ თქვენს თავს დაცემის საშუალება და გააკეთეთ ის რაც შეგიძლიათ. ამ ყველაფრის შეფასება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება: თქვენ ჯერ კიდევ იყენებთ მეტ შემთხვევებს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ეს გსურთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალოდ გიყვართ საკუთარი თავი და უნდა გესმოდეთ, რომ გარდა იმისა, რომ მუშაობა ბევრად უფრო საინტერესო და ამაღელვებელია, საჭიროა მხოლოდ კარგად დაკვირდეთ მას.კიდევ »
შენ შეგიძლია სიყვარული და ამ გრძნობას ძალიან სერიოზულად ეკიდები, მაგრამ სიყვარულს შენს ცხოვრებაში პირველი ადგილი არ უჭირავს. შენ ფხიზლად აღიქვამ მდგომარეობას და შეგიძლია გააკონტროლო შენი გრძნობები. არასოდეს ვარდები უხერხულ მდგომარეობაში, არ ეჭიდები ისეთ ურთიერთობას, რომელიც წინასწარ განსაზღვრულია დასანგრევად. შენ გყოფნის ძალა გაცურო დინების საწინააღმდეგო მიმართულებით და გაუმკლავდე სირთულეებს, თუ ეს რა თქმა უნდა აუცილებელია.კიდევ »
შენ არც ისე ენერგიული ადამიანი ხარ, მაგრამ იმ ენერგიას რაც გაგაჩნია იყენებ ჭკვიანურად და ეკონომიურად. გარეგნულად შენ თავდაჯერებული და საიმედო ადამიანი ჩანხარ. ისეთი აურა გაქვს, რომ გარშემომყოფთ სიმშვიდისა და თვითდაჯერებულობის შეგრძნება ეუფლებათ და ფიქრობენ, რომ შენი მათთან ყოფნა გარანტია იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ცხოვრებისეულად შენ პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი ხარ, ამიტომაც ნებისმიერ საქმეში გახასიათებს წესრიგი და საქმის ბოლომდე მიყვანა. შენი ხასიათიდან გამომდინარე, სიახლები დიდად არ გხიბლავს, რადგან ყველაფერს ახალს ეჭვის თვლაით უყურებ და გირჩევნია ბევრჯერ ნაცად ხერხს მიმართო. გირჩევთ, რომ იყოთ უფრო ფხიზელი და აქტიური, ეს მოგცემთ საშუალებას, რომ ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახადოთ.კიდევ »
შენი როლი კინოში
კინოს რომელი როლია შენს ხასიათთან უფრო ახლოს, გაიგებ, როცა გაივლი ამ ტესტს!
ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი არის შენი მთავარი ღირსება. თუ შეიყვარებ, მზად ხარ სული მიუძღვნა, სამყარო კი ზღაპრული და მშვენიერი ხდება. თუ ისე ხდება, რომ რომანი მთავრდება, შთაბეჭდილებები მისგან რჩება ცხოვრების ბოლომდე. შენ შეგიძლია მოხიბლო და თავბრუ დაახვიო ქალს, ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით აკეთებს, ამიტომ ქალბატონები მზად არიან შენს მკლავებში აღმოჩნდნენ. არ შეიცვალო. ნამდვილი ნამდვილი რომანტიკოსები ყოვეთვის სჭირდებათ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს. კიდევ »
მიუხედავად იმისა რომ, სიყვარული არის ის განცდა, როდესაც რთულია გაუმკლავდე საკუთარ გრძნობებს, შენ ეს მშვენივრად გამოგდის. შენ გიყვარს და ყურადღებით ანებივრებ მხოლოდ მაშინ როდესაც დარწმუნდები, რომ მეორენახევარი შენი ერთგულია. ამის მერე ერთად იწყებთ სამომავლო გეგმებზე ფიქრს. ცხოვრების თანამგზავრის არჩევანს სერიოზულად უდგები, ამიტომ გატაცება არ გაბნევს. იმისთვის რომ გატაცება გადაიზარდოს სიყვარულში დიდი ხანი უნდა გავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შენ შეძლებ გული გაუხსნა იმ ადამიანს , რომელიც ამას დიდი ხანი ელოდა. კიდევ »
ცხოვრება მთელი რიგი მოვლენებისგან შედგება, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება შენ. სწორედ შენი საკუთარი გრძნობები და ემოციები გაღელვებს შენ ყველაზე მეტად. რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ, ეს იმსახურებს მხოლოდ მსუბუქ ყურადღებას და ისიც იშლება, მაშინვე როცა შენ გადაერთვები საკუთარ ისტორიაზე. მსგავსი დამოკიდებულება გარშემომყოფებს ეჩვენებათ, როგორც ეგოიზმის ნიშნები. თუ შენ მოგწონს იმის მოყოლა, თუ რა გაწუხებს შენ პირადად, მაშინ სულ ცოტა დრო მაინც დაუთმე შენს თანამოსაუბრეს, რათა გაგიზიაროს მისი აზრები. ნუ აქცევ საუბარს მონოლოგად. ამ დროს ურთიერთობაც გახდება უფრო თბილი და საინტერესო.
