მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
საკუთარ თავზე ზრუნვა შენი ცხოვრებისეული სტილია. და ეს სწორიც არიც! როცა შემოგაწვება დაღლილობა, არაფერი გიხადია და უკვე დროა დაისვენო, შენ სტუმრობ SPA სალონებს. კიდევ როგორ უნდა შეინარჩუნო სხეულის სიმხნევე და და სულის სიმშვიდე, რამოდენიმე სამუშაო დღის შემდეგ? სწორედ ასე ისვენებ შენ მომაბეზრებელი პრობლემებისგან, ღებულობ დამატებით დადებით ენერგიას, რომელიც აუცილებელია რთული გადაწყვეტილების მისაღებად.. შეიძლება ითქვას, რომ ეს არც ისე ცუდი არჩევანია!კიდევ »
შენთვის არასდროს წარმოადგენდა პრობლემას, გაგეკეთებინა რამე შენი ხელით. ამასტანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს შენ მოგწონს კიდეც. შენი საქმის ნამდვილი პროფესიონალი ხარ: შეგიძლია როგორც ნგრევა, ასევე შენება. ყველაფერი ეს თანაბრად კარგად გამოგდის, ხელებმა კი თვითონ იციან რა უნდა გააკეთონ. ამიტომ ახლობლები, ხშირად გეუბნებიან, რომ ოქროს ხელები გაქვს. შენ არასდროს გერიდებოდა ფიზიკური მუშაობა, შენ მიგაჩნია რომ ეს სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.კიდევ »
როგორი ტიპის პარტნიორი
ეს სახალისო კითხვები, დაგეხმარებათ გაიგოთ როგორი ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებთ
თქვენნაირი ტიპის ადამიანებს დღემდე სჯერათ რომანტიკის და ჭკვიანურად იყენებენ თავიანთი მიზნებისთის. ალბათ თქვენ მუდმივად ჩუქნით თქვენ რჩეულს ყვავილებს, ტკბილეულს და სასაიმოვნო საჩუქრებს, ანთებთ სანთლებს რომანტიკულ ვახშამზე. თქვენ ხშირად ურეკავთ თქვენს რჩეულს და წერთ სმსებს სადაც მხოლოდ რომანტიკაა, შეხვედრისას კი თვალებში უყურებთ და უყვებით თქვენს გრძნობებზე, და მასაც უფრო მეტად უყვარდებით და უფრო მეტად ესმით თქვენი. თქვენ კი აცნობიერებთ თუ რამდენად გჭირდებათ ის. და ამაში იმალება მთელი თქვენი მიზიდულობის საიდუმლო. მათ უყვართ როცა აფასებთ, უყვართ როცა რომანტიკოსები ხართ, ამიტომაც ისენიც არანაკლებად რომანტიკოსები არიან თქვენს მიმართ.კიდევ »
ზუსტად ოჯახური ღირებულებები დგას ყოველთვის შენთვის პირველ პლანზე, ამიტომაც შენ უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებ არა საკუთარ, არამედ ახლობელი ადამიანების ინტერესებს. სამწუხაროდ დღეს ოჯახური ღირებულებები არ იმსახურებენ ისეთ პატივისცემას, როგორც ადრე, თუმცა შენ მიეკუთვნები ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ფესვებთან კავშირს. შენ არ ხარ მატერიალისტი, ამიტომაც ზუსტად აღიქვამ, რომ თუნდაც ისინი, ვინც მოგებაზე და კარიერაზე არიან ორიენტირებული დროთა განმავლობაში მიდიან იმ აზრამდე, რომ ახლობელი ადამიანების სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და აღიარება.ამიტომაც არ ღირს გრცხვენოდეს შენი ცხოვრებისეული მისწრაფებების, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს არც ისე მოდურია. უმჯობესია შეეცადო, რომ ახლობლებმა შეხედონ შენს შეხედულებებს არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ გრძნობდნენ, რომ ოჯახი - რამოდენიმე უცხო ადამიანის თავყრილობა არაა, მეტიც ისე ერთი მთლიანობაა, სადაც ყოველთვის გაგიგებენ, გვერდში დაგიდგებიან და მოხარული იქნებიან შენი ყოფნით.კიდევ »
შენ გაქვს დახვეწილი მანერები და ძალიან კარგად იცი ეტიკეტის წესები. შენ ყოველთვის სიხარულით ღებულობ სასარგებლო ინფორმაციას. მიყვები ახალ ინფორმაციებს და კარგად გეხერხება აზრის დალაგება. მეგობრები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, რადგან ნებისმიერი სიტუაციიდან, შენ შეგიძლია გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთი შენი მთავარი თვისება მოწესრიგებულობაა, ამიტომ ვერ იტან არეულობას. მიყვები ერთ პრინციპს, რომ უნდა ისწავლო სხვის შეცდომებზე. თუმცა, შენი უპირატესობის ფონზე, არის უარყოფითი მხარეებიც, როგორიცაა სიჯიუტე. სწორედ ამ თვისებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს, მეორე ნახევრის პოვნაშიკიდევ »