მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
შენი კულტურული დონე ძალიან მაღალია. შენ მუდმივად მიილტვი რაღაც სრულყოფილებისკენ და ყოველთვის ცდილობ მაქსიმალურად დადებითი შთაბეჭდილება დატოვო გარშემომყოფებზე. შენ ძალიან არ მოგწონს ფაქტები, როცა ხედავ გადაჭარბებულ ხამობას, წვრილმანებშიც კი. შენ ყოველთვის სიამოვნებით მიიღებ შემოთავაზებას თეატრში წასასვლელად, რადგან შენთვის ყოველთვის საინტერესოა გაიგო რაღაც ახალი.კიდევ »
შენ, ყველაზე ხშირად,ზუსტად ადამიანებთან ურთიერთობაში უშვებ შეცდომებს, ეს კი იმის გამო ხდება, რომ ზედმეტად ენდობი მათ და ისინიც ბოროტად იყენებენ შენს ნდეობას. მათშორის ეს ეხება როგორც მეგობრებთან ასევე საყვარელ ადამიანთან ურთერთობასაც. კარგი იქნება თუ ნაკლებად გულახდილი იქნები ისეთ ადამიანებთან რომლებსაც კარგად არ იცნობ. დაიმახსოვერ, უკეთესია ბომომდე ვერ გამოთქვა საკუთარი აზრი ვიდრე, ზედმეტი წამოგცდეს და ინანო.
შენ გამუდმებით იხსენებ შენს წარსულს, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს. ხშირად ფიქრობ, წარსულში დაბრუნების შესაძლებლობა, რომ გქონდეს ბევრ რამეს შეცვლიდი. პრობლემა იმაშია, რომ წარსულით ცხოვრობ და გავიწყდება აწმყო, ამიტომ რომ ბევრი რამ ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. კარგი იქნება თუ დაფიქრდები ამ საკითხზე, გაანალიზებ და გამოცდილებიდან გამომდინარე იფიქრებ ხვალინდელ დღეზე. შეიძლება, სწორედ ახალმა დღემ, შემოიტანოს სიახლე შენს ცხოვრებაშიკიდევ »
თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნო და საინტერესოა, რადგან იცით როგორ გადმოსცეთ მოთხრობა ლამაზად, ფერადად და ოსტატურად. ბუნებისგან ხარ დაჯილდოვებული მსახიობური ნიჭით, ამიტომ ყოველი ახალი ისტორიის მოყოლისას ისეთი გართული ლაპარაკობ, რომ ყველა პირდაღებული გისმენს. ორატორული ნიჭით ყველა არ არის დაჯილდოვებული, მაგრამ შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, შენი მოსმენა უდიდესი სიამოვნებაა. გარდა ამისა ადვილად ამყარებთ კონტაქტს უცხო ადამიანებთან და ზოგჯერ ამას თქვენთვის ბევრი სარგებელი მოაქვს, მაგალითად გასაუბრების გავლისას ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მსჯელობისას. ურთიერთობისას ყოველთვის ტოვებთ დიდ შთაბეჭდილებას.კიდევ »
შეიძლება ზუსტად ითქვას თქვენ მზად ხართ სერიოზული ურთიერთობისთვის, ზუსტი წარმოდგენა გაქთ იმასთან დაკავშირებით რომ რეალური, ძლიერი ურთიერთობები - ეს არ არის მხოლოდ რომანტიკა და ღრუბლებში ფრენა, არამედ მთელი რიგი ვალდებულებები, რაც მოითხოვს საკუთარ თავზე ყოველდღიურ მუშაობას. აღსანიშავია რომ თუ შესაბამის კანდიდატურას ნახავთ არ ხართ წინააღმდეგი დაქორწინდეთ. თქვენი წარმოდგენა იდეალურ ქორწინებაზე დაკავშირებულია ოჯახის შექმნასა და სრულ ურთიერთგაგებასთან.