ზუსტად ოჯახური ღირებულებები დგას ყოველთვის შენთვის პირველ პლანზე, ამიტომაც შენ უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებ არა საკუთარ, არამედ ახლობელი ადამიანების ინტერესებს. სამწუხაროდ დღეს ოჯახური ღირებულებები არ იმსახურებენ ისეთ პატივისცემას, როგორც ადრე, თუმცა შენ მიეკუთვნები ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ფესვებთან კავშირს. შენ არ ხარ მატერიალისტი, ამიტომაც ზუსტად აღიქვამ, რომ თუნდაც ისინი, ვინც მოგებაზე და კარიერაზე არიან ორიენტირებული დროთა განმავლობაში მიდიან იმ აზრამდე, რომ ახლობელი ადამიანების სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და აღიარება.ამიტომაც არ ღირს გრცხვენოდეს შენი ცხოვრებისეული მისწრაფებების, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს არც ისე მოდურია. უმჯობესია შეეცადო, რომ ახლობლებმა შეხედონ შენს შეხედულებებს არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ გრძნობდნენ, რომ ოჯახი - რამოდენიმე უცხო ადამიანის თავყრილობა არაა, მეტიც ისე ერთი მთლიანობაა, სადაც ყოველთვის გაგიგებენ, გვერდში დაგიდგებიან და მოხარული იქნებიან შენი ყოფნით.კიდევ »
შენთვის პირველ ადგილზე სულიერი ღირებულებებია, ამიტომ არასოდეს მიილტვი მატერიალური სიმდიდრისკენ. იცი როგორ მიიღო ისეთი მცირედით სიამოვნება, რომელიც მატერიალისტებს უმნიშვნელოდ ეჩვენებათ. სიხარულით ჩუქნი სიყვარულს შენთვის ძვირფას ადამიანებს, გიყვარს სიურპრიზების გაკეთება, შენი მეგობრების და ახლობლების გაკვირვება და განებივრებაც კი. ყოველთვის დადებით ტალღაზე ხარ, ამიტომ ადამიანი შენთან ვერ მოიწყენს.თვლი რომ ფული და ყველაფერი რაც წარმოადგენს მატერიალურ ღირებულებას მეორე ხარისხოვანია, ამიტომ არ ჩქარობ მთელი ძალით ჩაერთო საქმეებში, როდესაც გარშემო არის ამდენი მშვენიერება.კიდევ »
პიროვნების ტესი
ტესტი დაგეხმარება გაიგო, შენი ხასიათის მაჩვენებლები და იპოვო იდეალური მეწყვილე
შენ შეიძლება გულწრფელად გაგახაროს არც თუ ისე სასიხარულო ინფორმაციამ. ცხოვრება შენთვის მშვენიერია და შეგიძლია ეს დადებითი ენერგია სხვებსაც გაუზიარო. შეიძლება რაღაცას, მიაღწიო, მაგრამ არასდროს ჩერდები ერთ ადგილას, ეს კი გარშემომყოფებს ძალიან მოსწონთ. რთულად გადაგაქვს ვინმესთან კამათი, აგრეთვე ცდილობ შეარიგო ის ხალხი, ვინ ერთამეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, ამავე როს ძალიან ობიექტური ხარ. რაც არ უნდა მოხდეს, შენ ინარჩუნებ სტაბილურობას, რადგან გამოუვალი მდგომარეობა შენთვის არ არსებობს! შენ ამაყობ შენი მეგობრებით, ისინი კი აფასებენ შენში ისეთ თვისებებს, როგორიცაა: კომუნიკაბელურობა, ცხოვრების სიყვარული და ა.შ.
