მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
შენ არ შეგიძლია დიდხანს დარჩე საკუთარ თავთან მარტო, მაგრამ ასეთი სურვილი შენ საკმაოდ ხშირად გიჩნდება. როგორც წესი, ეს ხდება როცა რამე გწყინს ან ბრაზდები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეგრძნება შენთვის საკმაოდ უსიამოვნოა, ამიტომ შენ შეძლებისდაგვარად ცდილობ, იპოვო გამოსავალი ურთიერთობაში. ამავდროულად შენ გეშინია გააბრაზო ვინმე, შენი ქმედებით, საქციელით ან სიტყვით. იყავი დარწმუნებული საკუთარ თავში, გადახედე შენს პრინციპებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ რისკავ იყო, მარტივად სამართავი ადამიანი.
კომპლექსები არ გაგაჩნია. ყოველ შემთხვევაში იმ რაოდენობით რომ ხელს გიშლიდეს ცხოვრებაში. შენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მარტივია, ცდილობ შეხვდებ ახალ დღეს ღიმილით და მხოლოდ ასეთი პოზიტიური დამოკიდებულება გიცავს ყველა სახის ზეწოლისაგან და ეჭვისგან საკუთარ თავთან დაკავშირებით. ზოგჯერ გარშემომყოფებს ჰგონიათ რომ გულგრილი ხარ გარკვეულ საკითხებში, მაგრამ შენ არ გაინტერესებს მათი აზრი, რადგან გაგაჩნია საკუთარი აზრი და შენთვის ის არის მთავარი და ერთადერთი. ალბათ არ უნდა შეიცვალო, განაგრძე შენი ნათელი და ადვილი გზა, შეხვდი ნებისმიერ დაბრკოლებას ღიმილით და თავდაჯერებულობით. კიდევ »
შენი როლი კინოში
კინოს რომელი როლია შენს ხასიათთან უფრო ახლოს, გაიგებ, როცა გაივლი ამ ტესტს!
ჭეშმარიტი სიყვარულის უნარი არის შენი მთავარი ღირსება. თუ შეიყვარებ, მზად ხარ სული მიუძღვნა, სამყარო კი ზღაპრული და მშვენიერი ხდება. თუ ისე ხდება, რომ რომანი მთავრდება, შთაბეჭდილებები მისგან რჩება ცხოვრების ბოლომდე. შენ შეგიძლია მოხიბლო და თავბრუ დაახვიო ქალს, ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით აკეთებს, ამიტომ ქალბატონები მზად არიან შენს მკლავებში აღმოჩნდნენ. არ შეიცვალო. ნამდვილი ნამდვილი რომანტიკოსები ყოვეთვის სჭირდებათ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს. კიდევ »
შეგიძლია თუ არა მეგობრობა?
მეგობრობა - ეს კარგია, მაგრამ ყველას არ შეუძლია იყოს კარგი მეგობარი. გაიგე, რომელ კატეგორიას მიეკუთვნები შენ.
შენ შეგიძლია მეგობრობა და ამიტომაც გარშემომყოფები აფასებენ შენში მრავალ კარგ თვისებას, რომელსაც ნამდვილად ფლობ. შენ კეთილი ხარ, ყოველთვის შეგიძლია დაეხმარო მეგობარს, იმით რაც შენს ძალებს არ აღემატება. უბრალოდ შენ ლაპარაკი გიყვარს, რაც ხშირად შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომაც უჭირთ მეგობრებს შენთვის საიდუმლოების განდობა, მიუხედავად იმისა, რომ შენ უბოროტო და კეთილი ადამიანი ხარ. აგრეთქვე შეიძლება ითქვას, რომ შენც არც ისე გულახდილი ხარ მათთან. ამ ყველაფერთან ერთად შენ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებსაც შეუძლიათ ჭკვიანური ცხოვრებისეული დარიგებების მიცემა, შემდეგ კი უბრალოდ გაღიმება და ყველაფერის დავიწება. ზუსტად ეს მსუბუქი ხასიათი არის ის თვისება, რომელიც იზიდავთ შენში ადამიანებს.კიდევ »
