მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
შენთვის სიყვარული ეს პირველ რიგში ნდობაა. შენთვის ეს გრძნობა ცალკე სამყაროა, სადაც მხოლოდ ორი ადამიანი ცხოვრობს. იმისათვის, რომ დაიმსახურონ შენი სიყვარული, პირველ რიგში უნდა გახდნენ შენი მეგობარი, უფრო სწორედ საუკეთესო მეგობარი! შენ შეგიძლია შეიყვარო მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც სრულიად ენდობი, ამიტომ როცა გიყვარდება პარტნიორი, მაშინვე იწყებ დაკვირვებას რამდენად გულწრფელია შენს მიმართ, და თუ კი გრძნობ იმედგაცრუებას, მაშინ ფიზიკურად შეუძლებელი ხდება შენი გულის დაპყრობა...კიდევ »
შენ საინტერესო და მრავალმხრივი ადამიანი ხარ, რომლთან ურთიერთობაც საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნოა. თუმცა, არსებობს ერთი "მაგრამ"- შენ უსაზღვროდ ამბიციური პიროვნება ხარ, რაც შეიძლება სხვებისთვის გამაღიზიანებელი იყოს. აგრეთვე, ეს არც ისე კარგია იმის გამო, რომ შენს თვითდაჯერებულობას მიჰყავხარ გამოუვალი მდგომარეობებისკენ საიდანაც გამოძვრომა შენს ძალებს აღემატება, მაგრამ შენთვის ამის წარმოდგენა რთულია. ხშირად ჩვენი შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა რომ ყველანაირად ვცდილობთ "თავს ზემოთ ახტომას" შეზღუდულია. ამიტომაც გირჩევდით, რომ ეცადო მიწაზე დაშვებას და რეალურად სცადოთ თქვენი შესაძლებლობების შეფასება, რადგან არასასურველი შედეგი იმდენად მოულოდნელი არ იყოს, რომ ფეხზე წამოდგომა გაგიჭირდეთ. კიდევ »
არ შეიძლება ითქვას, რომ შენ მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ხარ, თუმცა არის შენს ცხოვრებაში სიტუაციები როცა მიდიხარ რისკზე, თუმცა ეს რისკი ხშირ შემთხვევაში გამართლებულია. შენ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებსაც ბედის სჯერათ და შენი გარისკვის მთავარი მიზეზი სწორედაც რომ ინტუიციაა რომლის წყალობითაც ფსონს შენთვის მომგებიან მოვლების განვითარებაზე აკეთებ. მთავარია, რომ ბედი უფრო და უფრო ხშირად იყოს შენს მხარეს, რათა წარმატებული არჩევანი გააკეთო.კიდევ »
შენი მთავარი მახასიათებელი სანდოობაა. შენმა სამეგობრო წრემ იცის, რომ შენი იმედი უნდა ჰქონდეს და არ უღალატებ. შენთან ყოველთვის მარტივია შეთანხმება, რადგან არასდროს აცრუებ იმედებს. შენნაირი ადამანები ბევრნი არ არიან, ამიტომ გაფასებენ ასე. ამ მახასიათებლით შენ ცხოვრებაში ბევრს მიაღწევ. წარმათებას გისურვებკიდევ »
შენი შიშები
ტესტი გვაჩვენებს, რა გაშინებს ყველაზე მეტად
ყველაზე მეტად მარტოობის გეშინია. იმ მომენტში, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები გიჩნდება შიში, რომ ეს ყველაფერი დიდიხნით გაგრძელდება. შენში ძალიან ბევრი გასაცემი სიყვარულია, რომელიც მზად ხარ გაუზიარო ღირსეულ ადამიანს. არაერთხელ მოგიწია იმ ადამიანების გაშვება, რომლებსაც შეეჩვიე და ამ განშორებას ყოველთვის მტკივნეულად განიცდიდი. მიიღე ეს მარცხები გამოცდილებად და ნუ გეშინია ახალი ურთიერთობების. ადრე თუ გვიან შენც იპოვი შენს ნამდვილ ბედნიერებას და მარტოობაც დაგავიწყდებაკიდევ »
შენ მიგაჩნია, რომ სიყვარული მშვენიერი და ნათელი გრძნობაა, ამიტომ მის გამოჩენას შენს ცხოვრებაში აღიქვამ, ფაქტიურად, როგორც დღესასწაულს. სიყვარული გაძლიერებს შენ და გაძლევს დადებით ენერგიას. შენ შეგიძლია სიყვარული და ყოველთვის აფასებ ამ გრძნობას. თუ საჭირო იქნება, შენ შეგიძლია ამ გრძნობისთვის მსხვერპლის გაღება. შენ დარწმუნებული ხარ იმაში, რომ სიყვარულს შენს ცხოვრებაში განსაკუტრებული ადგილი უჭირავს, ყველაფერი დანარჩენი კი თავისთავად მეორეხარისხოვანი ხდება. კიდევ »
