მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
ზოგადად სიყვარულში და საყვარელი ადამიანის მიმართ შენ განწყობილი ხარ დადებითად. იმისათვის, რომ შეინარჩუნო ეს გრძნობა, შენ მზად ხარ მიუტევო, შეიცვალო და იბრძოლო. თუ შენ ვინმე გიყვარდება, მაშინ შენთვის არ არსებობს არანაირი აკრძალვები, შენ ზუსტად იცი რა გჭირდება და ყოველთვის აღწევ სასურველ მიზანს. სიყვარულის შესანარჩუნებლად მზად ხარ შეიცვალო, იმისათვის რომ გახდე საყვარელი ადამიანისთვის უფრო მისაღები. ყველას არ შეუძლია ესე სიყვარული...კიდევ »
პიროვნების ტესი
ტესტი დაგეხმარება გაიგო, შენი ხასიათის მაჩვენებლები და იპოვო იდეალური მეწყვილე
შენ შეიძლება გულწრფელად გაგახაროს არც თუ ისე სასიხარულო ინფორმაციამ. ცხოვრება შენთვის მშვენიერია და შეგიძლია ეს დადებითი ენერგია სხვებსაც გაუზიარო. შეიძლება რაღაცას, მიაღწიო, მაგრამ არასდროს ჩერდები ერთ ადგილას, ეს კი გარშემომყოფებს ძალიან მოსწონთ. რთულად გადაგაქვს ვინმესთან კამათი, აგრეთვე ცდილობ შეარიგო ის ხალხი, ვინ ერთამეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი, ამავე როს ძალიან ობიექტური ხარ. რაც არ უნდა მოხდეს, შენ ინარჩუნებ სტაბილურობას, რადგან გამოუვალი მდგომარეობა შენთვის არ არსებობს! შენ ამაყობ შენი მეგობრებით, ისინი კი აფასებენ შენში ისეთ თვისებებს, როგორიცაა: კომუნიკაბელურობა, ცხოვრების სიყვარული და ა.შ.
კიდევ »
შენ რომანტიული ბუნების ხარ, ამიტომ მთავარი ღირებულება ცხოვრებაში არის სიყვარული. მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია, თუ ისე ხდება რომ შენი გული თავისუფალია, ამას განიცდი.. ამიტომ დაუყოვნებლივ იწყებ იმ ადამიანის ძებნას რომელიც შენს სიყვარულით მხურვალე გულს დაიკავებს. დარწმუნებული ხარ, რომ მთელი სამყარო სიყვარულზეა დაფუძნებული, სწორედ ამიტომ არის შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი გიყვარდეს და უყვარდე. ამის გარდა კეთილი გული გაქვს და ბევრი მეგობარი გყავს, ვისი იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს. შეიძლება ითქვას რომ მთლიანობაში გიყვარს ცხოვრება და ისიც სიყვარულით გპასუხობს.კიდევ »
მეტწილად, შენ ცნობისმოყვარე ადამიანი ხარ, ამიტომაც თითქმის ყველა საკითხში ჩახედული ხარ. შენ ამჟღავნებ ეზოთერმულ ნიჭს, მაგრამ არა ექსტრასენსულს. გამომდინარე იქიდან, რომ შენ რეალისტი ხარ, ნაკლებად გჯერა იმის რომ ბუნებრივი ნიჭი არსებობს. იშვიათად შენ ფიქრობ იმაზე, რომ შენი პროგნოზები ხშირად მართლდება, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ფიქრობ, რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა...კიდევ »
შენ არ გიყვარს საზოგადოებისგან გამოცალკევება და როგორც წესი ყოველთვის იქცევი მორიდებულად. ტანსაცმლის არჩევის დროს, ისევე როგორც ცხოვრებაში, შენ უპირატესობას ანიჭებ მოკრძალებულობას. ნივთებს შენ ყიდულობ, ისეთს როგორიც შენ მოგწონს და ყურადღებას არ აქცევ მოდაშია თუ არა ისინი. შენ თვლი, რომ ადამიანი უნდა უხდებოდეს ტანსაცმელს და არა ტანსაცმელი ადამიანს. როცა უპირატესობას ანიჭებ სტანდარტულ სტილს, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ეს შეიძლება არამოდური იყოს. თუ არ გინდა მოსაწყენ ადამიანად დაამახსოვრეთ, ხშირად გამოიცვალე ვარცხნილობა და ეცადე შენს გარდერობს ბევრი ნათელი ფერი დაამატო..კიდევ »
შენი თვითშეფასების დონე
