მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
ცხოვრებაში შენ შეჩვეული ხარ, იმედი გქონდეს მხოლოდ საკუთარი თავის, შესაბამისად დამოკიდებული ხარ, მხოლოდ საკუთარ ძალისხმევაზე... შენ ფაქტიურად, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია და ამას ბავშვობიდან ხარ მიჩვეული. შენ მოგწონს იყო ძლიერი და განიცდი დიდ სიამოვნებას, როცა ნებისმიერი საქმე კარგად გამოგდის და წარმატებით ახდენ რეალიზებას, იმის რაც შეუძლებლად ჩანდა. შენ იშვიათად რთავ მეგობრებს შენს პრობლემებში და სერიოზულ გადაწყვეტილებებსაც კი მარტო ღებულობ. ასე რომ შენი ინდივიდი იმსახურებს მხოლოდ პატივისცემას.. ასე გააგრძელე!კიდევ »
შენთვის ძალზედ რთულია, პირადი ცხოვრების მოწყობა. შეიძლება დიდ როლს თამაშობს უკვე ჩავლივი და არასაიმედო ურთიერთობა. როგორც წესი, ყოველ ახალ მცდელობას არ მიყავხარ სერიოზულ ურთიერთობამდე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ უნდა დაყარო ფარ-ხმალი და შეწყვიტო იმ ერთადერთის ძიება. ეცადე იმუშავო საკუთარ თავზე და უფრო ხშირად გაიხსნა. სრულიად შესაძლებელია, რომ ძალიან ახლოს იყოს ის ადამიანი, რომელიც შეძლებს შენი სუფთა და ამოუცნობი ხასიათის ამოცნობას. მარტოობა ხანდახან კარგია, მაგრამ მთავარია ზედმეტი არ მოგივიდეს...კიდევ »
როგორც წესი შენ ყოველთვის ცდილობ, რომ თავისუფალი დრო, მხიარულად გაატარო კარგი მეგობრების გარემოცვაში. უნდა ითქვას, რომ ძირითად დროს დასვენებას უთმობ. ამ ეტაპზე მეორე ნახევრისა და კარიერის ძებნაში იმდენ დროს არ კარგავ , რამდენსაც შეკრებებში. ერთი სიტყვით შენი ენერგია არასწორი მიმართულებით იხარჯება.კიდევ »
რითიც დაკავდებოდი ცხოვრებაში, ეს არის საკუთარი საქმის განვითარება. ბევრჯერ მოგსვლია სხვადასხვა აზრი საკუთარი საქმის დასაწყებად და თუ ეს აქამდე არ მოხდა ესეიგი უახლოეს მომავალში უცილებლად მოხდება. მზად ხარ ყველაზე მეტი ენერგია დახარჯუ ბიზნესის განვითარებაზე. სავარაუდოდ ყველაფერი გამოგივა, რადგან მიზანდასახული და შრომისმოყვარე ხარ.კიდევ »
ძალიან ხშირად გებადება სხვადასხვა იდეები და თუ შენი სუბიექტი არ მოისმენს ანდა არ დაგიდგება გვერდში ამ იდეების განსახორციელებლად, მაშინ საეჭვოა რამე გამოგივიდეთ.
საერთო ინტერესები და შეხედულებები ამ სამყაროზე - აი გასაღები ჰარმონიისა გრძელვადიანი ურთიერთობებისა. როდესაც შეხვდები ადამიანს, რომელიც ერთი სიტყვით გაგიგებს ხოლმე, მაშინ იგრძნობ თავს ყველაზე ბედნიერად. ერთად შეძლებთ მწვერვალების დაპრყრობას და რა თქმა უნდა უზომოდ გეყვარებათ ერთმანეთიკიდევ »
შენ არც თუ ისე ბევრიმეგობარი გყავს, მაგრამ ვინც გყავს ყველა ნამდვილია. შენს ნდობას მოპოვება ჭირდება და მათ ვინც ეს შეძლეს შენს თვალში ნამდვილი მეგობრები არიან. შენ ხომ ნდობა მიგაჩნია ნამდვილი მეგობრობის ფუნდამენტად. თუ ადამიანი დაგაღალატებს შენ ამას არ აპატიებ და მარტივად ამოშლი მეგობრების სიიდან. შენ არ მიეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც მეორე შანსს იძლევიან, ეს ეხება არამხოლოდ მეგობრობას კიდევ »
