Jo dovanos
Vartotojas dar neturi dovanų. Taigi pirmasis/oji vasrtotojas/a, atsiunčiantis/i dovaną, iškart sulauks krūvos dėmesio. Ar esi pasiruošę/ęs dėmesiui?
იმის შესახებ, თუ რა არის ვნება, შენ სამწუხაროდ მხოლოდ ყურმოკვრით თუ გსმენია რამე. შენ ყველთვის აკონტროლებ საკუთარ ემოციებს, ასევე პარტნიორსაც არ აძლევ შენთან გახსნისა და ემოციების გამოხატვის საშუალებას. ყველაფრის მიზეზი კი შენი ვნებისადმი ფილოსოფიური დამოკიდებულებაა. შენ თვლი, რომ ვნება და ყველაფერი რაც ვნებას უკავშირდება მეტწილად ამორალურია ვიდრე რომანტული. შენ მიგაჩნია, რომ უთიერთერთობის მწვერვალების დაპყრობა მხოლოდ სულიერ დონეზე უნდა მოხდეს ვნებებისა და ემოციბის გარეშე. გირჩევთ ამ თემასთან ფრთხილად იყოთ...Daugiau »
უნდა ვთქვათ, რომ მშვენივრად ერკვევი ადამიანებში, რაც ძალიან გეხმარება ცხოვრებაში. შენ გეხერხება შეიცნო სხვისი განწყობა, მაშინაც კი თუ ის უბრალოდ ნაცნობია, ამიტომ შენ ძალიან მარტივად ახერხებ იპოვო საყვარელი ადამიანის გულის გასაღები. რთულია შენი მოტყუება, ამიტომ იშვიათად ხვდები რთულ სიტუაცეიებში. გისურვებთ არ დაგეკარგოს ეს დადებითი თვისებები.Daugiau »
ზუსტად ოჯახური ღირებულებები დგას ყოველთვის შენთვის პირველ პლანზე, ამიტომაც შენ უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებ არა საკუთარ, არამედ ახლობელი ადამიანების ინტერესებს. სამწუხაროდ დღეს ოჯახური ღირებულებები არ იმსახურებენ ისეთ პატივისცემას, როგორც ადრე, თუმცა შენ მიეკუთვნები ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ფესვებთან კავშირს. შენ არ ხარ მატერიალისტი, ამიტომაც ზუსტად აღიქვამ, რომ თუნდაც ისინი, ვინც მოგებაზე და კარიერაზე არიან ორიენტირებული დროთა განმავლობაში მიდიან იმ აზრამდე, რომ ახლობელი ადამიანების სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და აღიარება.ამიტომაც არ ღირს გრცხვენოდეს შენი ცხოვრებისეული მისწრაფებების, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს არც ისე მოდურია. უმჯობესია შეეცადო, რომ ახლობლებმა შეხედონ შენს შეხედულებებს არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ გრძნობდნენ, რომ ოჯახი - რამოდენიმე უცხო ადამიანის თავყრილობა არაა, მეტიც ისე ერთი მთლიანობაა, სადაც ყოველთვის გაგიგებენ, გვერდში დაგიდგებიან და მოხარული იქნებიან შენი ყოფნით.Daugiau »
პიროვნების ტესი
ტესტი დაგეხმარება გაიგო, შენი ხასიათის მაჩვენებლები და იპოვო იდეალური მეწყვილე
დახვეწილი მანერები და ეთიკის ნორმების ზედმიწევნით ცოდნა შენი საუკეთესო იარაღია. შენ ყოველთვის სიამოვნებით ღებულობ სასარგებლო ინფორმაციას, თვალყურს ადევნებ სიახლეებს და კარგად გამოგდის აზრის გადმოცემა. მეგობრები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, რადგან ნებისმიერი სიტუაციიდან შენ შეგიძლია იპოვო გამოსავალი. ერთერთი შენი თვისებაა - მოწესრიგებულობა, ამიტომ არ გიყვარს არეულობა. ცხოვრებაში ითვალისწინებ აზრს, რომ უნდა ისწავლო სხვის შეცდომებზე და არა საკუთარზე. დადებით თვისებებთან ერთად გაქვს უარყოფითი თვისებებიც, ზოგისთვის შენ შეიძლება ძალიან უჟმური და მოსაწყენი ადამიანი იყო. სწორედ ამ თვისებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს იდეალური მეორე ნახევრის პოვნაში.Daugiau »
შეგიძლია თუ არა მეგობრობა?