ყველაფერი რიგზე გაქვს თვითშეფასებასთან მიმართებაში? იმისათვის, რომ ეს გაიგო, უპასუხე რამოდენიმე შეკითხვას
შენ თვითშეფასების დონე ძალიან მაღალია და ეს გმატებს შენ თვითდაჯერებულობას საკუთარ მიზნებში. შენ კმაყოფილი ხარ საკუთარი ცხოვრებით. შენ კარგად გამოგდის დომინირება ნაცნობებს შორის და გიყვარს ყოველტვის ხაზი გაუსხვა საკუთარ "მეს". ცალმხრივად შენ ემხრობი პრინციპს "არსებობს მხოლოდ ერთი სწორი აზრი - ჩემი!" და ეს მეტწილად არც ისე სასიამოვნო რეაქციას იწვევს გარშემომყოფებში. შენთვის სულერთა, რას გეუბნებიან, მაგრამ შენ თვითონ ძალიან გიყვარს სხვისი გაკრიტიკება. უნდა აღინშნოს, რომ ცხოვრებას ძალიან მარტივად ეკიდები, არ გაღელვებს უმნიშვნელო წვრილმანები და გულთან ახლოს არ მიგაქვს უცხო ადამიანების ტკივილი. კიდევ »
რა შეიძლება ითქვას, შენ მოწესრიგებული და კარგი ადამიანი ხარ. ყველა შენი ნაცნობი ღირსეულად გაფასებს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხვდებიან შენი ხუმრობის ობიექტები. ამავდროულად შენ ყველას უდიდეს პატივს სცემ, ზოგიერთებთან კი განსაკუთრებული ურთიერთობა გაქვს. შენ გაქვს ნიჭი ექსპრომტად მიიღო გადაწყვეტილებები, რაც ხშირად გეხმარება ცხოვრებაში.კიდევ »
შენ უბრალოდ მგრძნობიარე არ ხარ, პირიქით ეს შეგრძნება გადაჭარბებული რაოდენობით გაქვს. ამ ორი თვისების გათვალისწინებით შენი კოცნა მოქმედებს პარტნიორზე ისე, რომ ის კარგავს თავს და პრაქტიკულად გულიც კი მისდის სიამოვნებისგან. ამასტანავე, შენ პარტნიორთან ძალიან გულწრფელი ხარ, ყურადღებას ანიჭებ არა მხოლოდ კოცნის ცოდნას, არამედ ნამდვილ გრძნობასაც. კოცნისას შენ ცდილობ შეერწყა შენს პარტნიორს, ასევე მშვენივრად ახერხებ მის გრძნობებზე ფოკუსირებას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ შენთვის კოცნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც შენთვის სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.კიდევ »
შენთვის არასდროს წარმოადგენდა პრობლემას, გაგეკეთებინა რამე შენი ხელით. ამასტანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს შენ მოგწონს კიდეც. შენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ხარ: შეგიძლია როგორც ნგრევა, ასევე შენება. ყველაფერი ეს თანაბრად კარგად გამოგდის, ხელებმა კი თვითონ იციან რა უნდა გააკეთონ. ამიტომ ახლობლები, ხშირად გეუბნებიან, რომ ოქროს ხელები გაქვს. შენ არასდროს გერიდებოდა ფიზიკური მუშაობა, შენ მიგაჩნია რომ ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.კიდევ »
როგორი ტიპის პარტნიორი
ეს სახალისო კითხვები, დაგეხმარებათ გაიგოთ როგორი ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებთ
თქვენნაირი ტიპის ადამიანებს დღემდე სჯერათ რომანტიკის და ჭკვიანურად იყენებენ თავიანთი მიზნებისთის. ალბათ თქვენ მუდმივად ჩუქნით თქვენ რჩეულს ყვავილებს, ტკბილეულს და სასაიმოვნო საჩუქრებს, ანთებთ სანთლებს რომანტიკულ ვახშამზე. თქვენ ხშირად ურეკავთ თქვენს რჩეულს და წერთ სმსებს სადაც მხოლოდ რომანტიკაა, შეხვედრისას კი თვალებში უყურებთ და უყვებით თქვენს გრძნობებზე, და მასაც უფრო მეტად უყვარდებით და უფრო მეტად ესმით თქვენი. თქვენ კი აცნობიერებთ თუ რამდენად გჭირდებათ ის. და ამაში იმალება მთელი თქვენი მიზიდულობის საიდუმლო. მათ უყვართ როცა აფასებთ, უყვართ როცა რომანტიკოსები ხართ, ამიტომაც ისენიც არანაკლებად რომანტიკოსები არიან თქვენს მიმართ.კიდევ »
რომელი ცხოვრელი ხარ?
