მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
ფოტოები Instagram-დან არაა ფოტო
ბლოგები (0)
ჩანაწერები არ არის ნაპოვნი
Spotify მუსიკა (0)
Რეკორდი რეიტინგში
სულ ხმები: 2
მისი ტესტები
შენი ფლირტის ტაქტიკა
ფლირტი - ეს ხელოვნებაა. გაიგე ფლირტის რა სახეობა არის შენთვის უფრო შესაფერისი.
ფლირტი შენთვის ისეთივე ბუნებრივია როგორც სუნთქვა და ისევე ადვილად მიიღწევა. შენ შეგიძლია უპრობლემოდ მოხიბლო ნებისმიერი ადამიანი, ქათინაურებით აავსო. შენთვის ფლირტი ერთგვარი თამაში, გართობის საშუალებაა. არ ითვლი შენს მიერ გატეხილ გულებს, არ უფიქრდები შენი სიტყვები ვინმემ გულთან ახლოს მიიტანა თუ არა. ლამაზად ლაპარაკი ყველას არ შეუძლია, მითუმეტეს ისე სიტყვაზე რომ დაუჯერონ.
თუ პრობლემები გიჩნდება, ისინი ფაქტობრივად გაშეშებენ და გიშლიან ხელს ცხოვრების გაგრძელებაში. გარკვეული სახის პანიკა გეწყება, რომელიც უგრძნობლობაში გადადის და თავი ყველაზე უმწეო ადამიანი გგონია. ხშირად უკიდურესობას მიეცემი და საკუთარ თავში იკეტები. სულ ტყუილად, რადგან ყველა პრობლემა მოგვარებადია. მოეშვი, იყავი ადამიანებთან ახლოს და ეცადე უსიამოვნებების წინაშე მარტო არ დარჩე. ახლობლები ყოველტვის გაგიგებენ და გვერდში დაგიდგებიან.კიდევ »
შენ შეგიძლია იმხიარულო მთელი გულით. დადებითი ემოცია ყველას გადაეცემა, ამიტომ ნებისმიერ თავყრილობაზე ყოველთვის უხარიათ შენი გამოჩენა. შენ ყოველთვის ყოველთვის კარგ გაწყობაზე ხარ, ოპტიმისტურად უყურებ სამყაროსა და გარშემომყოფებს. ნებისმიერი უსიამოვნება შენთვის მოთმინების უნარის შემოწმებაა, ამიტომ იშვიათად ბრაზდები. დიდი ფანტაზიის უნარი გაგაჩნია, ამიტომ თავისუფლად შეიძლება გეწოდოთ სიურპრიზების ოსტატი. ერთი სიტყვით შენთან ადამიანი ვერ მოიწყენს. კიდევ »
შენ მოგწონს შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნა, ამ დროს შენ ყველაფერი შეგიძლია, მზად ხარ მთები შეძრა იმისთვის რომ საყვარელ ადამიანს ასიამოვნო. თითოეულ შენს რომანს იხსენებ სითბოთი და სინაზით. არც პირველი სიყვარული წარმოადგენს გამონაკლისს. მაშინაც კი თუ რამე ისე არ არის როგორც შენ გსურს. შენ არ ჩქარობ გულის აცრუებას და ტკბები ამაღელვებელი განცდებით. სიყვარული გწყურია, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენი მცდელობები იშვიათად მთავრდება სერიოზული ურთიერთობით, რადგან შენი პარტნიორები თავქარიანად მიგიჩნევენ, სწორედ ამიტომ გატაცება არ იქცევა სიყვარულად.კიდევ »
შენი როლი კინოში
კინოს რომელი როლია შენს ხასიათთან უფრო ახლოს, გაიგებ, როცა გაივლი ამ ტესტს!
