მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
უდავოდ, ბუნებით ლიდერი ხარ და მტკიცედ შეგიძლია შენს აზრზე დგომა. ამასთანავე ყველანაირი სირთულის გარეშე შეგიძლია გარშემო მყოფების დარწმუნება შენს სიმართლეში, და აიძულებ იფიქრონ ისე, როგორც შენ გაწყობს. ყველაფრის და მიუხედავად დიდ სიამოვნებას ღებულობ, როდესაც იმყოფები ყურადღების ცენტრში. შენი ლიდერული თვისებები ცხოვრებაში ბევრ ასპექტში იჩენს თავს, მათ შორის პირადულშიც. აღსაღნიშნია, რომ მეორე ნახევარს, შენთან ერთად ყოფნისას, არ უყვარს მეორე ხარისხოვნად ყოფნა, მაგრამ შენ მსგავსი სიტუაციების მოგვარებაც შეგიძლია.კიდევ »
შენ ძალიან მოწესრიგებული და კარგი ადამიანი ხარ. შენ ბევრი კარგი თვისება გაქვს და ძალიან ბევრი რამ მოგწონს ამ ცხოვრებაში, მაგრამ ამავდროულად შენ გაქვს შეუფერებელი ხასიათის მთელი რიგი. მართალია, ვიღაც ფიქრობს რომ, შენ ყველაფერი რიგზე არ გაქვს იუმორის სფეროში.... სამაგიეროდ შენი პასუხისმგებლობის უნარიონობა ამ ყველაფერს ფარავს!კიდევ »
რომელი დღესასწაული ხარ?
ყველა დღესასწაული ატარებს თავის ემოციას და აზრს. გაიგე, რომელი დღესასწაული ასახევს შენს შინაგან სამყაროს
შენი განსაკუთრებული თვისებაა - ეგოიზმი. არავინ ამბობს , რომ საკუთარი თავი არ უნდა გიყვარდეს, მაგრამ არ ღირს სხვა ადამიანების არსებობის დავიწყებაც. უნდა გახსოვდეს, რომ ყოველთვის და ყველაგან ისე ვერ იქნება ყველაფერი, როგორც შენ გინდოდა ყოფილიყო. შენი "სისატიკე" და პირდაპირობა, არც ისე იშვიათად იწვევს გარშემომყოფთა პატივისცემას, უფრო მეტიც ისინი ამის გამო გაფასებენ კიდევაც და რიგ შემთხვევებში მხარსაც გიჭერენ. შენ, რაც არ უნდა გირჩიონ მაინც ისე იქცევი, როგორც შენ თვლი სწორად, ამიტომაც რთულია შენი გავლენის ქვეშ მოქცევა. ყველაფრის მიუხედავად, შენში ნათლად არის გამოხატული ლტოლვა ორიგინალურობისა და ინდივიდუალიზმისკენ, რაც დასაფასებელია. შენ განსაკუთრებული ხარ, რადგან არასოდეს ცდილობ სხვას მიბაძო.კიდევ »
შენი ცხოვრების სტილი?
"ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია" - გვამცნობს ცნობილი ანდაზა. ასეა თუ არა ეს, გაიგებ როცა შეასრულებ ტესტს!