ყველას აქვს თავის მცირე საიდუმლო. ეს ტესტი განსაზღვრავს შენს ცხოველურ ინტინქტს
მოსიყვარულე, მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებელი, შენ იზიდავ გამოხედვებს. გიყვარს კომფორტი, აფასებ ერთგულებას და იცი როგორ იყო ფასეული. შენს მტრებს, კი ნამდვილად არ გაუმართლათ, შეცდომებს არ პატიობ და არც არასდროს აპატიებ!კიდევ »
შინაგანად შენ ჯერ კიდევ მოზარდი ხარ და მუდამ სიყვარულზე ფიქრობ! გიჭირს საკუთარი ემოციების კონტროლი და ვერ ახერხებ საკუტარი თავი ხელში აიყვანო. თუ შენ გეჩვენება, რომ სიტუაცია არ შეესაბამება შენ ინტერესებს, მაშინვე გამოთქვამ პროტესტს. ჯერ კიდევ არ შეგიძლია გამოეთხოვო ბავშვურ მაქსიმალისტომას. ზოგადად ცხოვრობ დევიზით: ჩემი ცხოვრებაა და გავაკეთებ რასაც მინდა!კიდევ »
შეფუთული საჩუქარი
როგორი საჩუქრის გაკეტება ან მიღება გიყვარს? გაიგე, როცა შეასრულებ ამ ტესტს
შენ ყოველთვის ცდილობ აჯობო სხვებს, ან უბრალოდ შეიქმნა იმიჯი, რომ ყველასგან განსხვავებული ხარ.შენს შეხედულებებში ლებარელური ხარ, ხასიათით კი საკმაოდ დინჯი ხარ, მოქმედებ მშვიდად და გაწონასწორებულად. საჩუქარი გამოდგის ყოველთვის ორიგინალური, სიღრმისეული და საინტერესო, მათი მიღება და გახსნა ძალზედ სასიამოვნოა. ასე, რომ შეგიძლია დარწმუნებული იყო, შენს საჩუქარს ყოველთვის განსაკუთრებით ელოდებიან შენი ნაცნობები. შენ ამ ნიჭს, უარყოფითი მხარეებიც აქვს, რომელიც ხელს გიშლის ცხოვრებაში. შენ ძლიერი გრძნობის და ემოციის ადამიანი ხარ, შენში ცოცხლობს ისეთი შეგრძნებები, რომლისაც შეშურდებოდა ნებისმიერი სერიალის სცენარისტს. შენ გაქვს გამოულევი ენერგიის წყარო, მაგრამ შენ გამუდმებით გეშინია გამოაშკარავო შენი სისუსტეები. შეიძლება ითქვას, რომ ჩენ ჩაკეტილი ადამიანი ხარ და გარშემომყოფებზე შთაბეჭლიდებას ტოვებ როგორც ცივი ადამიანის.. შემოუშვი ნაცნობები შენს სამყაროში და თავად ნახავ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება...კიდევ »
შენი როლი კინოში
კინოს რომელი როლია შენს ხასიათთან უფრო ახლოს, გაიგებ, როცა გაივლი ამ ტესტს!
გულუბრყვილო და მოკრძალებული იმიჯი- ზუსტად ამით განსხვავდები გარშემომყოფებისაგან. შენ ბავშვის მსგავსად შეგიძლია იცხოვრო საკუთარი ფანტაზიებით, გულწრფელად გიხაროდეს და შეიცნო სამყარო ფართოდ გახელილი თვალებით. შენ შეგიძლია გარშემომყოფების და საკუთარი თავის გაკვირვება, ამიტომ მათ სიამოვნებთ შენს გვერდით ყოფნა. თუმცა გულუბრყვილოს ნიღაბი მალავს დახვეწილ სულს, რომელიც სავსეა განცდებით. შენი მოკრძალებულობა განსაკუთრებულს გხდის
რა როლს ასრულებს სექსში?