კიდევ »
სამყარო ძალიან მერყევია, ხოლო გარემოებები შეიძლება განვითარდეს ყველაზე არაპროგნოზირებადი სცენარით. რა იქნება შემდეგში არავინ იცის, ამიტომ გაცილებით სასიამოვნოა გრძნობდე, რომ გვერდით გყავს საიმედო მხარდამჭერი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო რთულ სიტუაციებში. ასეთ უართიერთობებში აუცილებელი არაა ერთად ცხოვრება და ურთიერთობების დაკანონება, სრულებით შესაძლებელია ცალ-ცალკე ცხოვრება. შენ სრულებით დაგაკმაყოფილებს იშვიათი შეხვედრები, უართიერთობა პასუხისმგებლობის გარეშე და გრძნობა იმისა, რომ ამ სამყაროში მარტო არ ხარ. შენთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვითდარწმუნება ადამიანში, რომელიც გვერდში დაგიდგება, დაგეხმარება, თუმცა საკუთარ იტერესებსაც არ გათელავს. რამდენად ადვილია ასეთი ადამიანის პოვნა, ეს უკვე სხვა თემაა, თუმცა შეუძლებელი არაფერია.კიდევ »
ბუნებამ დაგაჯილდოვა შენ საოცარი შარმით, რომელიც იზიდავს საწინააღმდეგო სქესს. უნდა აღინიშნოს, რომ შენ ჭკვიანურად იყენებ ამას. ყოველთვის ირჩევ შენ, რადგან მიგაჩნია რომ შენთან ღამის გატარებას დამსახურება უნდა! სამაგიეროდ ის ვინც აღმოჩნდება შენთან ლოგინში, მიიღებს უსაზღვრო ყურადღებასა და სიამოვნებას, რადგან სექსი შენთვის არ არის ცხოველური ინსტინქტი, ეს ხელოვნებაა, რომელსაც მშვენივრად ფლობ. გიყვარს ექსპერიმენტები და მზად ხარ გამოცადო ისინი საყვარელ ადამიანთან. შენ უსიტყვოდ გესმის შენი პარტნიორის, ამიტომ ის მუდამ კმაყოფილია...კიდევ »
შენი მეორე ნახევრის არჩევა
სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, განსაკუთრებით სიყვარულში. ვისთან უნდა იყო შენ - არჩევანი შენზეა!
მეორე ნახევრის ძებნის დროს შენ არ აყენებ განსაკუთრებულ კრიტერიუმებს და იდეალი, როგორც ასეთი შენთვის არ არსებობს. შენ ენდობი ბედს და იმედოვნებ, რომ ის შენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება და გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელშიც შენ შეიგრძნობ ნამდვილ მეგობარს, რომელიც გვერდში დაგიდგება რთულ სიტუაციებში. შენთვის არც ისე მნიშვნელოვანია პარტნიორის სტატუსი, მისი გარეგნობა და ტემპერამენტი, რამდენადაც მოსმენის და კარგი რჩევის მოცემის უნარი. მეორე ნახევარში შენ ეძებ ისეთ თვისებებს, როგორიცაა გაგება, თანადგომა, გონიერება და მოთმინება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ ეძებ ახლობელ სულს, რომელიც ყოველთვის გაგიგებს და გაპატიებს. შენ ფიქრობ, რომ ვნება ადრე თუ გვიან წავა, ხოლო გვერდით კი უნდა გყავდეს ადამიანი, რომელიც ზედმეტი სიტყვების გარეშე იგრძნობს, რა ხდება შენ სულში და გაიხარებს, ან მოიწყენს შენთან ერთად.კიდევ »
რა როლს ასრულებს სექსში?