მეგობრობა - ეს კარგია, მაგრამ ყველას არ შეუძლია იყოს კარგი მეგობარი. გაიგე, რომელ კატეგორიას მიეკუთვნები შენ.
შენ - ნამდვილი მეგობარი ხარ. ზუსტად ისეთი მეგობარი ხარ, რომლებიც სიმღერებშია მოხსენიებული, რომელიც ძვირფასია მეგობრებისთვის და რომელთან მეგობრობაც ბედნიერების ტოლია. შენი იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეთ შენს მეგობრებს, დღის ნებისმიერ დროს, არ აქვს მნიშნველობა დღე იქნება თუ ღამე, შენთვის არ არსებობს სხვის დახმარებაზე უფრო მნიშნველოვანი საქმე - შენ უბრალოდ საოცრება ხარ! შენ იმ იშვიათ ადამიანთაგანი ხარ, რომელიც ვერ იტანს ცინიზმს და არ შეუძლია ღალატი. ყველაზე მეტად შენ მარტოობის გეშინია, ზუსტად ამიტომაც გყავს ამდენი მეგობარი ირგვლივ, განურჩევლად მათი სქესისა. შენ შეგიძლია მათი მოსმენა, თუმცა მუდამ ფრთხილობ საკუთარი აზრის გამოხატვისას, რადგან არ გინდა ამით ვინმეს ზიანი მიაყენო, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერთან ერთად მზრუვნელიც ხარ.Daugiau »
შენ მომხრე ხარ ტრადიციული შეხვედრების. შენ ალბათ იცი, რომ რესტორანში ვახშამზე უარს არ იტყვის თითქმის არავინ. სასიამოვნო წითელ ღვინოსთან ერთად საუბარი ორმაგად საინტერესოა, ტკბილი დესერტები კი ათბობს ურთიერთობას. პირისპირ ჯდომის დროს, შესაძლებელია უყუროთ ერთმანეთს თვალებში, როგორც ამბობენ, თვალები ხომ სულის სარკეა. კლასიკა აქტუალური იყო ყველა დროში და შენ ამას წარმატებით იყენებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი შეხვედრის დროს მთავარი მიზანი მიღწეულ იქნება, შენ გაიცნობ პარტნიორს უკეთ.Daugiau »
შენი მეორე ნახევრის არჩევა
სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, განსაკუთრებით სიყვარულში. ვისთან უნდა იყო შენ - არჩევანი შენზეა!
შენ არაპროგნოზირებადი პიროვნება ხარ და ამიტომ პარტნიორის შერჩევა შენთვის გარკვეული გართობაა. თუმცა, ეს მხოლოდ მოჩვენებითია. სინამდვილეში შენ ირჩევ შენთვის თანამგზავრს, პირველ რიგში შინაგან გრძნობებზე დაყრდნობით. შენ არ აწესებ მკაცრ ჩარჩოებს, ბევრას არ ითხოვ, თუმცა, შენ ზუსტად იცი, რომ მან უნდა გაიზიაროს შენი მისწრაფებები, არ იყოს მოსაწყენი და იაროს შენთან ერთად ცხოვრების გზაზე მსუბუქად და ძალდატანების გარეშე. შენ შეგიძლია აადამიანების მიმხრობა, ამიტომაც არ გაგიჭირდება იპოვო პარტნიორი, რომელიც მზად არის განსაცვიფრებელი ქმედებებისთვის და ნამდვილი სიყვარულისთვის.Daugiau »
შენ არ თვლი საკუთარ ტავს განუმეორბლად, მაგრამ ამავე დროს, შენი გარეგნობა შენ სავსებით გაკმაყოფილებს. შესაძლოა, შენ გინდა შეცვალო რამე წვრილმანები შენს გარეგნობაში, მაგრამ შენ იშვიათად ფიქრობ ამაზე. ზოგადად, შენ მშვენივრად გამოგდის საკუთარი თავის მართვა და თვლი საკუთარ თავს ჩვეულებრივ ადამიანად. შენი მეგობრები გაფასებენ შენ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები კი მარტივად პოულობენ შენთან საერთო ენას. ალბათ, არც ღირს შეიცვალო...Daugiau »
დღესდღეობით შენ მზად არ ხარ შექმნა სერიოზული ურთირთობები და მთავარი მიზეზი იმალება სწორედ შენს არასტაბილურობაში. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ეს სამოდამოდ ასე იქნება, უბრალოდ შენ ჯრ არ შეგხვედრია ის ერთადერთი, რომელიც შენი ყურადღების მიპყრობას სათანადოდ შეძლებდა. შენ საერთოდ ცდილობ იცხოვრო ისე, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობები არ აიკიდო ზურგზე, ამიტომ ურთიერთობის დროს სამართლიანი იქნებოდა, პირდაპირ უთხრა პარტნიორსმ რომ სერიოზული ურთიერთობებისთვის არ გცალია, ამით თავიდან აიცილებ სხვისი გულის ტკენას...Daugiau »