შენ საკმაოდ აქტიური ადამიანი ხარ და ცხოვრებაშიც შენნაირი ადამიანების გარემოცვაში ცდილობ იყო, რადგანაც ერთფეროვანი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანები შენში, როგორც მინიმუმ აღშფოთებას იწვევენ. მარტივად შეგიძლია რაღაცით გაერთო, მაგრამ დიდი ხნით არა. მალევე გწყინდება და მაშინათვე სხვა რამეზე გადაერთვები. შენ არ გესნის ადამიანების, რომლებიც ერთ ადგილს ტკეპნიან. შენ ამას მოსაწყენად მიიჩნევ, ამიტომ თუ შენს გზაზე ჩნდება ამ ტიპის ადამიანი, ცდილობ მაშინათვე გვერდი აუარო.კიდევ »
ბუნებით მატერიალისტი ხარ. ამას როგორც პლიუსები, ასევე მინუსებიც აქვს. ამასთანავე შენ მუდმივად მიიწევ სტაბილურობისაკენ და გსურს საკუთარი თავისთვის საუკეთესო, ამიტომ საკმარისი რაოდენობის მატერიალური სახსრების ქონა შენთვის პრიორიტეტია. მინუსი კი ის არის, რომ მატერიალური გაუმართაობის შემთხვევაში ვარდები პანიკაში და ისე ცდილოობ პრობლემის გადაჭრას, რომ საერთოდ გავიწყდება სიყვარული და სხვა ბედნიერებები ცხოვრებაში.კიდევ »
შენ ძალიან მდიდარი შინაგანი სამყარო გაქვს და ეს პირველივე შეხვედრისას იგრძნობა.მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულობით არ გამოირჩევი, იწყებ თუ არა საუბარს, რთულია ადამიანმა თვალი მოგწყვიტოს. ერთი სიტყვით შენ იმ ენერგიას ფლობ, რომელიც ადამიანებს იზიდავს და პირველი შთაბეჭდილება, როგორც წესი, ყველაზე პოზიტიურია. ამიტომ შენთან ყველას უნდა კონტაქტის გაგრძელება.კიდევ »
ყველაზე ხშირად შენ აწყდები მატერიალურ პრობლემებს. სავარაუდოდ, ეს ხდება იმიტომ, რომ შენი სურვილები არ ემთხვევა შენს შესაძლებლობებს. უნდა აღინიშნოს, რომ ცარიელი საფულე ყოველთვის არ მოქმედებს შენს განწყობაზე, რადგან შენ ბუნებით კომუნიკაბელური ადამიანი ხარ და ასეთი წვრილმანი, როგორიცაა მატერიალური სირთულე, ვერ შეძლებს შენს ამოგდებას ჩვეული რეჟიმიდან. 50 ლარის ნაცვლად, შენ გყავს 50 მეგობარი, რომლებიც მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემენ, ასე რომ ასეთი ოპტიმიზმით, შენთვის ზღვაც მუხლებამდე იქნება!კიდევ »
ცხოვრებაში შენ შეჩვეული ხარ, იმედი გქონდეს მხოლოდ საკუთარი თავის, შესაბამისად დამოკიდებული ხარ, მხოლოდ საკუთარ ძალისხმევაზე... შენ ფაქტიურად, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია და ამას ბავშვობიდან ხარ მიჩვეული. შენ მოგწონს იყო ძლიერი და განიცდი დიდ სიამოვნებას, როცა ნებისმიერი საქმე კარგად გამოგდის და წარმატებით ახდენ რეალიზებას, იმის რაც შეუძლებლად ჩანდა. შენ იშვიათად რთავ მეგობრებს შენს პრობლემებში და სერიოზულ გადაწყვეტილებებსაც კი მარტო ღებულობ. ასე რომ შენი ინდივიდი იმსახურებს მხოლოდ პატივისცემას.. ასე გააგრძელე!კიდევ »
როგორც წესი შენ ყოველთვის ცდილობ, რომ თავისუფალი დრო, მხიარულად გაატარო კარგი მეგობრების გარემოცვაში. უნდა ითქვას, რომ ძირითად დროს დასვენებას უთმობ. ამ ეტაპზე მეორე ნახევრისა და კარიერის ძებნაში იმდენ დროს არ კარგავ , რამდენსაც შეკრებებში. ერთი სიტყვით შენი ენერგია არასწორი მიმართულებით იხარჯება.კიდევ »
შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აგრეგნობაა. მარტივად შეგიძლია თვალები დახუჭო ინტელექტის დონესა და ცუდ ხასიათებზე. თუ პარტნიორი სექსუალურია შენ მომენტალურად ეფლობი აუღწერელ ვნებებში. არ გეშინია საკუთარი თავის დაკარგვის და თუ ეს ურთიერთობა მოკლე აღმოჩნდება მაინც რაღაც გექნება გასახსენებელიკიდევ »
შენი კომფორტის ზონა- შენი სახლია, აქ ისვენებ სულიერადაც და ფიზიკურადაც. შენ მაქსიმალურ სიამოვნებას იღებ ასეთი ცხოვრებისგან, ამიტომ იშვიათი სტუმარი ხარ ხმაურიან ყრილობებზე. თუ ვინმესთან იწყებ ურთიერთობას ელოდები მათგან მაქსიმალურ ჰარმონიას და არასდროს დაუშვებ სკანდალებს. ვიღაცას შეიძლება მოსაწყენად მოეჩვენო. მაგრამ ეს ასე არ არის, უბრალოდ შენ შეგიძლია წვრილმანებისგანაც მიიღო სიამოვნება ეს კი ყველას არ შეუძლია.კიდევ »
ძალიან ხშირად მოგმართავენ რჩევისათვის, რადგან ხშირად გიწევს მეგობრების მორალურად დახმარება. შენ შეგიძლია სხვისი პრობლემების გაზიარება და ოპტიმალური გამოსავლების პოვნა. შენ არ გიყვარს ხმაურიანი წვეულებები და დილამდე ცეკვები, მაგრამ შენი სახლის კარები ყოველთვის ღიაა შენი მრავალ რიცხოვანი მეგობრებისათვის. შენ იცი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მეგობრები ყოველთვის შენს გვერდში იქნებიან და შენც იქნები მათ გვერდში.კიდევ »
შენ მშვიდად ეგუები კრიტიკას, და უფრო მეტიც აკვირდები შენიშვნებს და სასარგებლო დასკვნები გამოგაქვს. შენი თვითშეფასების საშუალო დონის გათვალისწინებით შენ შეგიძლია ცხოვრობდე ჰარმონიაში და ამასთანავე ისწრაფოდე სრულყოფილებისკენ. მთავარია, რომ შენ იცი რისი გაკეთება არის საჭირო, იმისათვის, რომ გახდე იდეალური, საკუთარ თვალში მაინც. ალბათ საიდუმლო იმაშია, რომ შენ იცი შენი ნაკლები და გესმის, რომ სრულყოფილებას საზღვარი არ გააჩნია. კიდევ »
სიტყვა "შვებულება" შენთვის ასოცირდება პასიურ დასვენებასთან სადმე სანაპიროზე, თბილ ქვეყანაში. შვებულებაზე ოცნებისას შენ ხედავ საკუთარ თავს შეზლონგზე, რომელიმე ეგზოტიკური კოქტეილით ხელში. თბილი ქვეყნები - ეს სწორედ ის არის, რას სჭირდება არა მარტო შენს სხეულს, არამედ შენს სულსაც. დასასვენებლად წასვლილას, შენ ცდილობ გაექცე ყოველდღიურ საქმიანობას და შესძინო შენს ცხოვრებას ზაფხულის ლამაზი დღეები. შენი არჩევანი გასაგებია და თუ მოგწონს ასეთი დასვენება, ეს მხოლოდ მისასალმებელია!კიდევ »
შენ არ შეგიძლია სტაბილური ფინანსური მდგომარეობით დაკვეხნა, სულით ბიზნესმენი არ ხარ მაგრამ გამომუშავების ნიჭი ნამდვილად გაქვს. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უფულოდ რჩები მაგრამ შემდგომ, უეცრად გამოიმუშავებ ხოლმე დიდ თანხას. როდესაც ფული შენს ხელში ხვდება უცბად მშვიდდები და საერთოდ გავიწყდება, რომ მათ აქვთ ჩვევა სწრაფად გათავების. შენ უნდა აკონტროლებდე შენს შემოსავლებსა და გასავლებს, მაშინ შენი ფინანსური ცხოვრება დაბალანსდება და აღამ მოგიწევს ხოლმე ვალების აღება.კიდევ »
უდავოდ, ბუნებით ლიდერი ხარ და მტკიცედ შეგიძლია შენს აზრზე დგომა. ამასთანავე ყველანაირი სირთულის გარეშე შეგიძლია გარშემო მყოფების დარწმუნება შენს სიმართლეში, და აიძულებ იფიქრონ ისე, როგორც შენ გაწყობს. ყველაფრის და მიუხედავად დიდ სიამოვნებას ღებულობ, როდესაც იმყოფები ყურადღების ცენტრში. შენი ლიდერული თვისებები ცხოვრებაში ბევრ ასპექტში იჩენს თავს, მათ შორის პირადულშიც. აღსაღნიშნია, რომ მეორე ნახევარს, შენთან ერთად ყოფნისას, არ უყვარს მეორე ხარისხოვნად ყოფნა, მაგრამ შენ მსგავსი სიტუაციების მოგვარებაც შეგიძლია.კიდევ »
