მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
ფოტოები Instagram-დან არაა ფოტო
ბლოგები (0)
ჩანაწერები არ არის ნაპოვნი
Spotify მუსიკა (0)
Რეკორდი რეიტინგში
სულ ხმები: 20
მისი ტესტები
შენი ცხოვრების სტილი?
"ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია" - გვამცნობს ცნობილი ანდაზა. ასეა თუ არა ეს, გაიგებ როცა შეასრულებ ტესტს!
შენ ემხრობი იმ აზრს, რომელიც ამბობს შემდეგს: "თუ გინდა იყო ჯანმრთელი, საჭიროა მეტი იმოძრაო და მიიღო მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი საკვები." შენ სანამ რამე გემრიელს გასინჯავ, მანამდე გულმოდგინედ სწავლობ მის შემადგენლობას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებ მას. თუმცა არც ისაა საიდუმლო, რომ ჯანსაღი საკვები როგორც წესი ნაკლებად გემრიელია. მიუხედავად ამისა, შენ ხელს არ გიშლის მისი უგემურობა თუ საკვები სასარგებლოა, სიამოვნებით მიირთმევ მას. შენს მეგობრებს უცნაური ჰგონიათ, ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმართ ასეთი სიყვარული, მაგრამ შენ ეს არ გაღელვებს და იქცევი ისე, როგორც თვლი საჭიროდ. ეს სიჯიუტე შენი ხასიათის ერთერთი დადებით მხარეა. შენ ნამდვილად უფრთხილდები საკუთარ ჯანმრთელობას და ეს იმით გიფასდება, რომ ძალიან იშვიათად ავადმყოფობ.კიდევ »
შეიძლება ზუსტად ითქვას თქვენ მზად ხართ სერიოზული ურთიერთობისთვის, ზუსტი წარმოდგენა გაქთ იმასთან დაკავშირებით რომ რეალური, ძლიერი ურთიერთობები - ეს არ არის მხოლოდ რომანტიკა და ღრუბლებში ფრენა, არამედ მთელი რიგი ვალდებულებები, რაც მოითხოვს საკუთარ თავზე ყოველდღიურ მუშაობას. აღსანიშავია რომ თუ შესაბამის კანდიდატურას ნახავთ არ ხართ წინააღმდეგი დაქორწინდეთ. თქვენი წარმოდგენა იდეალურ ქორწინებაზე დაკავშირებულია ოჯახის შექმნასა და სრულ ურთიერთგაგებასთან.
მთავარია პარტნიორს იგივე სურდესკიდევ »
შენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ხშირად იდეალურად აღიქვამ ადამიანებს, ცდილობ არ შეამჩნიო მათი უარყოფითი მხარეები. ერთის მხრივ, ეს კარგია, მაგრამ ზოგადად ეს რეალობისგან შორსაა, ეს კი შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თუ შენ ვინმე გიყვარდება, უყურებ მას პოზიტიურად და ამჩნევ მხოლოდ დადებით თვისებებს. აქედან გამომდინარე ადამიანს ხედავ ისეთს, როგორიც გინდა რომ იყოს. როცა რამე დაბრლოკებას ნახავ რაც იმედებს გაგიცრუებს, ადანაშაულებ მაგ ადამიანს, მაგრამ ვაი რომ ეს უფრო შენი ბრალია...კიდევ »
შენ ბუნებით რომანტიკოსი ხარ, შეგიძლია მიიღო სიამოვნება ნებისმიერი წვრილმანისგან. ბედნიერებისთვის შენ არ გჭირდება ბევრი რამ - უბრალოდ მოწმენდილი ცა, სასიამოვნო სიტყვა და უბრალოდ შეხება. პარტნიორში შენ აფასებ ინტელექტს, რომანტიზმს და შენ შენი გულისკენ მიმავალი გზის პოვნას. სეირნობისგან შენ ღებულობ უსაზღვრო სიამოვნებას, რადგან თვლი, რომ მოძრაობა ეს მთელი ცხოვრებაა. შენ იზიარებ აზრს, რომ ძვირი რესტორანი - ეს არაა საუკეთესო ადგილი პაემნისთვის. შენ ირჩევ პარტნიორებს, რომლებიც რაღაცნაირად გგვანან შენ...კიდევ »