მთავარია პარტნიორს იგივე სურდესკიდევ »
საერთო ჯამში შეიძლება ვნებიანი ადამიანი დაგერქვას, მაგრამ ეს ყოველთვის როდი ვლინდება. ზოგჯერ შენი იდუმალება და უნდობლობა ხელს გიშლის ბოლომდე გაიხსნა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში შენ ვნება ვულკანივით ამოხეთქვს და შეგიძლია ნამდვილი სიყვარულის უფსკრულში გადაეშვა. საერთო ჯამში უპირატესობას სიმსუბუქეს ანიჭებ, ამიტომაც შენთან ურთერთობა ამახსოვრდებათ მეტი რომანტიულობითა და ზღვა ემოციების ქარბუქით კიდევ »
უპირობოდ შეიძლება ითქვას, რომ შენ ძალიან შთამბეჭდავი ადამიანი ხარ, იმის ფონზე, რომ ამას განზრახ არასოდეს აკეთებ. ეს თავისთავად ხდება. შენ ხარ საოცრად მოხიბლელი,როგორც შინაგანად ასე გარეგნულად რაც ნებისმიერ კამპანიაში გამოგრჩევს სხვებისგან. გარდა ამისა შენ ხარ სასიამოვნო მოსაუბრე რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს თანამოსაუბრეზე. შენ შეუცველი ხარ, გამომწვევი მზერების გამოჭერას ამიტომაც როგორც წესი არ გაგაჩნია პრობლემა საწინააღმდეგო სქესის ადამიანებთან ურთიერთობაში. და მაინც, შენ თუ შეგნებულად გადაწყვეტ მიიქციო არჩეული ადამიანის ყურადღება შენ ეს 100%-ით კარგად გამოგდის.კიდევ »
როგორც იტყვიან, ოცნებას კაცი არ მოუკლავს. შენი ოცნებები ძალიან განსხვავდება ცხოვრებისეული რეალობისგან და ზოგჯერ შენს ოცნებებში იმალები მისგან. არავინ შეგედავება იმაში, რომ ოცნებებში ცხოვრება სასიამოვნოა, მაგრამ ზოგჯერ მიწაზე უნდა დაეშვა და არ დახარჯო შენი ენერგიის დიდი ნაწილი საკუთარ ფანტაზიაზე. ერთი რამ უნდა გახსოვდეს, ყველაფერი შენს ხელთაა, მთავარია მონდომება. ეცადე პირველმა გადადგა ნაბიჯი შენი ოცნებისკენ და ის აუცილებლად ახდება.
შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ შენ ეჭვიც კი არ გეპარება იმაში თუ რა დამოკიდებულება აქვთ გარშემომყოფთ შენდამი! შენ გწამს შენი უნარის, რომელიც მდგომარეობს იმაში რომ მუდამ შეგიძლია დაბყრო გარშემომყოფთა გულები. შენ ნამდვილად შეგიძლია ადვილიად გაიხსნა და წარმოაჩინო საკუთარი საუკეთესო მხარეები ნებისმიერ კამპანიაში, რაც შთაბეჭდილებას ახდენს ყველაზე ვინც კი ოდნავ მაინც მოგაპყრობს ყურადღებას. ეს ბუნებრივი ქარიზმა გეხმარება იმაში, რომ შენსკენ მოიზიდო გარშემომყოფები განსაკუთრებით კი საპირისპირო სექსის მქონე ადმიანები. შენთან ურთიერთობა მსუბუქი და საინტერესოა ამიტომაც, როგორც წესი მუდამ ირევიან ადამიანები და დრო არ გრჩება საკუთარ თავთან განმარტიოებისთვის. შენს მიამრთ გამოჩენილ ყურადღდებაში ცუდი არაფერია რადგან შენ ნამდვილად იმსახურებ ასეთ მობყრობას.კიდევ »
ეს სიყვარული არ ითხოვს არაფერს სანაცვლოდ, რადგან ბედნიერი ხარ იმითაც რომ საყვარელი ადამიანი უბრალოდ არსებობს და სხვა არაფერი გინდა. არ გაქვს წარმოდგენილი საყვარელი ადამიანის იდეალი. უბრალოდ გიყვარს შენი მეორე ნახევარი და იღებ მას ისეთს როგორიც არის, ყოველგვარი შეზღუდვებისა და გამონაკლისების გარეშე. ეს გრძნობა არაამქვეყნიურია, ასე რომ მისთვის უცხოა ეჭვიანობა, პრეტენზიები, მოთხოვნები ან ბრალდებები. ერთადერთი მიზანი პარტნიორის პრობლემებისგან და გადაწყვეტილებების მიღებისგან გათავისუფლებაა.კიდევ »
შენთან უკეთესია არ იკამათონ! ზოგადად შენ მზად ხარ წახვიდე დათმეობაზე და მოიწმინიო განსხვავებუი აზრი, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ პოზიციას შეიცვლი, პირიქით შეგიძლია ნებისმერ უსარგებლო საკითხზე იკამათო, რათა ამ კამათში გაიმარჯვო. არის შემთხვევებიც, როცა არგუმენტების გათვალისწინებით აღიარო სხვისი სწორი პოზიცია, მაგრამ ეს აღიარება არ იქნება გულწრფელი და შენ მაინც მზად ხარ, ნებისმიერ შენთვის მომგებიან დროს განაახლო კამათი. ვერ იტყვი, რომ შენ ძალიან მიზანდასახული ხარ, რადგან შენი მიზანი რიგ შმეთხვევებში, იმდენად შორსაა რეალური პრესპექტივებიდან, რომ დროდადრო გიწევს მხოლოდ თეორიულად და არა პრაქტიუკალად ისწრაფოდე მისკენ.კიდევ »
შენი ფლირტის ტაქტიკა
ფლირტი - ეს ხელოვნებაა. გაიგე ფლირტის რა სახეობა არის შენთვის უფრო შესაფერისი.