შენი კომფორტის ზონა- შენი სახლია, აქ ისვენებ სულიერადაც და ფიზიკურადაც. შენ მაქსიმალურ სიამოვნებას იღებ ასეთი ცხოვრებისგან, ამიტომ იშვიათი სტუმარი ხარ ხმაურიან ყრილობებზე. თუ ვინმესთან იწყებ ურთიერთობას ელოდები მათგან მაქსიმალურ ჰარმონიას და არასდროს დაუშვებ სკანდალებს. ვიღაცას შეიძლება მოსაწყენად მოეჩვენო. მაგრამ ეს ასე არ არის, უბრალოდ შენ შეგიძლია წვრილმანებისგანაც მიიღო სიამოვნება ეს კი ყველას არ შეუძლია.კიდევ »
შენ საკმაოდ მაღალი ინტელექტით გამოირჩევი , ასე რომ პარტნიორიც მსგავსი გჭირდება და არ გაინტერესებს მისი გარეგნობა. შენ გჭირდება ადამიანი , რომელიც სიღრმისეულად გაიგებს შენს სულიერებას. ურთიერთობაში შენ აფასებ კომფორტს და ურთიერთგაგებას.კიდევ »
შენი ფანტაზიები, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს, უბრალოდ კარგ ცხოვრებაზეა. თითოეულ ჩვენთაგანს, საკუთარი თავისთვის უნდა უკეთესი და თუ რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება,
როგორც ჩვენ გვინდა, მაშინ რატომ არ უნდა შვუშალოთ ამას ხელი? უნდა აღინიშნოს, რომ ყოველთვის არ რჩება შენი ფანტაზია უბრალოდ ოცნებად, ამა დროს, შენ ენერგიას არ იშურებ სასურველი მიზნის მისაღწევად. ხშირად უზირებ საკუთარ წარმოდგენებს მეგობრებს და ეს მეტად გაძლევს სტიმულს მწვერვალების დასაპყრობად.კიდევ »
რაციონალური თვისებები ჭარბობს შენს ხასიათში. ისეთი გაგება, როგორიცაა: "სიყვარულით თავის დაკარგვა" - ეს შენზე არაა! სასიყვარულო ურთიერთობებშიც შენთვის ყველაფერი დეტალურად ნათელი უნდა იყოს. ისეთი არაპროგნოზირებადი გრძნობისთვის, როგორიცაა სიყვარული არ უნდა იყოს მოულოდნელობის ადგილი. გოგოები, რომლებიც არიან შენს გვერდით, ხშირად გრძნობენ უყურადღებობას და განიცდიან სითბოს ნაკლებობას. გულის სიღრმეში შენ არც ისეთი ცივი ხარ, როგორიც შეიძლება ეს გარშემომყოფებს მოეჩვენოთ. ალბათ, შენ გჭირდება იყო უფრო ლოიალური, სხვა შემთხვევაში, საბოლოოდ შენ დარჩები სრულიად მარტო, სიყვარულის გარეშე კი ცხოვრება არც ისე მარტივია...კიდევ »
შენ გიყვარს დასვენება მანდ, სადაც ყველაფერი ჩვეული და ნაცნობია. შენ მარტივად შეგიძლია გაატარო ზაფხულის ცხელი კვირა შავი ზღვის სანაპიროზე მეგობრებთან ერთად. შენ გიყვარს ბუნებასთან შერწყმა, ატარებ ბევრ დროს სუფთა ჰაერზე და მიირთმევ ისეთ საკვებს, რომელიც შენთვის ნაცნობია. შენთვის სულაც არაა საინტერესო უცხო ქვეყნები, მათი გაუგებარი ტრადიციებით. შენ ღებულობ ჭეშმარიტ სიამოვნებას იმით, რომ მომდევნო დღეს არსად არ გეჩქარება და ნებივრობ იქ სადაც შენს გულს გაუხარდება... კიდევ »
შენ ძალიან კარგად იცი ფულის ფასი და ყოველთვის ითვლი შენს შემოსავლებსა და გასავლებს. შენ დარწმუნებული ხარ რომ ფულს დათვლა უყვარს. სანამ ისეთ რამეს იყიდი ხოლმე, რომელიც დიდი ფულიც ღირს შენ რამდენჯერმე აწონ დაწონი შენს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ფული შენთვის მეორე ხარისხოვანია, მაინც არასდროს გავიწყდება ხვალინდელი დღის შესახებ და ცდილობ იცხოვრო დანაზოგით. შენი ფულისადმი ასეთი დამოკიდებულებისა იშვიათად ვარდები ვალებში და ასევე იშვიათად აკეთებ ყიდულობ რამეს დაუფიქრებლად.კიდევ »
სამწუხაროდ შენ ხარ ადამიანი, რომლის სიტყვით გამოსვლა ადამიანებში იწვევს ორ სურვილს: რაც შეიძლება მალე გაქცევას და თავის არიდებას. მაგრამ არ უნდა დაითრგუნო. ყველაფერი შენს ხელშია და ცხვირს ნუ ჩამოუშვებ. ყოველთვის არის შანსი, გაიგო რა უნდა შეცვალო შენში და შედეგიც მალე გამოიჩენს თავს.კიდევ »