გულუბრყვილო და მოკრძალებული იმიჯი- ზუსტად ამით განსხვავდები გარშემომყოფებისაგან. შენ ბავშვის მსგავსად შეგიძლია იცხოვრო საკუთარი ფანტაზიებით, გულწრფელად გიხაროდეს და შეიცნო სამყარო ფართოდ გახელილი თვალებით. შენ შეგიძლია გარშემომყოფების და საკუთარი თავის გაკვირვება, ამიტომ მათ სიამოვნებთ შენს გვერდით ყოფნა. თუმცა გულუბრყვილოს ნიღაბი მალავს დახვეწილ სულს, რომელიც სავსეა განცდებით. შენი მოკრძალებულობა განსაკუთრებულს გხდის
კომპლექსები არ გაგაჩნია. ყოველ შემთხვევაში იმ რაოდენობით რომ ხელს გიშლიდეს ცხოვრებაში. შენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მარტივია, ცდილობ შეხვდებ ახალ დღეს ღიმილით და მხოლოდ ასეთი პოზიტიური დამოკიდებულება გიცავს ყველა სახის ზეწოლისაგან და ეჭვისგან საკუთარ თავთან დაკავშირებით. ზოგჯერ გარშემომყოფებს ჰგონიათ რომ გულგრილი ხარ გარკვეულ საკითხებში, მაგრამ შენ არ გაინტერესებს მათი აზრი, რადგან გაგაჩნია საკუთარი აზრი და შენთვის ის არის მთავარი და ერთადერთი. ალბათ არ უნდა შეიცვალო, განაგრძე შენი ნათელი და ადვილი გზა, შეხვდი ნებისმიერ დაბრკოლებას ღიმილით და თავდაჯერებულობით. კიდევ »
შენ ფაქტიურად თაყვანს სცემ საკვებს. სიამოვნებით მიირთმევ ყველაფერს, თვლი რომ ჭამისგან ნამდვილი სიამოვნება უნდა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შენს გარეგნობაზე. საჭმელი შენთვის გარკვეულწილად შთაგონების წყაროა და სასუსნავებს საყიდლად სახსრებს არ იშურებ. საჭმლის მომზადება განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენს, რომელსაც ენით აღუწერელი სიამოვნებით ასრულებ, რადგან გსურს საკუთარ თავს რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდე.კიდევ »
შეგიძლია თუ არა მეგობრობა?
მეგობრობა - ეს კარგია, მაგრამ ყველას არ შეუძლია იყოს კარგი მეგობარი. გაიგე, რომელ კატეგორიას მიეკუთვნები შენ.
შენ შეგიძლია მეგობრობა და ამიტომაც გარშემომყოფები აფასებენ შენში მრავალ კარგ თვისებას, რომელსაც ნამდვილად ფლობ. შენ კეთილი ხარ, ყოველთვის შეგიძლია დაეხმარო მეგობარს, იმით რაც შენს ძალებს არ აღემატება. უბრალოდ შენ ლაპარაკი გიყვარს, რაც ხშირად შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომაც უჭირთ მეგობრებს შენთვის საიდუმლოების განდობა, მიუხედავად იმისა, რომ შენ უბოროტო და კეთილი ადამიანი ხარ. აგრეთქვე შეიძლება ითქვას, რომ შენც არც ისე გულახდილი ხარ მათთან. ამ ყველაფერთან ერთად შენ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებსაც შეუძლიათ ჭკვიანური ცხოვრებისეული დარიგებების მიცემა, შემდეგ კი უბრალოდ გაღიმება და ყველაფერის დავიწება. ზუსტად ეს მსუბუქი ხასიათი არის ის თვისება, რომელიც იზიდავთ შენში ადამიანებს.კიდევ »
