მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
შენ რომანტიული ბუნების ხარ, ამიტომ მთავარი ღირებულება ცხოვრებაში არის სიყვარული. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია, თუ ისე ხდება რომ შენი გული თავისუფალია, ამას განიცდი.. ამიტომ დაუყოვნებლივ იწყებ იმ ადამიანის ძებნას რომელიც შენს სიყვარულით მხურვალე გულს დაიკავებს. დარწმუნებული ხარ, რომ მთელი სამყარო სიყვარულზეა დაფუძნებული, სწორედ ამიტომ არის შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი გიყვარდეს და უყვარდე. ამის გარდა კეთილი გული გაქვს და ბევრი მეგობარი გყავს, ვისი იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს. შეიძლება ითქვას რომ მთლიანობაში გიყვარს ცხოვრება და ისიც სიყვარულით გპასუხობს.კიდევ »
პიროვნების ტესი
ტესტი დაგეხმარება გაიგო, შენი ხასიათის მაჩვენებლები და იპოვო იდეალური მეწყვილე
დახვეწილი მანერები და ეთიკის ნორმების ზედმიწევნით ცოდნა შენი საუკეთესო იარაღია. შენ ყოველთვის სიამოვნებით ღებულობ სასარგებლო ინფორმაციას, თვალყურს ადევნებ სიახლეებს და კარგად გამოგდის აზრის გადმოცემა. მეგობრები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, რადგან ნებისმიერი სიტუაციიდან შენ შეგიძლია იპოვო გამოსავალი. ერთერთი შენი თვისებაა - მოწესრიგებულობა, ამიტომ არ გიყვარს არეულობა. ცხოვრებაში ითვალისწინებ აზრს, რომ უნდა ისწავლო სხვის შეცდომებზე და არა საკუთარზე. დადებით თვისებებთან ერთად გაქვს უარყოფითი თვისებებიც, ზოგისთვის შენ შეიძლება ძალიან უჟმური და მოსაწყენი ადამიანი იყო. სწორედ ამ თვისებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს იდეალური მეორე ნახევრის პოვნაში.კიდევ »
შენ არ გიყვარს საზოგადოებისგან გამოცალკევება და როგორც წესი ყოველთვის იქცევი მორიდებულად. ტანსაცმლის არჩევის დროს, ისევე როგორც ცხოვრებაში, შენ უპირატესობას ანიჭებ მოკრძალებულობას. ნივთებს შენ ყიდულობ, ისეთს როგორიც შენ მოგწონს და ყურადღებას არ აქცევ მოდაშია თუ არა ისინი. შენ თვლი, რომ ადამიანი უნდა უხდებოდეს ტანსაცმელს და არა ტანსაცმელი ადამიანს. როცა უპირატესობას ანიჭებ სტანდარტულ სტილს, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ეს შეიძლება არამოდური იყოს. თუ არ გინდა მოსაწყენ ადამიანად დაამახსოვრეთ, ხშირად გამოიცვალე ვარცხნილობა და ეცადე შენს გარდერობს ბევრი ნათელი ფერი დაამატო..კიდევ »
მეტწილად, შენ ცნობისმოყვარე ადამიანი ხარ, ამიტომაც თითქმის ყველა საკითხში ჩახედული ხარ. შენ ამჟღავნებ ეზოთერმულ ნიჭს, მაგრამ არა ექსტრასენსულს. გამომდინარე იქიდან, რომ შენ რეალისტი ხარ, ნაკლებად გჯერა იმის რომ ბუნებრივი ნიჭი არსებობს. იშვიათად შენ ფიქრობ იმაზე, რომ შენი პროგნოზები ხშირად მართლდება, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ფიქრობ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა...კიდევ »