არ შეიძლება შენზე ითქვას რომ 100%_ ით ლიდერი ხარ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთობებში გიყვარს მმართველობა. თუ რამეს გადაწყვეტ, ეს ჟღერს შემდეგნაირად: "განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება", და მეორე ნახევრის აზრის მოსმენას არც კი აპირებ. სავარაუდოდ, დარწმუნებული ხარ იმაში, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე და უნდა იარო იმ გზით, რომელსაც ყველაზე ოპტიმალურად თვლი. ეცადე დამშვიდდე , მთავარია ლიდერობის სურვილი იგოიზმში არ გადაგეზარდოს.კიდევ »
მიუხედავად იმისა, რომ შენ ირჩევ საყვარელ ადამიანს გულით და არა გონებით, არ შეიძლება გეწოდოს შენ სრულიად სასოწარკვეთილი ადამიანი. შენ გიყვარს ყველაფრის გაანალიზება, დაგეგმვა და მხოლოდ დადებითი შედეგის მიღების შემდეგ, შენ მზად ხარ გააღო შენი გულის კარები. სწორედ უნდობლობა,
თამაშობს მეტწილად მთავარ როლს, ყოველი მცდელობისას, როცა იწყებ ახალ ურთიერთობას. უნდა აღინიშნოს,
რომ ბევრს შეიძლება უბრალოდ შეეშინდეს ამის . ეცადე ჩაატრო შენი "ქასთინგი" მაქსიმალურად მსუბუქად...კიდევ »
შენ ძალიან გიყვარს მოგზაურობა, მაგრამ არა უმიზეზოდ. შენ ყოველთვის გიზიდავს, სხვა ქვეყნები კულტურა და რაიმე სიახლე. ახალი შთაბეჭდილებები მოგზაურობისგან ყოველთვის გაძლევს შენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და შენი ენერგეტიკით შენ ამხნევებ არამარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც. საერთოდ შენ ძალიან მარტივი და კომუნიკაბელური ადამიანი ხარ, ცდილობ ცხოვრებაში არ გამოეკიდო პატარა წვრილმან პრობლემებს, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენ ხანდახან გვხვდება. კიდევ »
შენ საერთოდ არ ზოგავ თავს და იმაზე ხშირად განიცდი სტრესს ვიდრე უნდა განიცდიდე. თუ შენს ცხოვრებაში რაიმე უმნიშვნელო პრობლემა ჩნდება, შენ მაშინათვე პანიკაში ვარდები და იკეტები საკუთარ თავში. ეს კი არ არის გამოსავალი. შენ უნდა ისწავლო საკუთარი დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება და შედეგიც მალე გამოიჩენს თავს და შენც მიიღებ ნამდვილ სიამოვნებას საკუთარი გამოსადეგარობით.კიდევ »
შენ ეკუთვნი იმ ადამიანების რიგებს, რომლებსაც სიყვარული ისე სჭირდებათ, როგორც ჰაერი და წყალი, ამირომ არ არის გასაკვირი, რომ მთელს შენს დროს საყვარელ ადამიანთან ატარებ. თუ ეს გრძნობა საპასუხოა , შენ მთლიანად ეფლობი მასში და სხვა დანარჩენი საქმეები ფუჭად მიგაჩნია. შეიძლება დროს დანანება სიყვარულისთვის? ეს კითხვა აბსურდულად მიგაჩნია და შეიძლება შეგშურდეს კიდევაც შენი მეორე ნახევრის, რადგანაც ის ისეთი ყურადღების ქვეშ არის, რომელზეც ბევრი არც კი ოცნებობს.კიდევ »
სამწუხაროდ, შენ ცხოვრებაში სასწაულები ძალიან იშვიათად ხდება, იმიტომ რომ შენ თავად არ გჯერა ამის. შენ გჭირდება გაითავისო მხოლოდ ერთი, რომ არაფერი არ ხდება შემთხვევით და თუ შენ გინდა გახდე მეტად წარმატებული, საჭიროა ამისათვის დიდი ძალისხმევა. არ უნდა შეგშურდეს მათი, ვინც რაღაც მარტივად მიიღო ცხოვრებაში. შენც ხარ ღირსი ბედნიერები, უბრალოდ შენ უფრო რთული გზა გაქვს. გაიგე, რომ არ არსებობს შეუძლებელი ნაბიჯები, უბრალოდ უნდა იმედოვნო არა სასწაულებზე, არამედ მხოლოდ საკუთარ თავზე...კიდევ »
