მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
შენს ცხოვრებაში სექსუალური გამოცდილება მთავარ როლს არ თამაშობს. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა დაფიქრება თუ რატომ არ აქცევ ყურადღებას ამ მნიშვნელოვან მხარეს ცოხვრებაში. ნუ იქნები ესეთი კატეგორიული. სცადე გაიხსნა, მიენდო შენს სურვილებს და სამყარო გარშემო განსხვავებულად მოგეჩვენება და სული თავისით მოგთხოვს თავგადასავლებს. არ არის გამორიცხული რომ ეს თავგადასავლები პირდაპირ სექსთან იყოს კავშირში. კიდევ »
შენ შეგიძლია სიყვარული და ამ გრძნობას ძალიან სერიოზულად ეკიდები, მაგრამ სიყვარულს შენს ცხოვრებაში პირველი ადგილი არ უჭირავს. შენ ფხიზლად აღიქვამ მდგომარეობას და შეგიძლია გააკონტროლო შენი გრძნობები. არასოდეს ვარდები უხერხულ მდგომარეობაში, არ ეჭიდები ისეთ ურთიერთობას, რომელიც წინასწარ განსაზღვრულია დასანგრევად. შენ გყოფნის ძალა გაცურო დინების საწინააღმდეგო მიმართულებით და გაუმკლავდე სირთულეებს, თუ ეს რა თქმა უნდა აუცილებელია.კიდევ »
შენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ხშირად იდეალურად აღიქვამ ადამიანებს, ცდილობ არ შეამჩნიო მათი უარყოფითი მხარეები. ერთის მხრივ, ეს კარგია, მაგრამ ზოგადად ეს რეალობისგან შორსაა, ეს კი შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. თუ შენ ვინმე გიყვარდება, უყურებ მას პოზიტიურად და ამჩნევ მხოლოდ დადებით თვისებებს. აქედან გამომდინარე ადამიანს ხედავ ისეთს, როგორიც გინდა რომ იყოს. როცა რამე დაბრლოკებას ნახავ რაც იმედებს გაგიცრუებს, ადანაშაულებ მაგ ადამიანს, მაგრამ ვაი რომ ეს უფრო შენი ბრალია...კიდევ »
შეიძლება ზუსტად ითქვას თქვენ მზად ხართ სერიოზული ურთიერთობისთვის, ზუსტი წარმოდგენა გაქთ იმასთან დაკავშირებით რომ რეალური, ძლიერი ურთიერთობები - ეს არ არის მხოლოდ რომანტიკა და ღრუბლებში ფრენა, არამედ მთელი რიგი ვალდებულებები, რაც მოითხოვს საკუთარ თავზე ყოველდღიურ მუშაობას. აღსანიშავია რომ თუ შესაბამის კანდიდატურას ნახავთ არ ხართ წინააღმდეგი დაქორწინდეთ. თქვენი წარმოდგენა იდეალურ ქორწინებაზე დაკავშირებულია ოჯახის შექმნასა და სრულ ურთიერთგაგებასთან.
მთავარია პარტნიორს იგივე სურდესკიდევ »
ზუსტად ოჯახური ღირებულებები დგას ყოველთვის შენთვის პირველ პლანზე, ამიტომაც შენ უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებ არა საკუთარ, არამედ ახლობელი ადამიანების ინტერესებს. სამწუხაროდ დღეს ოჯახური ღირებულებები არ იმსახურებენ ისეთ პატივისცემას, როგორც ადრე, თუმცა შენ მიეკუთვნები ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ფესვებთან კავშირს. შენ არ ხარ მატერიალისტი, ამიტომაც ზუსტად აღიქვამ, რომ თუნდაც ისინი, ვინც მოგებაზე და კარიერაზე არიან ორიენტირებული დროთა განმავლობაში მიდიან იმ აზრამდე, რომ ახლობელი ადამიანების სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და აღიარება.ამიტომაც არ ღირს გრცხვენოდეს შენი ცხოვრებისეული მისწრაფებების, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს არც ისე მოდურია. უმჯობესია შეეცადო, რომ ახლობლებმა შეხედონ შენს შეხედულებებს არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ გრძნობდნენ, რომ ოჯახი - რამოდენიმე უცხო ადამიანის თავყრილობა არაა, მეტიც ისე ერთი მთლიანობაა, სადაც ყოველთვის გაგიგებენ, გვერდში დაგიდგებიან და მოხარული იქნებიან შენი ყოფნით.კიდევ »
რომელ ყვავილთან გაქვს საერთო?
ყველა ყვავილი თავისებურად ლამაზია. ყვავილებს, ისევე როგორც ადამიანებს, აქვთ თავისებური თვისებები და ხასიათი..
შენს ნათელ ინდივიდუალურობას, განუსაზღვრელ ენერგიას და თვალისმომჭრელ სილამაზეს შეუძლია გაალამაზოს მოსაწყენი დღეც. შენ თითქოს თან დაგაქვს მზის სხივები, რომელიც ათბობს ყველას, ვისაც სითბო არ ყოფნით. მიუხედავად შენი მსუბუქი ხასიათისა, შენ შეგიძლია იყო სერიზული. შენი თვითდაჯერებულობა არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, როცა მოქმედებაა საჭირო. ურთიერთობაში შენ ძალიან თავაზიანი და ყურადღებიანი ხარ. ყველა, თუნდაც უმნიშვნელო კამათიც კი, რთულად გადაგაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ცდილობ ყველა წყენა წარსულში დატოვო და პოზიტიურად განაგრძო ცხოვრება!კიდევ »
შენ ადამიანის საწყისი ელემენტი ხარ, ნატურა: თავისუფალი, კეთილი, ჭკვიანი, და რათქმაუნდა ადამიანური, ეს იმას ნიშნავს, რომ რიგ შემთხვევბში ხარ პრეტენზიული, ეჭვიანი და სასტიკიც კი. ზუსტად ეჭვიანობას მოაქვს შენთვის ყველაზე დიდი უსიამოვნებები. მაგრამ შენ ამ უსიამოვნებებიდან მუდმივად გამრჯვებული გამოდიხარ, ამაშ კი შენი საღი გონება, იმპროვიზაცია და სიმამაცე გეხმარება. როგორც ყველა ჭკვიან ადამიანს შენც განვითარებული გაქვს ფანტაზია და გაქვს უნარი მიმართო პრობლემის ეშმაკური, მხოერხებული გზით გადაჭრას.კიდევ »
შენ გაქვს დახვეწილი მანერები და ძალიან კარგად იცი ეტიკეტის წესები. შენ ყოველთვის სიხარულით ღებულობ სასარგებლო ინფორმაციას. მიყვები ახალ ინფორმაციებს და კარგად გეხერხება აზრის დალაგება. მეგობრები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის, რადგან ნებისმიერი სიტუაციიდან, შენ შეგიძლია გამოსავლის პოვნა. ერთ-ერთი შენი მთავარი თვისება მოწესრიგებულობაა, ამიტომ ვერ იტან არეულობას. მიყვები ერთ პრინციპს, რომ უნდა ისწავლო სხვის შეცდომებზე. თუმცა, შენი უპირატესობის ფონზე, არის უარყოფითი მხარეებიც, როგორიცაა სიჯიუტე. სწორედ ამ თვისებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს, მეორე ნახევრის პოვნაშიკიდევ »