სექსი შენთვის უბრალოდ აქტი არ არის, არამედ ეს ის ცხოვრებისს ნაწილია, რომელსაც შენ განსაკუთრებულად დიდ დრო უთმობ. ზუსტად სექსი გეხმარება შენ იმაში, რომ განიტვირთო, მოდუნდე და უკეთ იგრძნო ნამდვილი ცხოვრების გემო. შენ გახარებს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით სექსზე საუბარი თავისუფლად არის შესაძლებელი, აგრეთვე გიყვარს ექპერიმენტები რათა შეიცნო და აღმოაჩინო ახალი სიამოვნება ცხოვრებაში. შენ ვერც კი წარმოგიდგენია პარტნიორთან ურთიერთობა, თუ სექსის რომელიმე ასპექტში ვერ ეწყობი მას, ამიტომაც შენი პარტნიორები, შენთან გახსნილები არიან და ცდილობენ შენი სექსუალური ფატაზიების რეალიზებას.კიდევ »
შენი პოტენციალი ხელოვნებაში საკმაოდ მაღალია. შენ გაქვს მხატვრული ფანტაზია, ამავდროულად შენ ენერგიით აღსავსე ხარ, იმისათვის რომ, გამოიყენო შენი ნიჭი ბოლომდე. ეს საკმაოდ კარგია! შენ მარტივად შეგიძლია, გააკეთო რამოდენიმე საქმე ერთად, თან ყველა ეს საქმე იდეალურად გამოგივა. გარკვეული საქმის შესრულების შემდეგ, შენ უმტკიცებ როგორც საკუთარ თავს, ასე გარშემომყოფებს, რომ საუკეთესო ხარ!
შენ ხშირად ფიქრობ იმაზე, რომ შეიძლება ყოფილიყავი უფრო მიმზიდველი, ვიდრე რეალურად ხარ. დროდადრო შენ საჭიროზე მეტ დროს უთმობ საკუთარ მინუსებზე ფიქრს, გავიწყდება ის, რომ უარყოფითი მხარეები ყველა ადამიანს აქვს. საწინააღმდეგო სქესთან შენ ხშირად გაქვს პრობლემები, გათავისებული გაქვს გააკრიტიკო საკუთარი თავი და არც სხვისთვის იშურებ კრიტიკას. ზოგადად უმჯობესი იქნება გადახედო შენს პოზოციას შენთან და გარშემომყოფებთან მიმართებაში, ასევე გაიგო, რომ ყველა ადამიანში არის ნეგატივი და შენ გამონაკლისი არ ხარ!კიდევ »
შენ გიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. შენ მეტწილად მიილტვი ამისკენ, რადგან გარშემომყოფებს არ ენდობი. რთულად შედიხარ ადამიანებთან კონტაქტში. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მარტოობაში გიჩნდება სურვილი, რაღაც სიახლის კეთების. ამავდროულად, ხდება შემთხვევები, როცა გჭირდება ვინმეს დახმარება. იმისათვის, რომ ეს მიიღო, უნდა იყო უფრო კომუნიკაბელური, გახსნილი და თავისუფალი. გახსოვდეს, რომ ჩვენ სოციალური ადამიანები ვართ და დახმარების პოვნა, სწორედ ურთიერთობაშია შესაძლებელი.კიდევ »
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ შენ არ გაინტერესებს საზოგადოების აზრი. შენ თვლი, რომ არაფერია იმაზე მოსაწყენი, ვიდრე იცხოვრო და ისაზროვნო ისე, როგორ სხვები აკეთებენ ამას. სწორედ ამიტომ შენ ხშირად იქცევი, ისე როგორც მიგაჩნია სწორად და არა ისე, როგორც ეს მიღებულია საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში, შენ ხშირად გიწევს შეხედო გაკვირვებულ სახეებს. ნებისმიერ კრიტიკაზე, შენ ყოველთვის გაქვს პასუხი, ხოლო რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მეთოდების მამა ხარ! ამავდროულად შენ ცხოვრობ სოციუმში, სადაც მოქმედებენ გარკვეული კანონები და ცუდი არ იქნებოდა ხანდახან გაგეთვალისწინებინა ისინი, რადგან შენი სუბიექტური აზრი, ყოველთვის არ შეესაბამება სიმართლეს. ღირს თუ არა დამოკიდებულების შეცვლა საზოგადოების მიმართ, ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია.კიდევ »
ზუსტად ოჯახური ღირებულებები დგას ყოველთვის შენთვის პირველ პლანზე, ამიტომაც შენ უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებ არა საკუთარ, არამედ ახლობელი ადამიანების ინტერესებს. სამწუხაროდ დღეს ოჯახური ღირებულებები არ იმსახურებენ ისეთ პატივისცემას, როგორც ადრე, თუმცა შენ მიეკუთვნები ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ფესვებთან კავშირს. შენ არ ხარ მატერიალისტი, ამიტომაც ზუსტად აღიქვამ, რომ თუნდაც ისინი, ვინც მოგებაზე და კარიერაზე არიან ორიენტირებული დროთა განმავლობაში მიდიან იმ აზრამდე, რომ ახლობელი ადამიანების სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და აღიარება.ამიტომაც არ ღირს გრცხვენოდეს შენი ცხოვრებისეული მისწრაფებების, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს არც ისე მოდურია. უმჯობესია შეეცადო, რომ ახლობლებმა შეხედონ შენს შეხედულებებს არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ გრძნობდნენ, რომ ოჯახი - რამოდენიმე უცხო ადამიანის თავყრილობა არაა, მეტიც ისე ერთი მთლიანობაა, სადაც ყოველთვის გაგიგებენ, გვერდში დაგიდგებიან და მოხარული იქნებიან შენი ყოფნით.კიდევ »
სამყარო ძალიან მერყევია, ხოლო გარემოებები შეიძლება განვითარდეს ყველაზე არაპროგნოზირებადი სცენარით. რა იქნება შემდეგში არავინ იცის, ამიტომ გაცილებით სასიამოვნოა გრძნობდე, რომ გვერდით გყავს საიმედო მხარდამჭერი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო რთულ სიტუაციებში. ასეთ უართიერთობებში აუცილებელი არაა ერთად ცხოვრება და ურთიერთობების დაკანონება, სრულებით შესაძლებელია ცალ-ცალკე ცხოვრება. შენ სრულებით დაგაკმაყოფილებს იშვიათი შეხვედრები, უართიერთობა პასუხისმგებლობის გარეშე და გრძნობა იმისა, რომ ამ სამყაროში მარტო არ ხარ. შენთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვითდარწმუნება ადამიანში, რომელიც გვერდში დაგიდგება, დაგეხმარება, თუმცა საკუთარ იტერესებსაც არ გათელავს. რამდენად ადვილია ასეთი ადამიანის პოვნა, ეს უკვე სხვა თემაა, თუმცა შეუძლებელი არაფერია.კიდევ »
შენი მეორე ნახევრის არჩევა
სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, განსაკუთრებით სიყვარულში. ვისთან უნდა იყო შენ - არჩევანი შენზეა!