შენ ყოველთვის იცი რა, როდის და როგორ სურთ ქალებს, სწორედ ამიტომ იპყრობ მათ გულებს და შენ ეს მათზე ნაკლებად არ გსიამოვნებს. ამის მიუხედავად შენ შეგიძლია ადვილად გაწყვიტო ურთიერთობები, თუ რამე არ მოგწონს. პარტნიორის განცდებს ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევ. თუ ცდილობ რომელიმე ქალბატონს თავბრუ დაახვიო, ამას ისე ოსტატურად გააკეთებ, რომ ის კიდევ დიდ ხანს დარჩება სასიამოვნო შთაბეჭდილების ქვეშ. ამ ყველაფერთან ერტად თავდაჯერებულობა შენს პიროვნებას განსაკუთრებულ შარმს მატებს და ზოგჯერ ერთი გამოხედვაც საკმარისია, რომ ქალბატონი შენი ვნების მარწუხებში აღმოჩნდეს.კიდევ »
სიყვარული შენთვის, ეს არა მხოლოდ ლამაზი სიტყვა, არამედ მჩელი მეცნიერებაა. თუ შენ გიყვარდება, როგორც წესი, დიდი ხნით და ძალიან აფასებს დროს, რომელსაც ატარებ საყვარელ ადამიანთან ერთად. როცა შენ შეყვარებული ხარ, მაშინ ყველაფერი გადადის მეორე პლანზე და საყვარელი ადამიანის გარდა, შენთვის არავინ და არაფერი არ არსებობს. ურთიერთობის გაწყვეტის დროს, შენ გირჩევია გააგრძელო ადამიანთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა. მოკლედ, რომ ვთქვათ, შენ შეგიძლია გულწრფელი სიყვარული.კიდევ »
შენ შეიძლება გიწოდონ ცხოველების მოყვარული, ანუ ხარ ძლიან კეთილი და მგრძნობიარე ადამიანი. დარწმუნებული ხარ, რომ ცხოველების გარეშე ჩვენი ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა, ამიტომ არასოდეს არ ამბობ უარს მათ ყოლაზე. შეიძლება რამოდენიმეც კი გყავდეს. ცხოველები თავის მხრივ გრძნობენ შენს სითბოს და იმავე გრძნობით გპასუხობენ. შენნაირი ადამიანების წყალობით ბედნიერი ცხოველების რაოდენობა მოიმატებს და სამყარო უფრო კეთილი გახდება. კიდევ »
შენთვის მთლიანობაში არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა. ნებისმიერ სირთულეს მშვიდად და გააზრებულად აღიქვავ. დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით იღებ შენი აზრით საუკეთესო გადაწყვეტილებას. ყველა პრობლემას ისე აღიქვამ როგორც ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ცდილობ სირთულეზე არ ილაპარაკო. თუ ძალიან გაგიჭირდება ფსიქოლოგის დახმარებაზეც არ იტყვი უარს. საერთოდ კი უკომპლიქტო ადამიანი ხარ და ცდილობ ყველაფერს დადებითად შეხედო. მეგობრებს კი უხარიათ ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა. კიდევ »
შენ შეგიძლია იმხიარულო მთელი გულით. დადებითი ემოცია ყველას გადაეცემა, ამიტომ ნებისმიერ თავყრილობაზე ყოველთვის უხარიათ შენი გამოჩენა. შენ ყოველთვის ყოველთვის კარგ გაწყობაზე ხარ, ოპტიმისტურად უყურებ სამყაროსა და გარშემომყოფებს. ნებისმიერი უსიამოვნება შენთვის მოთმინების უნარის შემოწმებაა, ამიტომ იშვიათად ბრაზდები. დიდი ფანტაზიის უნარი გაგაჩნია, ამიტომ თავისუფლად შეიძლება გეწოდოთ სიურპრიზების ოსტატი. ერთი სიტყვით შენთან ადამიანი ვერ მოიწყენს. კიდევ »