შენი თვითშეფასების დონე
ყველაფერი რიგზე გაქვს თვითშეფასებასთან მიმართებაში? იმისათვის, რომ ეს გაიგო, უპასუხე რამოდენიმე შეკითხვას
შენ ნორმალური თვითშეფასების დონე გაქვს. შენ იცი, როგორ დაიცვა საკუთარი თავი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას არ აკეთებ სხვების ხარჯზე. შენ ისე არავის ენდობი, როგორც საკუთარ თავს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შენ ღებულობ, საკუთარი გამოცდილების და ინტუიციის საფუძველზე. ასეთი ჰარმონია თავისთავად გეხმარება შეხედო ცხოვრებას უფრო მარტივად და გაუმკლავდე ნებისმიერ პრობლემებს. საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან დამოკიდებულების ფორმულას, შეიძლება ვუწოდოთ: "კმაყოფილია საკუთარი თავით, კმაყოფილია სხვებით". შენ ფართო მეგობრების წრე გაქვს, რადგან ადამიანებს მოსწონთ შენთან ურთიერთობა. სწორედ შენი ნიჭი, რეალურად უყურო ცხოვრებას, გეხმარება დაიპყრო მაღალი მწვერვალები და მიაღწიო სასურველ შედეგს.კიდევ »
შენ ძალიან მოწესრიგებული და კარგი ადამიანი ხარ. შენ ბევრი კარგი თვისება გაქვს და ძალიან ბევრი რამ მოგწონს ამ ცხოვრებაში, მაგრამ ამავდროულად შენ გაქვს შეუფერებელი ხასიათის მთელი რიგი. მართალია, ვიღაც ფიქრობს რომ, შენ ყველაფერი რიგზე არ გაქვს იუმორის სფეროში.... სამაგიეროდ შენი პასუხისმგებლობის უნარიონობა ამ ყველაფერს ფარავს!კიდევ »
შენ უბრალოდ მგრძნობიარე არ ხარ, პირიქით ეს შეგრძნება გადაჭარბებული რაოდენობით გაქვს. ამ ორი თვისების გათვალისწინებით შენი კოცნა მოქმედებს პარტნიორზე ისე, რომ ის კარგავს თავს და პრაქტიკულად გულიც კი მისდის სიამოვნებისგან. ამასტანავე, შენ პარტნიორთან ძალიან გულწრფელი ხარ, ყურადღებას ანიჭებ არა მხოლოდ კოცნის ცოდნას, არამედ ნამდვილ გრძნობასაც. კოცნისას შენ ცდილობ შეერწყა შენს პარტნიორს, ასევე მშვენივრად ახერხებ მის გრძნობებზე ფოკუსირებას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ შენთვის კოცნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც შენთვის სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.კიდევ »
შეიძლება შენ ბავშვობაში არ თამაშობდი ფუმფულა სათამაშოებით ექიმობანას, მაგრამ დასახმარებლად შენი ნაცნობები საკმოდ ხშირად მოგმართავენ, იმიტომ რომ შენ კეთილი და ყურადღებიანი ადამიანი ხარ. შენ შეგიძლია სხვისი გაჭირვების მოსმენა და მის მდგომარეობაში შესვლა, დახმარების ხელსაც აუცილებლად გაუწვდი. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ სკოლაში შენ დიდი ინტერესით სწავლობდი ქიმიას და ბიოლოგიას, შეიძლება შენ სრულაც იცი, როგორ გაუწიო პირველადი დახმარება. ამავდროულად შენ მომხრე ხარ ჯანსაღი ცხოვრების წესის, რაშიც ბევრმა უნდა მოგბაძოს. თუ გავითვალისწინებთ, ცხოველების სიყვარულს, შეიძლება ითქვას რომ შენგან კარგი ვეტერინარი დადგებოდა.კიდევ »