შენ ვერ წარმოგიდგენია სექსი სიყვარულის გარეშე. შენი აზრით, ჭეშმარიტი სიამოვნების მიღება სექსისგან, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა ამით საყვარელ ადამიანთან კავდები. შენ შეისწავლი და აკვირდები საკმაოდ ბევრ დეტალებს, რომლებიც როგორც წესი დიდ როლს ასრულებენ ინტიმურ ურთიერთობებში. მაგალითად შენ არ გჭრიდება მეგობრებს ჰკითხო რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სიამოვნების მინიჭება პარტნიორისათვის, გარდა ფიზიკური სიახლოვისა. თუ ხდება ისე, რომ უსიამოვნება შეგემთხვევა პარტნიორთან, ცდილობ ლამაზი და რომანტიული სიტყვებით, ალერსით მოაგვარო ეს უსიამოვნება. არაფერი შენ ისე არ აღგაფრთოვანებს, როგორც ორმხრივი გრძნობა და ის შეგრძნება, როცა პარტნირთან ერთ მთელად გრძნობ თავს.კიდევ »
შენ არ თვლი საკუთარ ტავს განუმეორბლად, მაგრამ ამავე დროს, შენი გარეგნობა შენ სავსებით გაკმაყოფილებს. შესაძლოა, შენ გინდა შეცვალო რამე წვრილმანები შენს გარეგნობაში, მაგრამ შენ იშვიათად ფიქრობ ამაზე. ზოგადად, შენ მშვენივრად გამოგდის საკუთარი თავის მართვა და თვლი საკუთარ თავს ჩვეულებრივ ადამიანად. შენი მეგობრები გაფასებენ შენ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები კი მარტივად პოულობენ შენთან საერთო ენას. ალბათ, არც ღირს შეიცვალო...კიდევ »
შეფუთული საჩუქარი
როგორი საჩუქრის გაკეტება ან მიღება გიყვარს? გაიგე, როცა შეასრულებ ამ ტესტს
შენ ყოველთვის ცდილობ აჯობო სხვებს, ან უბრალოდ შეიქმნა იმიჯი, რომ ყველასგან განსხვავებული ხარ.შენს შეხედულებებში ლებარელური ხარ, ხასიათით კი საკმაოდ დინჯი ხარ, მოქმედებ მშვიდად და გაწონასწორებულად. საჩუქარი გამოდგის ყოველთვის ორიგინალური, სიღრმისეული და საინტერესო, მათი მიღება და გახსნა ძალზედ სასიამოვნოა. ასე, რომ შეგიძლია დარწმუნებული იყო, შენს საჩუქარს ყოველთვის განსაკუთრებით ელოდებიან შენი ნაცნობები. შენ ამ ნიჭს, უარყოფითი მხარეებიც აქვს, რომელიც ხელს გიშლის ცხოვრებაში. შენ ძლიერი გრძნობის და ემოციის ადამიანი ხარ, შენში ცოცხლობს ისეთი შეგრძნებები, რომლისაც შეშურდებოდა ნებისმიერი სერიალის სცენარისტს. შენ გაქვს გამოულევი ენერგიის წყარო, მაგრამ შენ გამუდმებით გეშინია გამოაშკარავო შენი სისუსტეები. შეიძლება ითქვას, რომ ჩენ ჩაკეტილი ადამიანი ხარ და გარშემომყოფებზე შთაბეჭლიდებას ტოვებ როგორც ცივი ადამიანის.. შემოუშვი ნაცნობები შენს სამყაროში და თავად ნახავ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება...კიდევ »
მიუხედავად იმისა, რომ შენ საკმაოდ ნიჭიერი ხარ, ამას არც ისე ხშირად იყენებ. სამწუხაროა! შენ გაქვს კარგად განვითარებული ინსტიქტები ბევრ სფეროში, უბრალოდ აუცილებელია მათი აღნიშნვა და თავისუფლების მიცემა საკუთარი ფანტაზიისთვის, რომელიც სხვათაშორის შენ ძალიან კარგი გაქვს. შენ გეხერხება ლამაზად საუბარი, ამიტომ შენი მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა. გარშემომყოფების მიზიდვის ნიჭი, შენ ზემოდან გერგო, ასე რომ გამოიყენე ის!