შენ ემხრობი იმ აზრს, რომელიც ამბობს შემდეგს: "თუ გინდა იყო ჯანმრთელი, საჭიროა მეტი იმოძრაო და მიიღო მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი საკვები." შენ სანამ რამე გემრიელს გასინჯავ, მანამდე გულმოდგინედ სწავლობ მის შემადგენლობას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებ მას. თუმცა არც ისაა საიდუმლო, რომ ჯანსაღი საკვები როგორც წესი ნაკლებად გემრიელია. მიუხედავად ამისა, შენ ხელს არ გიშლის მისი უგემურობა თუ საკვები სასარგებლოა, სიამოვნებით მიირთმევ მას. შენს მეგობრებს უცნაური ჰგონიათ, ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმართ ასეთი სიყვარული, მაგრამ შენ ეს არ გაღელვებს და იქცევი ისე, როგორც თვლი საჭიროდ. ეს სიჯიუტე შენი ხასიათის ერთერთი დადებით მხარეა. შენ ნამდვილად უფრთხილდები საკუთარ ჯანმრთელობას და ეს იმით გიფასდება, რომ ძალიან იშვიათად ავადმყოფობ.კიდევ »
ის რასაც აკეთებ დიდი სიამოვნებით და არ გენანება დრო და ძალები, ეს არის მოგზაურობა. შენ აღმერთებ რაღაც ახლის შეძენას, ახალი კულტურების შესწავლას და საერთოდ სამწყაროს შეცნობას. შენ ვერ უგებ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ დროს საყიდლებზე სიარულით ხარჯავენ, რადგანაც შენი ფილოსოფია ვერ ეგუება დროის უაზრო ხარჯვას. ახალი შთაბეჭდილებები გავსებს ენერგიით და ყოველთვის ცდილობ გამონახო დრო მოგზაურობისთვის. ასე გააგრძელე.კიდევ »
რომელი ცხოვრელი ხარ?
ყველას აქვს თავის მცირე საიდუმლო. ეს ტესტი განსაზღვრავს შენს ცხოველურ ინტინქტს
შენ საიმედო და საჭირო მეგობარი ხარ, შენს გარეშე ცხოვრება სულ სხვანაირად გამოჩნდებოდა. მშვიდი, სასიამოვნო და მომთმენი, იქამდე სანამ, მოთმინების ფიალა არ აგევსება. ყოველ შემთხვევაში, შენ შეგიძლია წარმატებულად ჩათვალო საკუთარი თავი!კიდევ »
შეფუთული საჩუქარი
როგორი საჩუქრის გაკეტება ან მიღება გიყვარს? გაიგე, როცა შეასრულებ ამ ტესტს
საჩუქრის არჩევის დროს, შენ პირველ რიგში გინდა გაახარო ახლობლები. შენთვის მთავარია, გაუგო ადამიანებს და დაეხმარო მათ ნებისმიერ საკითხში. შენ საუკეთესო მეგობარი ხარ, ენერგიული თანამშრომელი, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს სასურველ მიზანს, თუ სწორად დაალაგებს კარიერას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენ საჩუქრებს აკეთებ უანგაროდ, არ ელოდები მადლობას ან ანალოგიურ ქმედებას, რადგან საჩუქარი შენთვის არის საკუთარი გრძნობები აღწერა კონკრეტული ადამიანის მიმართ. მაგრამ შეუძლიათ კი გარშემომყოფებს სწორად გაიგონ შენი ესეთი ხასიათი? შეიძლება მათ ეს უანგარობა ბოროტად გამოიყენონ! სხვა კუთხით, რომ შევხედოთ, ეს არ არის მიზეზი, რის გამოც უნდა შეიცვალოთ, მთავარია თავად ღებულობ ამისგან სიამოვნებას...კიდევ »
შენ ზედმეტად თვით კრიტიკული ხარ. ალბათ ამას არაერთხელ გაურთულებია შენი ცხოვრება. შენ არ გინდა, რომ შეიცვალო და გაკმაყოფილებს იმ მსხვერპლის პოზიცია, რომელსაც თითქმის არაფრის გამო აკრიტიკებენ ხოლმე. თუ გინდა, რომ ადამიანები გეუბნებოდნენ გარკვეულ მაამებელ სიტყვებს, შეეცადე ამისათვის რამე გააკეთო, მაგალითად მიხედე საკუთარ აღნაგობას და შედეგიც დიდხანს არ გალოდინებს. კიდევ »
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შენ შეგიძლია შეიგრძნო ან გამოიცნო, უფრო მეტი, ვიდრე ეს სხვებს შეუძლია, მაგრამ შენი ექსტრასენსული ნიჭი განვითარებული არ არის, შენ არ იცი ამ ნიჭის გამოყენება და კონტროლი. შენი ცხოვრება ძალიან აქტიურია, შესაბამისად არ გყოფნის ან უბრალოდ არ გაქვს სურვილი მოუსმინო შენს შინაგან მეს და განავითარო ეს ნიჭი, უნდა აღინიშნოს, რომ ამისათვის ყველანაირი საშუალება გაქვს. იქნებ ღირდეს ამ ნიჭის გამოყენება? რადგან შინაგანი ხმა არასდროს გიღალატებს შენ, ინტუიცია კი ყოველთვის დაგეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში.კიდევ »
შენი მეორე ნახევრის არჩევა
სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, განსაკუთრებით სიყვარულში. ვისთან უნდა იყო შენ - არჩევანი შენზეა!