როგორც ამბობენ, სილამაზით შეიძლება მხოლოდ დატკბე, ხოლო შეყვარებით მხოლოდ ადამიანის სული. წარმოუდგენელი მიუწვდომლების ქვეშ იმალება შენი ამოუცნობი სული. თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც აფასებს არათანამედროვე მეთოდს ურთიერთობაში, მაშინ თქვენ ერთად ძალიან ბედნიერები იქნებით. შეიძლება ითქვას, რომ შენი გაგება რთულია, მაგრამ შენი უცნაურობა და ჩაკეტილობა, სწორედ რომ ხიბლავს ადამიანებს. ალბათ, არც ღირს რამის შეცვლა, რადგან ინდივიდუალურობა და არასტანდარტული ხედვა სხვადასხვა თემებზე ძალზედ საინტერესოს ხდის ადამიანს...Daugiau »
შენი ხასიათი ცვალებადია და არასოდეს იცი, თუ რას უნდა მოელოდნენ შენგან. შენ განხვავებული ინტერესები გაქვს, ხოლო ქმედებები კი ამოუცნობი. ზოგადად შენ მხიარული, კეთილი და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი ხარ. შენ გარემოცვაში ყოველთვის საინტერესოა ყოფნა, რადგანაც შენს ერუდიციას არ აქვს საზღვრები. ამასთანავე, შენ იცი ლამაზად გამოსცე საკუთარი აზრი, ამიტომ შენი მოსმენა ერთგვარი სიამოვნებაა. შენში თავმოყრილია, რამოდენიმე იშვიათი თვისება, როგორებიცაა მაგალითად: სინდისი, პასუხისმგებლობა და ორიგინალურობა. ბევრისთვის შენ იდეალური ადამიანი ხარ.Daugiau »
შენი პიროვნების ტესტი
პიროვნების ტესტი გაანალიზებს სხვადასხვა მხრიდან და ჰქმნის შენს ნამდვილ სახეს, რათა ვიპოვოთ იდეალური პარტნიორი..
შენ გიყვარს სიზუსტე და კონკრეტიკა ყველაფერში, ამიტომაც საქმეში ყოველთვის რეალისტი ხარ და ეჭვის თვალით უყურებ ახალ იდეებს, შენ მუდამ გჭირდება ფაქტები და არგუმენტები. შენ მეტ მნიშვნელობას ანიჭებ მატიერიალურ სტიმულებს და ამიტომაც სავსებით ეკონომიური და რაციონალური ხარ. შენ ძალიან შრომისმოყვარე და მიზანსწრაფული ხარ, არასოდეს აფასებს შედეგებს სანამ საქმეს არ მიიყვან ბოლომდე და დეტალურად არ გადაამოწმებ ყველაფერს, ამიტომაც სხვა ადამიანებსაც აფასებ მათი მიღწევებითა და შედეგით საქმეში და არა მათ მიმართ არსებული სიმპატიით. განვითარებული გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და მუდამ აგრძელებ მუშაობას დაწყებულ საქმეზე, მიუხედავად განწყობისა. საკუთარ პრობლემებს თვითონ ებრძვი ჩუმად ისე, რომ ვერავინ ვერაფერი შეამჩნიოს და ცდილობ არასოდეს სთხოვო სხვას დახმარება ან თანაგრძნობა. ამასთანავე ცუდად ორიენტირებ ემოციების სამყაროში და ხშირად გამოგეპარება მეგობრების პოზიტიური თუ ნეგატიური განწყობა ისე, რომ ვერც კი შეამჩნევ. ვერ იტან როცა გაკრიტიკებენ. გამძაფრებულად განიცდი პასუხისმგებლობას საკუთარ ახლობლებსა და მეგობრებზე, შეგიძლია ფარად აღუდგე მათ წინ გადაყრილ საფრთხეს.Daugiau »
შენ უბრალოდ მგრძნობიარე არ ხარ, პირიქით ეს შეგრძნება გადაჭარბებული რაოდენობით გაქვს. ამ ორი თვისების გათვალისწინებით შენი კოცნა მოქმედებს პარტნიორზე ისე, რომ ის კარგავს თავს და პრაქტიკულად გულიც კი მისდის სიამოვნებისგან. ამასტანავე, შენ პარტნიორთან ძალიან გულწრფელი ხარ, ყურადღებას ანიჭებ არა მხოლოდ კოცნის ცოდნას, არამედ ნამდვილ გრძნობასაც. კოცნისას შენ ცდილობ შეერწყა შენს პარტნიორს, ასევე მშვენივრად ახერხებ მის გრძნობებზე ფოკუსირებას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ შენთვის კოცნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც შენთვის სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.Daugiau »