შენ ნამდვილად მოგწონს რომანტიკა და ყველაფერი მასთან დაკავშირებული, მაგრამ ამას ჩარჩოებში ათავსებ, რადგან თვლი რომ ყველაფერი კარგი ზომიერად უნდა მიიღო. თუ შენ გადაწყვიტავ, რომ მოაწყო რომანტიული საღამო, მაშინ ყველა დეტალზე წინასწარ ფიქრობ, რადგან არავითარ შემთხვევაში არ დაიკარგოს ეფექტი. ზოგადად შენში არის ის ოქროს შუალედი, რომელიც გეხმარება მოიფიქრო რაღაც განსაკუთრებული, აგრეთე შეგიძლია ნებისმიერ დროს თავი ხელში აიყვანო და აკონტროლო ემოციები კიდევ »
კომპლექსები არ გაგაჩნია. ყოველ შემთხვევაში იმ რაოდენობით რომ ხელს გიშლიდეს ცხოვრებაში. შენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მარტივია, ცდილობ შეხვდებ ახალ დღეს ღიმილით და მხოლოდ ასეთი პოზიტიური დამოკიდებულება გიცავს ყველა სახის ზეწოლისაგან და ეჭვისგან საკუთარ თავთან დაკავშირებით. ზოგჯერ გარშემომყოფებს ჰგონიათ რომ გულგრილი ხარ გარკვეულ საკითხებში, მაგრამ შენ არ გაინტერესებს მათი აზრი, რადგან გაგაჩნია საკუთარი აზრი და შენთვის ის არის მთავარი და ერთადერთი. ალბათ არ უნდა შეიცვალო, განაგრძე შენი ნათელი და ადვილი გზა, შეხვდი ნებისმიერ დაბრკოლებას ღიმილით და თავდაჯერებულობით. კიდევ »
შენ ფაქტიურად თაყვანს სცემ საკვებს. სიამოვნებით მიირთმევ ყველაფერს, თვლი რომ ჭამისგან ნამდვილი სიამოვნება უნდა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შენს გარეგნობაზე. საჭმელი შენთვის გარკვეულწილად შთაგონების წყაროა და სასუსნავებს საყიდლად სახსრებს არ იშურებ. საჭმლის მომზადება განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენს, რომელსაც ენით აღუწერელი სიამოვნებით ასრულებ, რადგან გსურს საკუთარ თავს რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდე.კიდევ »
შეგიძლია თუ არა მეგობრობა?
მეგობრობა - ეს კარგია, მაგრამ ყველას არ შეუძლია იყოს კარგი მეგობარი. გაიგე, რომელ კატეგორიას მიეკუთვნები შენ.
შენ - ნამდვილი მეგობარი ხარ. ზუსტად ისეთი მეგობარი ხარ, რომლებიც სიმღერებშია მოხსენიებული, რომელიც ძვირფასია მეგობრებისთვის და რომელთან მეგობრობაც ბედნიერების ტოლია. შენი იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეთ შენს მეგობრებს, დღის ნებისმიერ დროს, არ აქვს მნიშნველობა დღე იქნება თუ ღამე, შენთვის არ არსებობს სხვის დახმარებაზე უფრო მნიშნველოვანი საქმე - შენ უბრალოდ საოცრება ხარ! შენ იმ იშვიათ ადამიანთაგანი ხარ, რომელიც ვერ იტანს ცინიზმს და არ შეუძლია ღალატი. ყველაზე მეტად შენ მარტოობის გეშინია, ზუსტად ამიტომაც გყავს ამდენი მეგობარი ირგვლივ, განურჩევლად მათი სქესისა. შენ შეგიძლია მათი მოსმენა, თუმცა მუდამ ფრთხილობ საკუთარი აზრის გამოხატვისას, რადგან არ გინდა ამით ვინმეს ზიანი მიაყენო, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერთან ერთად მზრუვნელიც ხარ.კიდევ »
შენი პოტენციალი ხელოვნებაში საკმაოდ მაღალია. შენ გაქვს მხატვრული ფანტაზია, ამავდროულად შენ ენერგიით აღსავსე ხარ, იმისათვის რომ, გამოიყენო შენი ნიჭი ბოლომდე. ეს საკმაოდ კარგია! შენ მარტივად შეგიძლია, გააკეთო რამოდენიმე საქმე ერთად, თან ყველა ეს საქმე იდეალურად გამოგივა. გარკვეული საქმის შესრულების შემდეგ, შენ უმტკიცებ როგორც საკუთარ თავს, ასე გარშემომყოფებს, რომ საუკეთესო ხარ!