შენ ხარ ენერგიით აღსავსე და შესაშური ოპტიმიზმით. დამოუკიდებელი, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით. ცხოვრების მიმართ სიყვარული, შენი მამოძრავაბელი ძალაა, შენ კმაყოფილი ხარ ცხოვრებით და საკმარისი ეგოიზმით აგრძელებ მიიღო მაქსიმალური სიამოვნება. და არავინ ამბობს, რომ ეს ცუდია!კიდევ »
შენ გიყვარს როგორც სხვების, ასევე საკუთარი თავის გაოცება. ამასთანავე, შენ იდეალისტი ხარ. შენთვის ყოველთვის, ყველაფერი იმაზე უკეთ უნდა იყოს, ვიდრე სასიყვარულო ფილმებშია. შენ იცი ყველაზე მოკლე გზა პარტნიორის გულის დასაპყრობად. შენი პაემანი ყოველთვის განსაკუთრებულია, სასიამოვნო კომპლიმენტი, ვნებიანი კოცნა და მაცდური ღიმილი შენი კოზირებია. საუკეთესო ადგილი პაემნისთვის სანაპიროა, განსაკუთრებით კი მზის ჩასვლის დროს.კიდევ »
შენ ფაქტიურად თაყვანს სცემ საკვებს. სიამოვნებით მიირთმევ ყველაფერს, თვლი რომ ჭამისგან ნამდვილი სიამოვნება უნდა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შენს გარეგნობაზე. საჭმელი შენთვის გარკვეულწილად შთაგონების წყაროა და სასუსნავებს საყიდლად სახსრებს არ იშურებ. საჭმლის მომზადება განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენს, რომელსაც ენით აღუწერელი სიამოვნებით ასრულებ, რადგან გსურს საკუთარ თავს რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდე.კიდევ »
შენთვის სექსის გაგება და ნდობა განუყოფელია. თავიდან შენ გჭირდება ადამიანი კარგად გაიცნო და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დათანხმე მასთან სექსუალურ ურთეირთობაზე. არ შეიძლება ითქვას რომ ეს ცუდია, თუმცა ასეთ შემთხვევაში სექსი შეიძლება ძალიან საერთდ არ გქონდეს. ზუსტად ეს ფაქტი ნეგატიურად მოქმედებს შენზე. შენს ეროტიულ ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს, შენ მზად ხარ საათობით შეისწავლო სექსის თეორია, მაგრამ რატომღაც როცა საქმე ეხება პრაქტიკას, ყოველთვის მორცხვი ხდები. გაიგე, რომ ხანდახან საჭიროა ინიციატივის გამოჩენა...კიდევ »
შენი მეორე ნახევრის არჩევა
სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, განსაკუთრებით სიყვარულში. ვისთან უნდა იყო შენ - არჩევანი შენზეა!
ზუსტად ეს ტიპაჟი შეგეფერება ყველაზე მეტად, რადგან შენ თვითონ შეგიძლია ზუსტად გაუგო სხვა ადამიანს უსიტყვოდ. დილამდე სეირნობა, სასიამოვნო სიტყვების ყურში ჩურჩული და უბრალოდ თბილი ღიმილი - აი ეს არის რაზეც შენ ოცნებობ და რაც შენ გინდა პირველ რიგში ურთიერთობისას. შენ თვითონ გაგაჩნია უამრავი დადებითი თვისება, იშვიათად იჩენ ეგოიზმს და მაქსიმალურად ფრთხილად უდგები სასიყვარულო ურთიერთობებს. ამასვე ელი მეორე ნახევრისგან. ყველაფრის მიუხედავად შენ გინდა ადამიანი, რომელიც შეძლებს დაგითმოს დიდი დრო და გაჩუქოს სითბო და ალერსი, რომელიც ასე ჭირდება ნებისმიერ მამაკაცს, ხოლო შენ - განსაკუთრებით! შენ სიხარულით უშვებ გულთან ადამიანს და უჩვენებს მას შენს სულს, იმის მოლოდინში, რომ საყვარელი ადამიანიც მსგავსად მოიქცევა და თქვენს შორის იმეფებს სრული ჰარმონია და ისეთი სიყვარული, როგორიც მხოლოდ ზღაპრებში გვხვდება. თუ დგება იმედგაცრუების მომენტი, შენ მოგიცავს მწუხარება, თუმცა შენი რომანტიული ნატურა დიდხანს არ იტანჯება და პოულობს სიმშვიდეს ახალ აღტაცების ობიექტთან.კიდევ »
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შენ არ გაინტერესებს საზოგადოების აზრი. შენ თვლი, რომ არაფერია იმაზე მოსაწყენი, ვიდრე იცხოვრო და ისაზროვნო ისე, როგორ სხვები აკეთებენ ამას. სწორედ ამიტომ შენ ხშირად იქცევი, ისე როგორც მიგაჩნია სწორად და არა ისე, როგორც ეს მიღებულია საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში, შენ ხშირად გიწევს შეხედო გაკვირვებულ სახეებს. ნებისმიერ კრიტიკაზე, შენ ყოველთვის გაქვს პასუხი, ხოლო რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მეთოდების მამა ხარ! ამავდროულად შენ ცხოვრობ სოციუმში, სადაც მოქმედებენ გარკვეული კანონები და ცუდი არ იქნებოდა ხანდახან გაგეთვალისწინებინა ისინი, რადგან შენი სუბიექტური აზრი, ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს. ღირს თუ არა დამოკიდებულების შეცვლა საზოგადოების მიმართ, ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია.კიდევ »
ქორწინებისგან შენ ელოდები ჰარმონიას და ნამდვილი ოჯახის შეგრძნებას. ოჯახური კერა, გრძნობა იმისა, რომ შენ გელიან, უყვარხართ და არ გიღალატებენ. ეს არის ფუნდამენტი ურღვევი კავშირის ასაშენებლად, რომელსაც ქორწინება ქვია. ხვალინდელი დღის იმედი, გრძნობა იმისა, რომ ოჯახი მხოლოდ ერთი პარტნიორის მხერებზე არ დგას. ქორწინებაში შენ გრძნობ თავს, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმის ნაწილი, რომელიც სუნთქავს ერთი ჰაერით, ცხოვრობს საერთო იდეებით. მაგრამ ყველაფერი არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ზოგჯერ აუცილებელი ხდება მსხვერპლის გაღება. ამ შემთხვევაში ეს საკუთარი ინტერესებია და ამიტომაც პარტნიორს შენ ირჩევ სოციალურად მისაღებ და შესაფერისი წრიდან. თანამგზავრის არჩევისას შენ ხელმძღვანელობ არა მხოლოდ გრძნობებით, არამედ გონებით. თუ იპოვი ადამიანს, რომელიც შეესაბამება მოცემულ პარამეტრებს, შენ მზად ხარ უზრუნველყო ის სითბოთი და კომფორტით, მთავარია, რომ თქვენი იდეები ოჯახურ თანაცხოვრებასთან დაკავშირებით თანხვედრაში იყოს.კიდევ »
ცვლილებები შენი სტილი არ არის. შენ ცდილობ მიყვე უკვე არსებულ ტრადიციებს და რთულად ღებულობ რაიმე ახალს. უნდა აღინიშნოს, რომ შენ ფრთხილად ეკიდები სიახლეებს. ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით იწვევს სტრესს და დაძაბულობას. შენ იშვიათად გინდება შეცვალო რამე უკვე არსებულ გეგმაში, რადგან შენ ვერ ხედავ აზრს დაამსხვრიო ის სტერეოტიპები, რომლებიც დაგყვებოდა შენი ცხოვრების განმავლობაში. სამწუხაროდ ძალიან ხშირად შენ ზღუდავ საკუთარ თავს პოზიტიური ტენდეციებიგსგან, რომელიც გართმევს შენ ახალ და საინტერესო ემოციებს. კიდევ »
ცხოვრება მთელი რიგი მოვლენებისგან შედგება, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება შენ. სწორედ შენი საკუთარი გრძნობები და ემოციები გაღელვებს შენ ყველაზე მეტად. რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ, ეს იმსახურებს მხოლოდ მსუბუქ ყურადღებას და ისიც იშლება, მაშინვე როცა შენ გადაერთვები საკუთარ ისტორიაზე. მსგავსი დამოკიდებულება გარშემომყოფებს ეჩვენებათ, როგორც ეგოიზმის ნიშნები. თუ შენ მოგწონს იმის მოყოლა, თუ რა გაწუხებს შენ პირადად, მაშინ სულ ცოტა დრო მაინც დაუთმე შენს თანამოსაუბრეს, რათა გაგიზიაროს მისი აზრები. ნუ აქცევ საუბარს მონოლოგად. ამ დროს ურთიერთობაც გახდება უფრო თბილი და საინტერესო.