ზუსტად ეს ტიპაჟი შეგეფერება ყველაზე მეტად, რადგან შენ თვითონ შეგიძლია ზუსტად გაუგო სხვა ადამიანს უსიტყვოდ. დილამდე სეირნობა, სასიამოვნო სიტყვების ყურში ჩურჩული და უბრალოდ თბილი ღიმილი - აი ეს არის რაზეც შენ ოცნებობ და რაც შენ გინდა პირველ რიგში ურთიერთობისას. შენ თვითონ გაგაჩნია უამრავი დადებითი თვისება, იშვიათად იჩენ ეგოიზმს და მაქსიმალურად ფრთხილად უდგები სასიყვარულო ურთიერთობებს. ამასვე ელი მეორე ნახევრისგან. ყველაფრის მიუხედავად შენ გინდა ადამიანი, რომელიც შეძლებს დაგითმოს დიდი დრო და გაჩუქოს სითბო და ალერსი, რომელიც ასე ჭირდება ნებისმიერ მამაკაცს, ხოლო შენ - განსაკუთრებით! შენ სიხარულით უშვებ გულთან ადამიანს და უჩვენებს მას შენს სულს, იმის მოლოდინში, რომ საყვარელი ადამიანიც მსგავსად მოიქცევა და თქვენს შორის იმეფებს სრული ჰარმონია და ისეთი სიყვარული, როგორიც მხოლოდ ზღაპრებში გვხვდება. თუ დგება იმედგაცრუების მომენტი, შენ მოგიცავს მწუხარება, თუმცა შენი რომანტიული ნატურა დიდხანს არ იტანჯება და პოულობს სიმშვიდეს ახალ აღტაცების ობიექტთან.კიდევ »
ჩვენს შრის არიან მომაბეზრებელი ავატიურისტები, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ნებისმიერ საინტერესო საქმეში, ყოველვატი განხილვის გარეშე. სწორედ ასეთი ადამიანებიდან, ერთერთი ხარ შენ. იშვიათად უფიქრდები შესაძლო შედეგებს და თითქმის ყოველთვის ექსპერიმენტებს ატარებ. და შემდეგ ასეთივე ენერგიით ცდილობ გამოხვიდე არასასიამოვნო მდგომარეობიდან, რომელშიც ისევ შენი ქმედებების გამო ჩაები. შენ ძალიან ხშირად ითრევ სხვა ადამიანებს საკუთარ თავგადასავლებში. უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრების არსი, არ მდგომარეობს, მხოლოდ მუდმივი თავგადასავლების ძიებაში, არამედ გონივრულ ანალიზში.კიდევ »
მისტიკის როლი შენს ცხოვრებაში
ჩვენი ცხოვრება სავსეა ცრურწმენებით და ნიშნებით. უნდა გვჯეროდეს თუ არა ამის - ეს ყველას პირადი საქმეა, მაგრამ ნებისმიერ შემტხვევაში მისტიკა მოქმედებს შენს ცხოვრებაზე.
საყოველთაოდ აღიარებული ცრურწმენები არცთუისე მიმზიდველია. შენ მათი არ გჯერა, მიგაჩნია რომ ეს მხოლოდ წარსულის გადმონაშთია, მაგრამ აღმოაჩენ, რომ საკუთარ ნივთებთან დაკავშირებული ნიშნები მოქმედებს. ამგარად გამოდის, რომ საყვარელ პიჯაკს კარგი იღბალი მოაქვს, ხოლო მწვანე შუქნიშანი გეუბნება, რომ შენ სწორ გზას ადგახარ. რაც არ უნდა იყოს, ნიშნები, როგორც ჩანს, უფრო მეტად ინტიმურია, რომლებიც მხოლოდ შენ გეკუთვნის, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს არის ის, რაც შენ გაძლევს პოზიტიურ ენერგიას. ისე, რას შეუძლია უფრო მეტი წარმატების მოტანა, ვიდრე ტანსაცმელს, მითუმეტეს თუ ეს შენი საყვარელი პიჯაკია, რომელშიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობ?! შეგიძლია იგი მიიღო, როგორც საკუთარი, თუ დაგეხმარება, მაგრამ არ იჩქარო, რათა არ გახდე მასზე უარყოფითად დამოკიდებულიკიდევ »
შენი დამოკიდებულება სამსახურის მიმართ
დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩართულია სამსახურში, რაც კარგავს კავშირს ახლობლებთან, ივიწყებენ პირად ცხოვრებას, საფრთხის ქვეშ აყენებ ჯანმრთელობას.