შენ - პოზიტიუტი და ცხოვრების მოყვარული ადამიანი, რომელსაც არ ეშინია სირთულეების და ნებისმიერი სიტუაციიდან თავაწეული გამოდის. უსიამოვნებებს ცდილობ შეხედო "ვარდისფერი სათვალით", ამიტომ არასოდეს ხარ დეპრესიაში და არ იშლი ნერვებს წვრილმანებზე. თუ რა არის დეპრესია, მხოლოდ სხვებისგან თუ გსმენია. შენ ძალიან გიყვარს ცხოვრება, ამიტომ თავს უფლებას არ აძლევ ჩავარდე დეპრესიაში.კიდევ »
შენი კოცნა ღვთაებრივია! სავარაუდოდ, ძალიან მცირე ადამიანთა რიცხვის შეგედრება ამ საკითხში, ეს თამამად შეგიძლია შეიყვანო შენს 10 საუკეთესო უნარებს შორის. შენ უდაოდ მიაღწიე მაღალ დონეს კოცნის დარგში, შეიძლება ითქვას, რომ ის ხელოვნებად აქციე, და სწორედ ამაში იმალება ერთი მთავარი პრობლემა. გრძნობა შენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს თუ ის დაკავშირებულია კოცნასთან. თქვენი დაბნევა რთულია, ასე რომ შეგიძლიათ კოცნა ნებისმიერ გარემოში. ეს მშვენიერია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ კოცნა - სიმპატიის ერთერთი გამოხატულება, ხშირ შემთხვევაში კი სიყვარულის! ასე, რომ სანამ იპოვით ახალ მსხვერპლს, დაფიქრდით, თქვენი ტკბილი კოცნის, ხომ არ გაუტეხავთ ვინმეს გულს.კიდევ »
რომელი ცხოვრელი ხარ?
ყველას აქვს თავის მცირე საიდუმლო. ეს ტესტი განსაზღვრავს შენს ცხოველურ ინტინქტს
მოსიყვარულე, მაგრამ ამავე დროს დამოუკიდებელი, შენ იზიდავ გამოხედვებს. გიყვარს კომფორტი, აფასებ ერთგულებას და იცი როგორ იყო ფასეული. შენს მტრებს, კი ნამდვილად არ გაუმართლათ, შეცდომებს არ პატიობ და არც არასდროს აპატიებ!კიდევ »
შენი პიროვნების ტესტი
პიროვნების ტესტი გაანალიზებს სხვადასხვა მხრიდან და ჰქმნის შენს ნამდვილ სახეს, რათა ვიპოვოთ იდეალური პარტნიორი..
შენ გიყვარს სიზუსტე და კონკრეტიკა ყველაფერში, ამიტომაც საქმეში ყოველთვის რეალისტი ხარ და ეჭვის თვალით უყურებ ახალ იდეებს, შენ მუდამ გჭირდება ფაქტები და არგუმენტები. შენ მეტ მნიშვნელობას ანიჭებ მატიერიალურ სტიმულებს და ამიტომაც სავსებით ეკონომიური და რაციონალური ხარ. შენ ძალიან შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ხარ, არასოდეს აფასებს შედეგებს სანამ საქმეს არ მიიყვან ბოლომდე და დეტალურად არ გადაამოწმებ ყველაფერს, ამიტომაც სხვა ადამიანებსაც აფასებ მათი მიღწევებითა და შედეგით საქმეში და არა მათ მიმართ არსებული სიმპატიით. განვითარებული გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და მუდამ აგრძელებ მუშაობას დაწყებულ საქმეზე, მიუხედავად განწყობისა. საკუთარ პრობლემებს თვითონ ებრძვი ჩუმად ისე, რომ ვერავინ ვერაფერი შეამჩნიოს და ცდილობ არასოდეს სთხოვო სხვას დახმარება ან თანაგრძნობა. ამასთანავე ცუდად ორიენტირებ ემოციების სამყაროში და ხშირად გამოგეპარება მეგობრების პოზიტიური თუ ნეგატიური განწყობა ისე, რომ ვერც კი შეამჩნევ. ვერ იტან როცა გაკრიტიკებენ. გამძაფრებულად განიცდი პასუხისმგებლობას საკუთარ ახლობლებსა და მეგობრებზე, შეგიძლია ფარად აღუდგე მათ წინ გადაყრილ საფრთხეს.კიდევ »