როგორი ტიპის პარტნიორი
ეს სახალისო კითხვები, დაგეხმარებათ გაიგოთ როგორი ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებთ
თქვენნაირი ტიპის ადამიანებს დღემდე სჯერათ რომანტიკის და ჭკვიანურად იყენებენ თავიანთი მიზნებისთის. ალბათ თქვენ მუდმივად ჩუქნით თქვენ რჩეულს ყვავილებს, ტკბილეულს და სასაიმოვნო საჩუქრებს, ანთებთ სანთლებს რომანტიკულ ვახშამზე. თქვენ ხშირად ურეკავთ თქვენს რჩეულს და წერთ სმსებს სადაც მხოლოდ რომანტიკაა, შეხვედრისას კი თვალებში უყურებთ და უყვებით თქვენს გრძნობებზე, და მასაც უფრო მეტად უყვარდებით და უფრო მეტად ესმით თქვენი. თქვენ კი აცნობიერებთ თუ რამდენად გჭირდებათ ის. და ამაში იმალება მთელი თქვენი მიზიდულობის საიდუმლო. მათ უყვართ როცა აფასებთ, უყვართ როცა რომანტიკოსები ხართ, ამიტომაც ისენიც არანაკლებად რომანტიკოსები არიან თქვენს მიმართ.კიდევ »
შენ მეგობრების წრეში მთავარი ფიგურა ხარ, ის ადამიანი ხარ, რომელზეც მთელი სამეგობროსს განწყობაა დამოკიდებული. ურთიერთობებში ძალიან მსუფუქი და საინტერესო ხარ, პირდაპირ აფრქვევ პოზიტივს. ასევე გაქვს დამაჯერებლობის საოცარი ნიჭი, რაც ძალიან გეხმარება ცხოვრების კეთილმოწყობაში, ადვილად ახერხებ ადამიანების დარწმუნებას, რომ შენი აზრი ჭეშმარიტია. შეიძლება ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ არასოდეს საუბრობ საკუთარ პრობლემებზე და მუდამ ცდილობ საკუთარი უხასიათობის დამალვას, რაც იზიდავს სხვებს შენში. ხარ აქტიური და კომუნიკაბელური, შეგიძლია ნებისმიერ თემაზე ისაუბრო. თუ გადაწყვეტ ოჯახის შემქნას, ოჯახის წევერბი შენთან ნამდვილად არ მოიწყენენ, რადგან ხშირად გეყოლება სტუმრები და ასევე ხშირად მოგიწევს სხვების მონახულებაც, რისი გარანტიც შენი ნაცნობების ფართო წრეა. ასე გააგრძელე შენ ნამდვილი გულთამყრობელი ხარ.კიდევ »
შეფუთული საჩუქარი
როგორი საჩუქრის გაკეტება ან მიღება გიყვარს? გაიგე, როცა შეასრულებ ამ ტესტს
შენ ყოველთვის ცდილობ აჯობო სხვებს, ან უბრალოდ შეიქმნა იმიჯი, რომ ყველასგან განსხვავებული ხარ.შენს შეხედულებებში ლებარელური ხარ, ხასიათით კი საკმაოდ დინჯი ხარ, მოქმედებ მშვიდად და გაწონასწორებულად. საჩუქარი გამოდგის ყოველთვის ორიგინალური, სიღრმისეული და საინტერესო, მათი მიღება და გახსნა ძალზედ სასიამოვნოა. ასე, რომ შეგიძლია დარწმუნებული იყო, შენს საჩუქარს ყოველთვის განსაკუთრებით ელოდებიან შენი ნაცნობები. შენ ამ ნიჭს, უარყოფითი მხარეებიც აქვს, რომელიც ხელს გიშლის ცხოვრებაში. შენ ძლიერი გრძნობის და ემოციის ადამიანი ხარ, შენში ცოცხლობს ისეთი შეგრძნებები, რომლისაც შეშურდებოდა ნებისმიერი სერიალის სცენარისტს. შენ გაქვს გამოულევი ენერგიის წყარო, მაგრამ შენ გამუდმებით გეშინია გამოაშკარავო შენი სისუსტეები. შეიძლება ითქვას, რომ ჩენ ჩაკეტილი ადამიანი ხარ და გარშემომყოფებზე შთაბეჭლიდებას ტოვებ როგორც ცივი ადამიანის.. შემოუშვი ნაცნობები შენს სამყაროში და თავად ნახავ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება...კიდევ »