არაერთხელ მომხვდარხარ ისეთ სიტუაციაში, სადაც გაკლდა ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების უნარი. ტყუილად არ ამბობენ , რომ სჯობს ინანო გაკეთებულით, ვიდრე არ გააკეთო და მერე ინანო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა აბარებდე საკუთარ თავს ანგარიშს. ზოგიერთ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღებისას მერყეობამ შეიძლება ფატალური შედეგი მოიტანოს, როგორც სასიყვარულო ურთიერთობაში , ისე ცხოვრებაში. ხანდახან შეიძლება დაშვებულის ფარგლებს გაცდე, რადგანაც ამის შემდეგ შედეგმა შეიძლება დიდხანს არ გალოდინოს. კიდევ »
არ შეიძლება შენი ბრწყინვალე პიროვნებად დასახელება, მაგრამ არის შენში ისეთი რაღაც რაც გულგრილს არ დატოვებს გარშემომყოფებს. ეს არის ის მარცვალი, რომელსაც მხოლოდ
შემჩნევა სჭირდება , იმას კი ვინც ამას მოახერხებს ნამდვილად გაუმართლებს , შენ ხომ შეგიძლია იყო კარგი მეგობარი და პარტნიორი. შენი ბუნებრიობა და არასტანდარტული ხედვა ბევრ რამეზე მეტყველებს შენს ინდივიდუალურობაზე და აიძულებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლების გულებს მხოლოდ შენთვის ძგერდნენ.კიდევ »
შენი ხასიათი შეიძლება შევადაროთ აღმაგზნებელ არომატს, რადგანაც ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა მიზანმიმართულება და გადაწყვეტილების მიღების უნარი დამკვიდრებულია შენში. შენ ყოველთვის იცი რა გინდა და მიიღწევ ამისკენ. რაც შეეხება ურთიერთგაგებას გარშემომყოფებთან, აქ ყველაფერი რთულად არის , რადგანაც შენ ატანა არ გაქვს გაუგებარ ხალხს და არ შეგიძლია პატიება, როდესაც ვინმე აღმოჩნდება არასწორი.ერთადერთი რაც გჭირდება , იყო უფრო ლმობიერი ,
მაშინ უმრავლესობა შენი პრობლემებისა მოგვარდება.კიდევ »
შენ მშვიდად ეგუები კრიტიკას, და უფრო მეტიც აკვირდები შენიშვნებს და სასარგებლო დასკვნები გამოგაქვს. შენი თვითშეფასების საშუალო დონის გათვალისწინებით შენ შეგიძლია ცხოვრობდე ჰარმონიაში და ამასთანავე ისწრაფოდე სრულყოფილებისკენ. მთავარია, რომ შენ იცი რისი გაკეთება არის საჭირო, იმისათვის, რომ გახდე იდეალური, საკუთარ თვალში მაინც. ალბათ საიდუმლო იმაშია, რომ შენ იცი შენი ნაკლები და გესმის, რომ სრულყოფილებას საზღვარი არ გააჩნია. კიდევ »
თუ შეხხვდები შენს ცხოვრებაში ნამდვილ სიყვარულს, სამწუხაროდ დიდი ხანი არ გაგრძელდება, რადგანაც საერთოდ არ შეგიძლია კომპრომისებსა და დათმობებზე წასვლა. ეს ყველაფერი
არ მოქმედებს შენს ქმედებებზე ისე როგორც შენ გინდა, ამიტომ ყოველთვის მარტო რჩები ხოლმე. სიყვარული მხოლოდ ერთანეთის მიმართ ვალდებულებები არ არის. სიყვარული სულის დიდი დატვირთვაა, რომელსაც ყველა ვერ უძლებს. შეეცადე გააკეთო რამე არა საკუთარი მოციებისათვის და სავარაუდოდ შედეგი დიდი ხანი არ გალოდინებს.კიდევ »
საერთოდ არ გაინტერესებს ვის რა აცვია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ეს შენი პოზიციაა. მიგაჩნია, რომ ყველასნაირად ჩაცმა მოსაწყენია .შენ ცდილობ ხოლმე შენი ჩაცმულობით გამოხატო საკუთარი თავი. ხანდახან გამოგდის , ხანდახან კი, არა, ამიტომ ხშირად გაიგებ შენი მიმართულებით უადგილო ფრაზებს, შენი იმიჯის შესახებ, რომელიც შენს შინაგან სამყაროს გამოხატავს. კიდევ »