შენ ყოველთვის ზუსტად იცი რა გინდა და თავდაჯერებულად მიდიხარ დასახულ მიზნამდე. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფულის გამომუშავება შენ კარგად შეგიძლია. შენ გაქვს გარკვეული ხრიკები ბიზნესთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ქარიზმა, რომელიც საშუალებას გაძლევს დროს ფეხი აუწყო და ყოველთვის სწორ დროს მოხვდე სწორ ადგილას. დროდადრო შენ გებადება საინტერესო ბიზნეს იდეები და სიამოვნებით ცდილობ მათ რეალიზებას, ამაში გეხმარება კოლოსარული რაოდენობა შრომისუნარიანობის და საკუთარი თავის ფასი.Daugiau »
ზუსტად შენზეა ნათქვამი "გამიყურება როგორც გმირობის ღმერთი" , რათქმაუნდა იგულისხმება შენი შინაგანი სამყარო. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული აზრი გამყარებულია შენი სილამაზითა და შესანიშნავი ხასიათით. ეს კი ძალიან იშვიათი შემთხვევაა როცა ადამიანი ისევე ლამაზია გარეგნულად, როგორც სულიერად. ასე, რომ სრული უფლება გაქვს მოგწონდეს საკუთარი თავი და გჯეროდეს განსაკუთრებული ადამიანების არსებობის. რათქამუანდა შენი იცი საკუთარი თავის ფასი და საკმაოდ რთლია შენი გულის მონადირება, ეს ყველას არ ძალუძს. თუმცა შენ თუ ვინმე შეგიყვარდება, გაქვს უნარი სრულიად ეკუთვნოდე მას.Daugiau »
შენ გაქვს დახვეწილი მანერები და ძალიან კარგად იცი ეტიკეტის წესები. შენ ყოველთვის სიხარულით ღებულობ სასარგებლო ინფორმაციას. მიყვები ახალ ინფორმაციებს და კარგად გეხერხება აზრის დალაგება. მეგობრები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, რადგან ნებისმიერი სიტუაციიდან, შენ შეგიძლია გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთი შენი მთავარი თვისება მოწესრიგებულობაა, ამიტომ ვერ იტან არეულობას. მიყვები ერთ პრინციპს, რომ უნდა ისწავლო სხვის შეცდომებზე. თუმცა, შენი უპირატესობის ფონზე, არის უარყოფითი მხარეებიც, როგორიცაა სიჯიუტე. სწორედ ამ თვისებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს, მეორე ნახევრის პოვნაშიDaugiau »
შენთვის საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ყველაზე მნიშვნელოვანია.. ეს არის გარკვეული განტვირთვა შენთვის, იმისათვის რომ დროებით მაინც დაივიწყო პრობლემები. საყვარელ ადამიანთან ყოფნის დროს, შენ თავს უბედნიერესად გრძნობ. შენ ცდილობ გაექცე ყველანაირ არასაურველ კამათს, ამიტომ შენთვის არ წარმოადგენს სირთულეს დათმო. ზოგადად სიყვარული შენთვის, ეს არის უსაზღვრო ბედნიერება და ამიტომ შენ ძალიან დაკვირვებით ირჩევ პარტნიორს...Daugiau »
რათქმაუნდა, შენ გაქვს გემოვნება, ამასთანავე, არამარტო ტანსაცმელში. შენ შეგიძლია სუფრის კარგად გაწყობა, ასევე საჩუქრის არჩევა და გაფორმება განსაკუთრებულად, ისე რომ გარშემომყოფ ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილება მოხდინო. ბევრი შენი მეგობარი ცდლილობს მოგბაძოს ამ საქმეში მაგრამ, მათ ეს ნაკლებად გამოსდით, რადგან შენი შეგრძნება გემოვნების მიმართ ნიჭია, ნიჭი კი როგორც ცნობილია, თუ გაქვს, ვლინდება ყველაფერში. Daugiau »