შენ მოგწონს შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნა, ამ დროს შენ ყველაფერი შეგიძლია, მზად ხარ მთები შეძრა იმისთვის რომ საყვარელ ადამიანს ასიამოვნო. თითოეულ შენს რომანს იხსენებ სითბოთი და სინაზით. არც პირველი სიყვარული წარმოადგენს გამონაკლისს. მაშინაც კი თუ რამე ისე არ არის როგორც შენ გსურს. შენ არ ჩქარობ გულის აცრუებას და ტკბები ამაღელვებელი განცდებით. სიყვარული გწყურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენი მცდელობები იშვიათად მთავრდება სერიოზული ურთიერთობით, რადგან შენი პარტნიორები თავქარიანად მიგიჩნევენ, სწორედ ამიტომ გატაცება არ იქცევა სიყვარულად.კიდევ »
შენი ფსიქოლოგიური ასაკი მოზარდობის ასაკის დასრულებას უკავშირდება. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა უკვე სერიოზულად უყურებ ცხოვრებას და ცდილობ "ვარდისფერი სათვალეები" გვერდზე გადადო, მაგრამ ენერგიული სული ითხოვს ადრენალინს. ყველაზე ხშირად შენ ეკითხები საკუთარ თავს, სწორად იქცევი თუ არა, მაგრამ განსაკუთრებული თვითდაჯერებულობა გიზიდავს შენ სათავგადასავლო სიტუაციებისკენ. კიდევ »
შენი როლი კინოში
კინოს რომელი როლია შენს ხასიათთან უფრო ახლოს, გაიგებ, როცა გაივლი ამ ტესტს!
შენთან ერთად მოწყენა შეუძლებელია. ალბათ შენი მთავარი ღირსება იუმორის გრძნობაა. შეგიძლია ისაუბრო ნებისმიერ თემაზე და იხალისო, ამიტომ ნებისმიერ ადგილას უხარიათ შენი გამოჩენა, რადგან იციან, რომ შენთან ერთად ყოველთვის კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. თუმცა ზოგჯერ მოწყენილი ხარ, მაგრამ სხვებს ამას არასდროს აგრძნობინებ და ცდილობ ყველაფერს დaმოუკიდებლად გაუმკლავდე. ყოველთვის მზად ხარ დაეხმარო სხვებს. შენ ძალიან კარგი მეგობარი ხარ, ეს კი საკმაოდ იშვიათია. კიდევ »
შენ ბუნებით რომანტიკოსი ხარ, შეგიძლია მიიღო სიამოვნება ნებისმიერი წვრილმანისგან. ბედნიერებისთვის შენ არ გჭირდება ბევრი რამ - უბრალოდ მოწმენდილი ცა, სასიამოვნო სიტყვა და უბრალოდ შეხება. პარტნიორში შენ აფასებ ინტელექტს, რომანტიზმს და შენ შენი გულისკენ მიმავალი გზის პოვნას. სეირნობისგან შენ ღებულობ უსაზღვრო სიამოვნებას, რადგან თვლი, რომ მოძრაობა ეს მთელი ცხოვრებაა. შენ იზიარებ აზრს, რომ ძვირი რესტორანი - ეს არაა საუკეთესო ადგილი პაემნისთვის. შენ ირჩევ პარტნიორებს, რომლებიც რაღაცნაირად გგვანან შენ...კიდევ »
შენი მეორე ნახევრის არჩევა
სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, განსაკუთრებით სიყვარულში. ვისთან უნდა იყო შენ - არჩევანი შენზეა!