რა როლს ასრულებს სექსში?
შეასრულე ეს პიკანტური ტესტიდა გაიგე რა როლს ასრულებ როცა ეხვევი ვნების ქარცეცხლში..
ყველას არ შეუძლია დაიკვეხნოს იმით, რომ ესმოდეს არა მხოლოდ საკუთარი სურვილები, არამედ პარტნიორის ფარული სურვილებიც. შენ შეგიძლია გაიგო ნებისმიერი ადამიანის სხეულის ენა, შეიგრძნო ყოველი ამოსუნთქვა. პროცესში სრულფასოვნად ჩართვა და ჰარმონიული ურთიერთობა პარტნიორთან, ეს ნიჭია, რომლითაც უნდა ამაყობდე. როცა წარმატებით კომბინირებულია საკუთარი სხეულის მართვა და სურვილი ასიამოვნო პარტნიორს, მაშინ ეს სრული ჰარმონიაა. სწორედ ასეთ ურთიერთგაგებას შეიძლება დავაქვათ იდეალური. და თუ მაინც გამოჩნდება რამე პრობლემა, მისი მოგვარება ყოველთვის შეიძლება...კიდევ »
მისტიკის როლი შენს ცხოვრებაში
ჩვენი ცხოვრება სავსეა ცრურწმენებით და ნიშნებით. უნდა გვჯეროდეს თუ არა ამის - ეს ყველას პირადი საქმეა, მაგრამ ნებისმიერ შემტხვევაში მისტიკა მოქმედებს შენს ცხოვრებაზე.
საყოველთაოდ აღიარებული ცრურწმენები არცთუისე მიმზიდველია. შენ მათი არ გჯერა, მიგაჩნია რომ ეს მხოლოდ წარსულის გადმონაშთია, მაგრამ აღმოაჩენ, რომ საკუთარ ნივთებთან დაკავშირებული ნიშნები მოქმედებს. ამგარად გამოდის, რომ საყვარელ პიჯაკს კარგი იღბალი მოაქვს, ხოლო მწვანე შუქნიშანი გეუბნება, რომ შენ სწორ გზას ადგახარ. რაც არ უნდა იყოს, ნიშნები, როგორც ჩანს, უფრო მეტად ინტიმურია, რომლებიც მხოლოდ შენ გეკუთვნის, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს არის ის, რაც შენ გაძლევს პოზიტიურ ენერგიას. ისე, რას შეუძლია უფრო მეტი წარმატების მოტანა, ვიდრე ტანსაცმელს, მითუმეტეს თუ ეს შენი საყვარელი პიჯაკია, რომელშიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობ?! შეგიძლია იგი მიიღო, როგორც საკუთარი, თუ დაგეხმარება, მაგრამ არ იჩქარო, რათა არ გახდე მასზე უარყოფითად დამოკიდებულიკიდევ »
შენი თვითშეფასების დონე
ყველაფერი რიგზე გაქვს თვითშეფასებასთან მიმართებაში? იმისათვის, რომ ეს გაიგო, უპასუხე რამოდენიმე შეკითხვას
შენ ნორმალური თვითშეფასების დონე გაქვს. შენ იცი, როგორ დაიცვა საკუთარი თავი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას არ აკეთებ სხვების ხარჯზე. შენ ისე არავის ენდობი, როგორც საკუთარ თავს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შენ ღებულობ, საკუთარი გამოცდილების და ინტუიციის საფუძველზე. ასეთი ჰარმონია თავისთავად გეხმარება შეხედო ცხოვრებას უფრო მარტივად და გაუმკლავდე ნებისმიერ პრობლემებს. საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან დამოკიდებულების ფორმულას, შეიძლება ვუწოდოთ: "კმაყოფილია საკუთარი თავით, კმაყოფილია სხვებით". შენ ფართო მეგობრების წრე გაქვს, რადგან ადამიანებს მოსწონთ შენთან ურთიერთობა. სწორედ შენი ნიჭი, რეალურად უყურო ცხოვრებას, გეხმარება დაიპყრო მაღალი მწვერვალები და მიაღწიო სასურველ შედეგს.კიდევ »