მეორე ნახევრის ძებნის დროს შენ არ აყენებ განსაკუთრებულ კრიტერიუმებს და იდეალი, როგორც ასეთი შენთვის არ არსებობს. შენ ენდობი ბედს და იმედოვნებ, რომ ის შენ მიმართ კეთილგანწყობილი იქნება და გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელშიც შენ შეიგრძნობ ნამდვილ მეგობარს, რომელიც გვერდში დაგიდგება რთულ სიტუაციებში. შენთვის არც ისე მნიშვნელოვანია პარტნიორის სტატუსი, მისი გარეგნობა და ტემპერამენტი, რამდენადაც მოსმენის და კარგი რჩევის მოცემის უნარი. მეორე ნახევარში შენ ეძებ ისეთ თვისებებს, როგორიცაა გაგება, თანადგომა, გონიერება და მოთმინება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შენ ეძებ ახლობელ სულს, რომელიც ყოველთვის გაგიგებს და გაპატიებს. შენ ფიქრობ, რომ ვნება ადრე თუ გვიან წავა, ხოლო გვერდით კი უნდა გყავდეს ადამიანი, რომელიც ზედმეტი სიტყვების გარეშე იგრძნობს, რა ხდება შენ სულში და გაიხარებს, ან მოიწყენს შენთან ერთად.კიდევ »
ის რასაც ვერასდროს აპატიებ - ესაა ტყუილი. შენთვის ტყუილი ძალიან გამაღიზიანებელია, მითუმეტეს როცა ხვდები, რომ გატყუებენ შენ თავს გრძნობ უხერხულად. ამით შეიძლება ზოგჯერ გაგაოცონ, მაგრამ არასასიამოვნო შეგრძნება მაინც რჩება შენს გულში და არ გაძლევს მოსვენებას. არ შეიძლება ითქვას, რომ გულუბრყვილო ადამიანები იწვევენ შენში აღფრთოვანებას, მაგრამ მატყუარებმა ნამდვილად შორს უნდა დაიჭორონ შენგან თავი. თქვენთვის მთავარია, იყოთ საკუთარი თავის ერთგული, ხოლო დანარჩენი მეორეხარისხოვანია ... კიდევ »
შენ გაქვს დახვეწილი მანერები და ძალიან კარგად იცი ეტიკეტის წესები. შენ ყოველთვის სიხარულით ღებულობ სასარგებლო ინფორმაციას. მიყვები ახალ ინფორმაციებს და კარგად გეხერხება აზრის დალაგება. მეგობრები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, რადგან ნებისმიერი სიტუაციიდან, შენ შეგიძლია გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთი შენი მთავარი თვისება მოწესრიგებულობაა, ამიტომ ვერ იტან არეულობას. მიყვები ერთ პრინციპს, რომ უნდა ისწავლო სხვის შეცდომებზე. თუმცა, შენი უპირატესობის ფონზე, არის უარყოფითი მხარეებიც, როგორიცაა სიჯიუტე. სწორედ ამ თვისებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს, მეორე ნახევრის პოვნაშიკიდევ »