შენ ძალიან მარტივად ცხოვრობ, არა იმიტომ , რომ გიმართლებს, უბრალოდ ძალიან პოზიტიური ადამიანი ხარ და ყველაფერი შენს გარშემო ტრიალებს. შენ ცდილობ არ გაურთულო ცხობრება სხვას და არც საკუთარ თავს, საიდუმლო იმაშია, რომ ცხოვრებაში შექმნილ პრობლემების მოგვარებას ცდილობ სტრესის გარეშე. შენგან მაგალითს უნდა იღებდნენ. ერთადერთი პრობლემა პირადული ცხოვრების დაულაგებლობაა, რომელიც შენც იცი, რომ მოგვარებადია.კიდევ »
შენ ეკუთვნი იმ ადამიანების რიგებს, რომლებსაც სიყვარული ისე სჭირდებათ, როგორც ჰაერი და წყალი, ამირომ არ არის გასაკვირი, რომ მთელს შენს დროს საყვარელ ადამიანთან ატარებ. თუ ეს გრძნობა საპასუხოა , შენ მთლიანად ეფლობი მასში და სხვა დანარჩენი საქმეები ფუჭად მიგაჩნია. შეიძლება დროს დანანება სიყვარულისთვის? ეს კითხვა აბსურდულად მიგაჩნია და შეიძლება შეგშურდეს კიდევაც შენი მეორე ნახევრის, რადგანაც ის ისეთი ყურადღების ქვეშ არის, რომელზეც ბევრი არც კი ოცნებობს.კიდევ »
რამდენად ნაზი ხარ?
შეგიძლია თუ არა, აჩუქო შენს საყვარელ ადამიანს ნამდვილი სინაზე?
არ შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობაში შენ გამოირჩევი განსაკუთრებული სინაზით. მაგრამ ამავდროულად, რთულია იმის თქმაც, რომ უხეში ხარ. უფრო მეტად, შენ ხარ ადამიანი "განწყობა". ასე რომ როდესაც გიჩნდება შენი საყვარელი ადამიანის ყურადგებითა და ალერსით განებივრების სურვილი, შენ ამას სიამოვნებით აკეთებ. საპირისპირო შემთხვევაში ხარ ცივი, როგორც ყინული. შენ არ ცდილობ ყველა ემოციის ერთდროულად გამჟღავნებას, რის გამოც საპირისპირო სქესს მიაჩნია, რომ შენ არ ხარ ისეთი მოალერსე , როგორიც მას სურს. ურთიერთობაში შენი დევიზია: "ყველაფერი კარგი ზომიერად".. შესაძლებელია, რომ შენი პოზიცია რაღაც მხრივ მიმზიდველი იყოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთათვის .კიდევ »
შენ დიდ დროს უთმობ სამსახურს და ყველაფერს იმას რაც მასთან არის დაკავშირებული. არ შეიძლება ითქვას, რომ თავი გაქვს გადადებული მუშაობაზე, მაგრამ ამავე დროს აზრები კარიერაზე და წარმატებაზე გაწუხებს ყველაზე ხშირად. შენ კარგი ორგანიზატორი ხარ, შეიძლება შენი ნდობა და შეიძლება ითქვას, რომ არასოდეს გაუცრუებ იმედებს მეგობრებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურის გარდა ცხოვრებაში კიდევ მრავალი საინერესო რამეა!კიდევ »
შენ ცხოვრობ დღევნდელი დღით, ამას კი აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები. წარსულის შეცდომებიდან შენ შეგიძლია მიიღო გამოცდილება, რათა არ გაიმეორო ისინი მომავალში. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შენ ცდილობ ძალიან იშვიათად დაგეგმო რაღაც წინასწარ, რადგან თვლი, რომ ყოველდღე შეიძლება რაღაც შეიცვალოს და აზრი არა აქვს, რამის წინასწარ დაგეგმვას. რაღაც დონეზე, ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ ხანდახან ღირს დაფიქრება, თუ რა იქნება ხვალ და მოემზადო ახალი დღისთვის...კიდევ »
შენ იმყოფები მუდმივი ძიების პროცესში და ცხოვრობ მხოლოდ დღევანდელი დღით. შენთვის რთულია თვით რელიზება, რამდენადაც შენი მომავალი გეგმები ბუნდოვანია და თან ზარმაცობ. მოუწესრიგებლობა საქმეებში და საკუთარ თავში განსაზღვრავს შენს შემოქმედებით არეულობას. ჯობია ერთხელაც თავი ხელში აიყვანო და გადაწყვიტო რა გინდა ცხოვრებისგან.კიდევ »