შენ ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ხარ. სწორედ ემოციეურობას შეუძლია როგორც მიიზიდოს ასევე განიზიდოს შენი საყვარელი ადამიანი. შენ არ გრცხვენია საკუთარი გრძნობების და შეგიძლია ბუნებრივად გამოხატო სიყვარული. შენ ყოველთვის გინდა იყო საყვარელი ადამიანის გვერდით და სასიამოვნოდ გააოცო ის სხვადასხვა მეთოდებით. ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ზომიერად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძნობების ზედმეტმა გამოხატვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ურთიერთობაზე. ამასთანავე შენ მოსიყვარულე ადამიანი ხარ და ყველა ურთიერთობას ეკიდები სერიოზულად. ემოციური ნერვიულობა ისახება შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და შენ გიჭირს ასე ცხოვრების გაგრძელება, როცა შინაგანად მიდის ბრძოლა გრძნობასა და გონებას შორის. რჩევის სახით , რომ ვთქვატ არ ღირს ურთიერთობაში ბოლომდე გახსნილი იყო და ჩაიძირო საკუთარ გრძნობებში.კიდევ »
შენ ნამდვილად სასიამოვნო მოსაუბრე ხარ. გეხერხება მოსმენა, რჩევის მიცემა და მაქსიმალურად ზუსტად ახერხებ საკუთარი აზრის გამოთქმას. ემოციების კონტროლი შენი ერთგვარი ნიჭია, რომელიც საშუალებას გაძლევს საკუთარი თავი ხელში აიყვანო ნებისმიერ სიტუაციაში. იმ შემთხვევაში თუ თანამოსაუბრე არასწორად მსჯელობს, შენ სერიოზული კამათის გარეშე, ძალიან კორექტულად შეგიძლია შეუსწორო. ადამიანებთან მიმართებაში, ყოველთვის დადებითად ხარ განწყობილი, ამიტომ მეგობრები და ნაცნობები ყოველთვის სიამოვნებით ატარებენ შენთან დროს. სწორედ დიმპლომატიური მიდგომა ურთიერთობაში გაძლევს საშუალებას, მოიპოვო ნდობა და პატივისცემა..კიდევ »
შენ არ გიყვარს საზოგადოებისგან გამოცალკევება და როგორც წესი ყოველთვის იქცევი მორიდებულად. ტანსაცმლის არჩევის დროს, ისევე როგორც ცხოვრებაში, შენ უპირატესობას ანიჭებ მოკრძალებულობას. ნივთებს შენ ყიდულობ, ისეთს როგორიც შენ მოგწონს და ყურადღებას არ აქცევ მოდაშია თუ არა ისინი. შენ თვლი, რომ ადამიანი უნდა უხდებოდეს ტანსაცმელს და არა ტანსაცმელი ადამიანს. როცა უპირატესობას ანიჭებ სტანდარტულ სტილს, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ეს შეიძლება არამოდური იყოს. თუ არ გინდა მოსაწყენ ადამიანად დაამახსოვრეთ, ხშირად გამოიცვალე ვარცხნილობა და ეცადე შენს გარდერობს ბევრი ნათელი ფერი დაამატო..კიდევ »
ზუსტად ოჯახური ღირებულებები დგას ყოველთვის შენთვის პირველ პლანზე, ამიტომაც შენ უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებ არა საკუთარ, არამედ ახლობელი ადამიანების ინტერესებს. სამწუხაროდ დღეს ოჯახური ღირებულებები არ იმსახურებენ ისეთ პატივისცემას, როგორც ადრე, თუმცა შენ მიეკუთვნები ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ფესვებთან კავშირს. შენ არ ხარ მატერიალისტი, ამიტომაც ზუსტად აღიქვამ, რომ თუნდაც ისინი, ვინც მოგებაზე და კარიერაზე არიან ორიენტირებული დროთა განმავლობაში მიდიან იმ აზრამდე, რომ ახლობელი ადამიანების სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და აღიარება.ამიტომაც არ ღირს გრცხვენოდეს შენი ცხოვრებისეული მისწრაფებების, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს არც ისე მოდურია. უმჯობესია შეეცადო, რომ ახლობლებმა შეხედონ შენს შეხედულებებს არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ გრძნობდნენ, რომ ოჯახი - რამოდენიმე უცხო ადამიანის თავყრილობა არაა, მეტიც ისე ერთი მთლიანობაა, სადაც ყოველთვის გაგიგებენ, გვერდში დაგიდგებიან და მოხარული იქნებიან შენი ყოფნით.კიდევ »