შეასრულე ეს პიკანტური ტესტიდა გაიგე რა როლს ასრულებ როცა ეხვევი ვნების ქარცეცხლში..
სადავეების საკუთარი პარტნიორსთვის დათმობით, შენ რისკავ არ მიიღო შესაძლებლობა საკუთარი ფარული სურვილების რეალიზაციაში. ამაში კი ბრალი, მხოლოდ შენ მიგიძღვის და ვინმეს დადანაშაულება უსაფუძვლო იქნება. ზოგჯერ აუცილებელია ჩაერთოთ პროცესში, რათა მთლიანად შეძლოთ საკუთარი ფანტაზიების რეალიზირება. მაგრამ თუ თქვენ მიეჩვიეთ იყოთ მეორეხარისხოვანი, მაშინ სხვა ტალღაზე გადასვლ საკმაოდ რთული იქნება. სხვა მხრივ, რომ შევხედოთ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. არ არის გამორიცხული, რომ ერთხელაც ლიდერის როლის შესრულებისას, შესაძლოა შენ აღმოაჩინო ახალი შეგრძნებები...
არსად არ ისვენებ უკეთ, ვიდრე საკუთარ სახლში. შენთვის საუკეთესო მეთოდი რელაქსაციისთვის, ესაა სავარძელზე ან ტახტზე მოკალათება ტელევიზორის პულტით ხელში. სხვადასხვა არხების დათვალიერება და ამავე დროის რამე სასუსნავის დაგემოვნება შენი სტიქიაა, ამ დროს შენ ისვენებ როგორც სულიერად, ასევე ხორციელად. ამავე დროს, შენ ყოველთვის მოხარული ხარ მიიღო სტუმრები. და დიდი სიამოვნებით გაატარებ საღამოს მეგობრებთან ერთად. შენთვის სრული კომფორტი სახლში დასვენებაა და არავინ ამბობს, რომ ეს ცუდია.
შენ დიდი სულიკვეთების ადამიანი ხარ, ამოუცნობი და მრავალფეროვანი. შენ ხასიათის ცვლილების იმდენი შემთხვევაა, რომ რთულია ორი სიტყვით დაგახასიათონ. რუსეთან გაერთიანებს იფ ფაქტი, რომ შეგიძლია ნებისმიერი მდგომარეობიდან სუფთად გამოხვიდე. რუსეთში ნამდვილად იდეალურად იგრძნობდი თავს.კიდევ »
შენ მოგწონს შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნა, ამ დროს შენ ყველაფერი შეგიძლია, მზად ხარ მთები შეძრა იმისთვის რომ საყვარელ ადამიანს ასიამოვნო. თითოეულ შენს რომანს იხსენებ სითბოთი და სინაზით. არც პირველი სიყვარული წარმოადგენს გამონაკლისს. მაშინაც კი თუ რამე ისე არ არის როგორც შენ გსურს. შენ არ ჩქარობ გულის აცრუებას და ტკბები ამაღელვებელი განცდებით. სიყვარული გწყურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენი მცდელობები იშვიათად მთავრდება სერიოზული ურთიერთობით, რადგან შენი პარტნიორები თავქარიანად მიგიჩნევენ, სწორედ ამიტომ გატაცება არ იქცევა სიყვარულად.კიდევ »
სამყარო ძალიან მერყევია, ხოლო გარემოებები შეიძლება განვითარდეს ყველაზე არაპროგნოზირებადი სცენარით. რა იქნება შემდეგში არავინ იცის, ამიტომ გაცილებით სასიამოვნოა გრძნობდე, რომ გვერდით გყავს საიმედო მხარდამჭერი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო რთულ სიტუაციებში. ასეთ უართიერთობებში აუცილებელი არაა ერთად ცხოვრება და ურთიერთობების დაკანონება, სრულებით შესაძლებელია ცალ-ცალკე ცხოვრება. შენ სრულებით დაგაკმაყოფილებს იშვიათი შეხვედრები, უართიერთობა პასუხისმგებლობის გარეშე და გრძნობა იმისა, რომ ამ სამყაროში მარტო არ ხარ. შენთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვითდარწმუნება ადამიანში, რომელიც გვერდში დაგიდგება, დაგეხმარება, თუმცა საკუთარ იტერესებსაც არ გათელავს. რამდენად ადვილია ასეთი ადამიანის პოვნა, ეს უკვე სხვა თემაა, თუმცა შეუძლებელი არაფერია.კიდევ »