შეასრულე ეს პიკანტური ტესტიდა გაიგე რა როლს ასრულებ როცა ეხვევი ვნების ქარცეცხლში..
ყველას არ შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ ესმოდეს არა მხოლოდ საკუთარი სურვილები, არამედ პარტნიორის ფარული სურვილებიც. შენ შეგიძლია გაიგო ნებისმიერი ადამიანის სხეულის ენა, შეიგრძნო ყოველი ამოსუნთქვა. პროცესში სრულფასოვნად ჩართვა და ჰარმონიული ურთიერთობა პარტნიორთან, ეს ნიჭია, რომლითაც უნდა ამაყობდე. როცა წარმატებით კომბინირებულია საკუთარი სხეულის მართვა და სურვილი ასიამოვნო პარტნიორს, მაშინ ეს სრული ჰარმონიაა. სწორედ ასეთ ურთიერთგაგებას შეიძლება დავაქვათ იდეალური. და თუ მაინც გამოჩნდება რამე პრობლემა, მისი მოგვარება ყოველთვის შეიძლება...კიდევ »
ყველაფერს ცხოვრებაში უყურებ პრაქტიკული თვალსაზრისით. სიყვარული კი გამონაკლისი არაა. უსიტყვოდ, შენ გინდა გიყვარდეს და უყვარდეთ, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ეს გრძნობა შენთვის პირველხარისხოვანი არ არის. რეალიზმი, მოთმინება და სიამაყეც კი გკარნახობენ შენ გარკვეულ წესებს ურთიერთობაში. ის სიყვარული, რომელსაც ასე ხშირად შეიძლება წააწყდე რომანტიულ ფილმებში და წიგნებში, არანაირად არ ჯდება შენში. შენ არ თვლი, რომ ამ არაჩვეულებრივი გრძნობისთვის აუცილებელია რაღაც დათმო. საყვარელი ადამიანი შენთვის, პირველ რიგში, კარგი მეგობარი და თანამოსაუბრეა. ყველა გოგოს ნამდვილად არ შეუძლია გაიგოს და მიიღოს შენი პოზიცია, მაგრამ თუ მაინც ასეთი გამოჩნდება, თქვენს შორის იკვრება ძალიან მეგობრული კავშირი...კიდევ »
შენი თვითშეფასების დონე
ყველაფერი რიგზე გაქვს თვითშეფასებასთან მიმართებაში? იმისათვის, რომ ეს გაიგო, უპასუხე რამოდენიმე შეკითხვას
შენ ნორმალური თვითშეფასების დონე გაქვს. შენ იცი, როგორ დაიცვა საკუთარი თავი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას არ აკეთებ სხვების ხარჯზე. შენ ისე არავის ენდობი, როგორც საკუთარ თავს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შენ ღებულობ, საკუთარი გამოცდილების და ინტუიციის საფუძველზე. ასეთი ჰარმონია თავისთავად გეხმარება შეხედო ცხოვრებას უფრო მარტივად და გაუმკლავდე ნებისმიერ პრობლემებს. საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან დამოკიდებულების ფორმულას, შეიძლება ვუწოდოთ: "კმაყოფილია საკუთარი თავით, კმაყოფილია სხვებით". შენ ფართო მეგობრების წრე გაქვს, რადგან ადამიანებს მოსწონთ შენთან ურთიერთობა. სწორედ შენი ნიჭი, რეალურად უყურო ცხოვრებას, გეხმარება დაიპყრო მაღალი მწვერვალები და მიაღწიო სასურველ შედეგს.კიდევ »