მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
ფოტოები Instagram-დან არაა ფოტო
ბლოგები (0)
ჩანაწერები არ არის ნაპოვნი
Spotify მუსიკა (0)
Რეკორდი რეიტინგში
სულ ხმები: 4
მისი ტესტები
შენი მეორე ნახევრის არჩევა
სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, განსაკუთრებით სიყვარულში. ვისთან უნდა იყო შენ - არჩევანი შენზეა!
მეორე ნახევრის ძებნის დროს შენ არ აყენებ განსაკუთრებულ კრიტერიუმებს და იდეალი, როგორც ასეთი შენთვის არ არსებობს. შენ ენდობი ბედს და იმედოვნებ, რომ ის შენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება და გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელშიც შენ შეიგრძნობ ნამდვილ მეგობარს, რომელიც გვერდში დაგიდგება რთულ სიტუაციებში. შენთვის არც ისე მნიშვნელოვანია პარტნიორის სტატუსი, მისი გარეგნობა და ტემპერამენტი, რამდენადაც მოსმენის და კარგი რჩევის მოცემის უნარი. მეორე ნახევარში შენ ეძებ ისეთ თვისებებს, როგორიცაა გაგება, თანადგომა, გონიერება და მოთმინება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ ეძებ ახლობელ სულს, რომელიც ყოველთვის გაგიგებს და გაპატიებს. შენ ფიქრობ, რომ ვნება ადრე თუ გვიან წავა, ხოლო გვერდით კი უნდა გყავდეს ადამიანი, რომელიც ზედმეტი სიტყვების გარეშე იგრძნობს, რა ხდება შენ სულში და გაიხარებს, ან მოიწყენს შენთან ერთად.კიდევ »
პიროვნების ტესი
ტესტი დაგეხმარება გაიგო, შენი ხასიათის მაჩვენებლები და იპოვო იდეალური მეწყვილე
დახვეწილი მანერები და ეთიკის ნორმების ზედმიწევნით ცოდნა შენი საუკეთესო იარაღია. შენ ყოველთვის სიამოვნებით ღებულობ სასარგებლო ინფორმაციას, თვალყურს ადევნებ სიახლეებს და კარგად გამოგდის აზრის გადმოცემა. მეგობრები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, რადგან ნებისმიერი სიტუაციიდან შენ შეგიძლია იპოვო გამოსავალი. ერთერთი შენი თვისებაა - მოწესრიგებულობა, ამიტომ არ გიყვარს არეულობა. ცხოვრებაში ითვალისწინებ აზრს, რომ უნდა ისწავლო სხვის შეცდომებზე და არა საკუთარზე. დადებით თვისებებთან ერთად გაქვს უარყოფითი თვისებებიც, ზოგისთვის შენ შეიძლება ძალიან უჟმური და მოსაწყენი ადამიანი იყო. სწორედ ამ თვისებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს იდეალური მეორე ნახევრის პოვნაში.კიდევ »
შენ უბრალოდ მგრძნობიარე არ ხარ, პირიქით ეს შეგრძნება გადაჭარბებული რაოდენობით გაქვს. ამ ორი თვისების გათვალისწინებით შენი კოცნა მოქმედებს პარტნიორზე ისე, რომ ის კარგავს თავს და პრაქტიკულად გულიც კი მისდის სიამოვნებისგან. ამასტანავე, შენ პარტნიორთან ძალიან გულწრფელი ხარ, ყურადღებას ანიჭებ არა მხოლოდ კოცნის ცოდნას, არამედ ნამდვილ გრძნობასაც. კოცნისას შენ ცდილობ შეერწყა შენს პარტნიორს, ასევე მშვენივრად ახერხებ მის გრძნობებზე ფოკუსირებას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ შენთვის კოცნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც შენთვის სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.კიდევ »
ზუსტად ოჯახური ღირებულებები დგას ყოველთვის შენთვის პირველ პლანზე, ამიტომაც შენ უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებ არა საკუთარ, არამედ ახლობელი ადამიანების ინტერესებს. სამწუხაროდ დღეს ოჯახური ღირებულებები არ იმსახურებენ ისეთ პატივისცემას, როგორც ადრე, თუმცა შენ მიეკუთვნები ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ფესვებთან კავშირს. შენ არ ხარ მატერიალისტი, ამიტომაც ზუსტად აღიქვამ, რომ თუნდაც ისინი, ვინც მოგებაზე და კარიერაზე არიან ორიენტირებული დროთა განმავლობაში მიდიან იმ აზრამდე, რომ ახლობელი ადამიანების სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და აღიარება.ამიტომაც არ ღირს გრცხვენოდეს შენი ცხოვრებისეული მისწრაფებების, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს არც ისე მოდურია. უმჯობესია შეეცადო, რომ ახლობლებმა შეხედონ შენს შეხედულებებს არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ გრძნობდნენ, რომ ოჯახი - რამოდენიმე უცხო ადამიანის თავყრილობა არაა, მეტიც ისე ერთი მთლიანობაა, სადაც ყოველთვის გაგიგებენ, გვერდში დაგიდგებიან და მოხარული იქნებიან შენი ყოფნით.კიდევ »
შენ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ხარ და ადვილად შედიხარ ურთიერთობაში. ვერ ეგუები მარტოობას. ყოველთვის ახერხებ შეარჩო საინტერესო ტემა საუბრისთვის, არ გიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. მრავალფეროვანი ინტერესები გაქვს, ამიტომ შენი მეგობრების სია ძალიან მცირეა. ამასთანავე ცნობისმოყვარე ხარ და სამყაროზე შენი ცალკეული შეხედულება გაქვს. როცა დგები არჩევანის წინაშე, ყოველთვის ითვალისწინებ გარშემომყოფების აზრს. როგორც წესი შენ ჯერ აბობ და მერე ფიქრობ. ამიტომ დისკუსიის დროს ხშირად ხვდები უხერულ მდგომარეობაში.კიდევ »