შენთან ერთად მეგობრები მზად არიან შევიდნენ ცეცხლში და წყალში. შენ ძალზედ პოზიტიური ადამიანი ხარ და შენი შემოთავაზებით შეგიძლია ყველაზე მოასაწყენი ადამიანიც კი გაამხიარულო. შენი მთავარი ამოცანაა - ხანმოკლე დროში, მოახდინო დააუვიწყარი შთაბეჭდილება, რათა კვლავ მოუნდეთ შეთან ერთად დროის გატარება. არასტანდარტული მიდგომა პაემნების მიმართ შენი ძლიერი მხარეა, რითაც ახერხებ საპირისპირო სქესის ადამიანების გულის მონადირებას. შენ აძლევ საშუალებას პარტნიორს, თავი იგრძნოს დაუცველად და მოგანდოს საკუთარი მე.კიდევ »
შენი ცხოვრების სტილი?
"ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია" - გვამცნობს ცნობილი ანდაზა. ასეა თუ არა ეს, გაიგებ როცა შეასრულებ ტესტს!
შენ დიდ დროს არ უთმობ იმაზე ფიქრს თუ რა მოყვება შენს გაუაზრებელ ცხოვრების წესს და ცხოვრობ ერთი დღით. ერთის მხრივ, დღევანდელი დღით ცხოვრება საინტერესოა, თუმცა ღირს იმაზე დაფიქრება, რა ზიანს აყენებს ეს შენს ჯანმრთელობას. ამის გარდა, საჭიროა უარი თქვა მავნე ჩვევებზე, რომელიც, არამხოლოდ ჯანმრთელობას გიზიანებს, არამედ არ გაძლევს საშუალებას მიიღო სიამოვნება ცხოვრების სხვა სიკეთეებით. მეორეს მხირვ, შენთან ურთიერთობა საინტერესოა, ხარ მხიარული და უდარდელი ადამიანი, შენი ხასიათის სიმსუბუქე გაძლევს საუშუალებას ადვილად მოხიბლო უცნობი ადამიანები. პრაქტიკულად, ყველა წვეულებზე სასურველი სტუმარი ხარ, შეგიძლია ნებისმიერ სიტუაციაში გაერთო თუ იქ ალკოჰოლია. ამით შენ სხვა ადამიანებსაც ამხიარულებ და ნებისმიერ დაძაბულობას განმუხტავ.
რომელი დღესასწაული ხარ?
ყველა დღესასწაული ატარებს თავის ემოციას და აზრს. გაიგე, რომელი დღესასწაული ასახევს შენს შინაგან სამყაროს
შენი განსაკუთრებული თვისებაა - ეგოიზმი. არავინ ამბობს , რომ საკუთარი თავი არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ არ ღირს სხვა ადამიანების არსებობის დავიწყებაც. უნდა გახსოვდეს, რომ ყოველთვის და ყველაგან ისე ვერ იქნება ყველაფერი, როგორც შენ გინდოდა ყოფილიყო. შენი "სისატიკე" და პირდაპირობა, არც ისე იშვიათად იწვევს გარშემომყოფთა პატივისცემას, უფრო მეტიც ისინი ამის გამო გაფასებენ კიდევაც და რიგ შემთხვევებში მხარსაც გიჭერენ. შენ, რაც არ უნდა გირჩიონ მაინც ისე იქცევი, როგორც შენ თვლი სწორად, ამიტომაც რთულია შენი გავლენის ქვეშ მოქცევა. ყველაფრის მიუხედავად, შენში ნათლად არის გამოხატული ლტოლვა ორიგინალურობისა და ინდივიდუალიზმისკენ, რაც დასაფასებელია. შენ განსაკუთრებული ხარ, რადგან არასოდეს ცდილობ სხვას მიბაძო.კიდევ »
ცხოვრება მთელი რიგი მოვლენებისგან შედგება, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება შენ. სწორედ შენი საკუთარი გრძნობები და ემოციები გაღელვებს შენ ყველაზე მეტად. რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ, ეს იმსახურებს მხოლოდ მსუბუქ ყურადღებას და ისიც იშლება, მაშინვე როცა შენ გადაერთვები საკუთარ ისტორიაზე. მსგავსი დამოკიდებულება გარშემომყოფებს ეჩვენებათ, როგორც ეგოიზმის ნიშნები. თუ შენ მოგწონს იმის მოყოლა, თუ რა გაწუხებს შენ პირადად, მაშინ სულ ცოტა დრო მაინც დაუთმე შენს თანამოსაუბრეს, რათა გაგიზიაროს მისი აზრები. ნუ აქცევ საუბარს მონოლოგად. ამ დროს ურთიერთობაც გახდება უფრო თბილი და საინტერესო.