შენ არ თვლი საკუთარ ტავს განუმეორბლად, მაგრამ ამავე დროს, შენი გარეგნობა შენ სავსებით გაკმაყოფილებს. შესაძლოა, შენ გინდა შეცვალო რამე წვრილმანები შენს გარეგნობაში, მაგრამ შენ იშვიათად ფიქრობ ამაზე. ზოგადად, შენ მშვენივრად გამოგდის საკუთარი თავის მართვა და თვლი საკუთარ თავს ჩვეულებრივ ადამიანად. შენი მეგობრები გაფასებენ შენ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები კი მარტივად პოულობენ შენთან საერთო ენას. ალბათ, არც ღირს შეიცვალო...კიდევ »
შენ არ შეგიძლია დიდხანს დარჩე საკუთარ თავთან მარტო, მაგრამ ასეთი სურვილი შენ საკმაოდ ხშირად გიჩნდება. როგორც წესი, ეს ხდება როცა რამე გწყინს ან ბრაზდები. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეგრძნება შენთვის საკმაოდ უსიამოვნოა, ამიტომ შენ შეძლებისდაგვარად ცდილობ, იპოვო გამოსავალი ურთიერთობაში. ამავდროულად შენ გეშინია გააბრაზო ვინმე, შენი ქმედებით, საქციელით ან სიტყვით. იყავი დარწმუნებული საკუთარ თავში, გადახედე შენს პრინციპებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შენ რისკავ იყო, მარტივად სამართავი ადამიანი.
არ შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი აზრი შენთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, რადგან დროდადრო შენ მათ იზიარებ. თუმცა, ხშირ შემთხვევებში, შენ ცდილობ საკუთარი ინტერესები სხვებზე მაღლა დააყენო. ზოგი ამას ეგოიზმს ეძახის, მაგრამ შენ ეს სულაც არ გწყინს. შენ შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო ნეგატიურ შემთხვევებს და წვრილმანებზე არ ინერვიულო. კრიტიკას მშვიდად ღებულობ. შეგიძლია მოისმინო და მიიღო გარკვეული შენიშვნა, თუ ის ლოგიკურად არის დასაბუთებული. ზოგჯერ შენ ემოციით ივსები და თავს უფლებას აძლევ გამოიყენო უცენზურო ლექსიკა, ამ დროს კი თავს უზრდელ ადამიანად სულაც არ გრძნობ...კიდევ »
შენ ხანდახან გაგიელვებს თავში აზრი, რომ ვირტუალურმა სამყარომ საკმარისზე მეტად ჩაგითრია. არის შემთხვევები, როცა ამ ფაქტს უღრმავდები. ამავე დროს, შენ ახერხებ ხოლმე მოწყდე ინტერნეტ სივრცეს, რადგან შენ აფასებ საკუთარ დროს და გესმის, რომ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს. თუმცა, არის მომენტი როცა ძალა არ შეგწევს თავი აარიდო ვირტუალურ სამყაროს და გადახვიდე რეალურ ცხოვრებაზე. არ შეიძლება ითქვას, რომ შენ ძლიერ დამოკიდებული ხარ ინტერნეტზე, მაგრამ თუ საკუთარ თავს წინააღმდეგობას არ გაუწევს, დღითიდღე უფრო რთული იქნება ამ "ობობის ქსელიდან" გამოსვლა. დახმარებისთვის უმჯობესია მიმართო საუკეთესო მეგობრებს და არა ვირტუალურ ნიკებს და ავატარებს.კიდევ »