მეორე ნახევრის ძებნის დროს შენ არ აყენებ განსაკუთრებულ კრიტერიუმებს და იდეალი, როგორც ასეთი შენთვის არ არსებობს. შენ ენდობი ბედს და იმედოვნებ, რომ ის შენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება და გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელშიც შენ შეიგრძნობ ნამდვილ მეგობარს, რომელიც გვერდში დაგიდგება რთულ სიტუაციებში. შენთვის არც ისე მნიშვნელოვანია პარტნიორის სტატუსი, მისი გარეგნობა და ტემპერამენტი, რამდენადაც მოსმენის და კარგი რჩევის მოცემის უნარი. მეორე ნახევარში შენ ეძებ ისეთ თვისებებს, როგორიცაა გაგება, თანადგომა, გონიერება და მოთმინება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ ეძებ ახლობელ სულს, რომელიც ყოველთვის გაგიგებს და გაპატიებს. შენ ფიქრობ, რომ ვნება ადრე თუ გვიან წავა, ხოლო გვერდით კი უნდა გყავდეს ადამიანი, რომელიც ზედმეტი სიტყვების გარეშე იგრძნობს, რა ხდება შენ სულში და გაიხარებს, ან მოიწყენს შენთან ერთად.კიდევ »
შენ ბევრი რამ იცი სექსის შესახებ და ამას ჭკვიანურად იყენებ. შენ თვითდაჯერებული ხარ ნებისმიერი ტიპის პარტნიორთან, მაშინვე აგებინებ, რომ სწორედ შენ გადაწყვიტავ როგორ, სად და როდის გექნებათ სექსი. შენ დიდი ხანია დაგავიწყდა, თუ რა არის დაბნეულობა, წარუმატებლობა და დაბალი ხარისხი. უნდა აღინიშნოს რომ შენმა ესეთმა ხასიათმა შეიძლება შეაშინოს შენი პარტნიორი. სწორედ შენი გაბედულობა და საოცარი ორიგინალურობა ხიბლავს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს...კიდევ »
ქორწინებისგან შენ ელოდები ჰარმონიას და ნამდვილი ოჯახის შეგრძნებას. ოჯახური კერა, გრძნობა იმისა, რომ შენ გელიან, უყვარხართ და არ გიღალატებენ. ეს არის ფუნდამენტი ურღვევი კავშირის ასაშენებლად, რომელსაც ქორწინება ქვია. ხვალინდელი დღის იმედი, გრძნობა იმისა, რომ ოჯახი მხოლოდ ერთი პარტნიორის მხერებზე არ დგას. ქორწინებაში შენ გრძნობ თავს, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმის ნაწილი, რომელიც სუნთქავს ერთი ჰაერით, ცხოვრობს საერთო იდეებით. მაგრამ ყველაფერი არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგჯერ აუცილებელი ხდება მსხვერპლის გაღება. ამ შემთხვევაში ეს საკუთარი ინტერესებია და ამიტომაც პარტნიორს შენ ირჩევ სოციალურად მისაღებ და შესაფერისი წრიდან. თანამგზავრის არჩევისას შენ ხელმძღვანელობ არა მხოლოდ გრძნობებით, არამედ გონებით. თუ იპოვი ადამიანს, რომელიც შეესაბამება მოცემულ პარამეტრებს, შენ მზად ხარ უზრუნველყო ის სითბოთი და კომფორტით, მთავარია, რომ თქვენი იდეები ოჯახურ თანაცხოვრებასთან დაკავშირებით თანხვედრაში იყოს.კიდევ »
ამბობენ, რომ ცხოვრება ეს ერთგვარი ბრძოლაა გადარჩენის, წარმატებული კარიერისა და ოცნებების ასრულებისთვის. მსგავსი დამოკიდებულბე ა გითრევს შენ გარკვეულ მარათონში, რაც გეჩვენება მნიშვნელოვნად და ფასეულად, და ყოველივე ამისთვის კეთდება ყველაზე მრავალფეროვანი გმირული ქმედებები: მშრომისმოყვარებიდან უგუნურ ექსტრიმამდე. ამავე დროს შეიძლება გამოგეპაროს ცხოვრებისეული დადებითი წვრილმანები, რომელიც ასე ვთვათ აბედნიერებს ადამიანებს. მიეცი საკუთარ თავს დასვენების უფლება. ასეთი გადართვა გახდის შენ გმირობას უფრო ნათელს და საინტერესოს.
რა როლს ასრულებს სექსში?
შეასრულე ეს პიკანტური ტესტიდა გაიგე რა როლს ასრულებ როცა ეხვევი ვნების ქარცეცხლში..