შენი მეორე ნახევრის არჩევა
სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, განსაკუთრებით სიყვარულში. ვისთან უნდა იყო შენ - არჩევანი შენზეა!
ზუსტად ეს ტიპაჟი შეგეფერება ყველაზე მეტად, რადგან შენ თვითონ შეგიძლია ზუსტად გაუგო სხვა ადამიანს უსიტყვოდ. დილამდე სეირნობა, სასიამოვნო სიტყვების ყურში ჩურჩული და უბრალოდ თბილი ღიმილი - აი ეს არის რაზეც შენ ოცნებობ და რაც შენ გინდა პირველ რიგში ურთიერთობისას. შენ თვითონ გაგაჩნია უამრავი დადებითი თვისება, იშვიათად იჩენ ეგოიზმს და მაქსიმალურად ფრთხილად უდგები სასიყვარულო ურთიერთობებს. ამასვე ელი მეორე ნახევრისგან. ყველაფრის მიუხედავად შენ გინდა ადამიანი, რომელიც შეძლებს დაგითმოს დიდი დრო და გაჩუქოს სითბო და ალერსი, რომელიც ასე ჭირდება ნებისმიერ მამაკაცს, ხოლო შენ - განსაკუთრებით! შენ სიხარულით უშვებ გულთან ადამიანს და უჩვენებს მას შენს სულს, იმის მოლოდინში, რომ საყვარელი ადამიანიც მსგავსად მოიქცევა და თქვენს შორის იმეფებს სრული ჰარმონია და ისეთი სიყვარული, როგორიც მხოლოდ ზღაპრებში გვხვდება. თუ დგება იმედგაცრუების მომენტი, შენ მოგიცავს მწუხარება, თუმცა შენი რომანტიული ნატურა დიდხანს არ იტანჯება და პოულობს სიმშვიდეს ახალ აღტაცების ობიექტთან.კიდევ »
ზუსტად ოჯახური ღირებულებები დგას ყოველთვის შენთვის პირველ პლანზე, ამიტომაც შენ უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებ არა საკუთარ, არამედ ახლობელი ადამიანების ინტერესებს. სამწუხაროდ დღეს ოჯახური ღირებულებები არ იმსახურებენ ისეთ პატივისცემას, როგორც ადრე, თუმცა შენ მიეკუთვნები ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ფესვებთან კავშირს. შენ არ ხარ მატერიალისტი, ამიტომაც ზუსტად აღიქვამ, რომ თუნდაც ისინი, ვინც მოგებაზე და კარიერაზე არიან ორიენტირებული დროთა განმავლობაში მიდიან იმ აზრამდე, რომ ახლობელი ადამიანების სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და აღიარება.ამიტომაც არ ღირს გრცხვენოდეს შენი ცხოვრებისეული მისწრაფებების, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს არც ისე მოდურია. უმჯობესია შეეცადო, რომ ახლობლებმა შეხედონ შენს შეხედულებებს არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ გრძნობდნენ, რომ ოჯახი - რამოდენიმე უცხო ადამიანის თავყრილობა არაა, მეტიც ისე ერთი მთლიანობაა, სადაც ყოველთვის გაგიგებენ, გვერდში დაგიდგებიან და მოხარული იქნებიან შენი ყოფნით.კიდევ »