სადავეების საკუთარი პარტნიორსთვის დათმობით, შენ რისკავ არ მიიღო შესაძლებლობა საკუთარი ფარული სურვილების რეალიზაციაში. ამაში კი ბრალი, მხოლოდ შენ მიგიძღვის და ვინმეს დადანაშაულება უსაფუძვლო იქნება. ზოგჯერ აუცილებელია ჩაერთოთ პროცესში, რათა მთლიანად შეძლოთ საკუთარი ფანტაზიების რეალიზირება. მაგრამ თუ თქვენ მიეჩვიეთ იყოთ მეორეხარისხოვანი, მაშინ სხვა ტალღაზე გადასვლ საკმაოდ რთული იქნება. სხვა მხრივ, რომ შევხედოთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. არ არის გამორიცხული, რომ ერთხელაც ლიდერის როლის შესრულებისას, შესაძლოა შენ აღმოაჩინო ახალი შეგრძნებები...
შენ ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ხარ. სწორედ ემოციეურობას შეუძლია როგორც მიიზიდოს ასევე განიზიდოს შენი საყვარელი ადამიანი. შენ არ გრცხვენია საკუთარი გრძნობების და შეგიძლია ბუნებრივად გამოხატო სიყვარული. შენ ყოველთვის გინდა იყო საყვარელი ადამიანის გვერდით და სასიამოვნოდ გააოცო ის სხვადასხვა მეთოდებით. ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ზომიერად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძნობების ზედმეტმა გამოხატვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ურთიერთობაზე. ამასთანავე შენ მოსიყვარულე ადამიანი ხარ და ყველა ურთიერთობას ეკიდები სერიოზულად. ემოციური ნერვიულობა ისახება შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და შენ გიჭირს ასე ცხოვრების გაგრძელება, როცა შინაგანად მიდის ბრძოლა გრძნობასა და გონებას შორის. რჩევის სახით , რომ ვთქვატ არ ღირს ურთიერთობაში ბოლომდე გახსნილი იყო და ჩაიძირო საკუთარ გრძნობებში.კიდევ »
პუნქტუალურობა, საღი აზრი და დეტალების წინასწარ გათვლა ეს შენი სტილია, რათ გაერთიანებს შენ გერმანელებთან. კიდევ შეიძლება ავღნიშნოთ ისეთი თვისებები, როგორიცაა, თავაზიანობა, მიზანდასახულობა და აქტიური ქმედება ნებისმიერ სიტუაციაშიკიდევ »
რომელი ცხოვრელი ხარ?
ყველას აქვს თავის მცირე საიდუმლო. ეს ტესტი განსაზღვრავს შენს ცხოველურ ინტინქტს
მოსიყვარულე, მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებელი, შენ იზიდავ გამოხედვებს. გიყვარს კომფორტი, აფასებ ერთგულებას და იცი როგორ იყო ფასეული. შენს მტრებს, კი ნამდვილად არ გაუმართლათ, შეცდომებს არ პატიობ და არც არასდროს აპატიებ!კიდევ »
ზუსტად ოჯახური ღირებულებები დგას ყოველთვის შენთვის პირველ პლანზე, ამიტომაც შენ უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებ არა საკუთარ, არამედ ახლობელი ადამიანების ინტერესებს. სამწუხაროდ დღეს ოჯახური ღირებულებები არ იმსახურებენ ისეთ პატივისცემას, როგორც ადრე, თუმცა შენ მიეკუთვნები ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ფესვებთან კავშირს. შენ არ ხარ მატერიალისტი, ამიტომაც ზუსტად აღიქვამ, რომ თუნდაც ისინი, ვინც მოგებაზე და კარიერაზე არიან ორიენტირებული დროთა განმავლობაში მიდიან იმ აზრამდე, რომ ახლობელი ადამიანების სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და აღიარება.ამიტომაც არ ღირს გრცხვენოდეს შენი ცხოვრებისეული მისწრაფებების, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს არც ისე მოდურია. უმჯობესია შეეცადო, რომ ახლობლებმა შეხედონ შენს შეხედულებებს არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ გრძნობდნენ, რომ ოჯახი - რამოდენიმე უცხო ადამიანის თავყრილობა არაა, მეტიც ისე ერთი მთლიანობაა, სადაც ყოველთვის გაგიგებენ, გვერდში დაგიდგებიან და მოხარული იქნებიან შენი ყოფნით.კიდევ »