როგორც ჩანს, შენ არ გაგივლია თანამედროვე შრომის საკითხები. თითოეულ ჩვენგანს გვსურს გვჯეროდეს, რომ ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანნი ვართ სამსახურში, და ასევე გვინდა დავარწმუნოთ სხვები, რომ ავიღებთ უფრო მეტ პასუხისმგებლობებს. სანამ თქვენ დატოვებთ, ჩვენ ვამზადებთ ნიადაგს, თქვენი თვითნებურად წასვლის და სინამდვილეში კი არდადეგებზე ტელეფონზე ხართ ჩამოკიდებული და ვერ ისვენებთ, შესაბამისად თქვენი ოჯახი უბედურია. ეს არის თავგანწირვის ერთ–ერთი სახე თვითდამკვიდრებისთვის. თუ გრძნობთ, რომ ცხოვრების რიტმმა დაგღალათ, მაშინ ეცადეთ ერთი წუთით მაინც გაჩერდეთ და შეხედოთ ყველაფერს უფრო მარტივად. იქნებ უბრალოდ დასვენება გჭირდება, რათა გადახედო ღირებულებებს. არავინ გიკრძალავს მიზნების დასახვას და მათთვის ბრძოლას, მაგრამ ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრება არის მრავალმხრივი და მთელი მისი ხიბლი უნდა შევიგრძნოთ, თქვენ ზოგჯერ მაინც უნდა მისცეთ საკუთარ თავს მოდუნების საშუალება, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად.კიდევ »
ცხოვრება მთელი რიგი მოვლენებისგან შედგება, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება შენ. სწორედ შენი საკუთარი გრძნობები და ემოციები გაღელვებს შენ ყველაზე მეტად. რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ, ეს იმსახურებს მხოლოდ მსუბუქ ყურადღებას და ისიც იშლება, მაშინვე როცა შენ გადაერთვები საკუთარ ისტორიაზე. მსგავსი დამოკიდებულება გარშემომყოფებს ეჩვენებათ, როგორც ეგოიზმის ნიშნები. თუ შენ მოგწონს იმის მოყოლა, თუ რა გაწუხებს შენ პირადად, მაშინ სულ ცოტა დრო მაინც დაუთმე შენს თანამოსაუბრეს, რათა გაგიზიაროს მისი აზრები. ნუ აქცევ საუბარს მონოლოგად. ამ დროს ურთიერთობაც გახდება უფრო თბილი და საინტერესო.
შენი გზა წარმატებისკენ
წარმატების გზა ყველას ინდივიდუალური აქვს: ვიღაცისთვის ეს თავგადასავალია, ვიღაცისთვის კი ეს უბრალოდ ბედისწერაა..
შენ ფაქტიურად შანსი არ გაქვს მიაღწიო სერიოზულ წარმატებას, იმიტომ რომ შენ ჩაფლული ხარ კომპლექსებში, კეთილ მხარეებში,რომლებიც შენ თვითონ გამოიგონე. შენ მუდმივად ადარებ საკუთარ თავს სხვებს, თან არა შენს სასარგებლოდ. ეს არ გმატებს ოპტიმიზმს და თვითდაჯერებულობას, ზოგჯერ ეს ართულებს კიდეც ურთიერთობას. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი მინუსები, მაგრამ გამუდმებით ამაზე ფიქრი ნამდვილად არ ღირს. თუ საკუთარი თავის გამოცდას ვერ ახერხებ, ეცადე იუმორის თვალით შეხედო საკუთარ კომპლექსებს...კიდევ »
რა როლს ასრულებს სექსში?
შეასრულე ეს პიკანტური ტესტიდა გაიგე რა როლს ასრულებ როცა ეხვევი ვნების ქარცეცხლში..
თვითდაჯერებულობა, ეს მშვენიერი თვისებაა, რომელსაც სჭირდება განვითარება და ყველა შესაძლო მეთოდით მხარდაჭერა. ამავე დროს მნიშვნელოვანია ეს ეგოიზმში არ გადაიზარდოს. შესაძლოა, შენ გრძნობ, რომ უკეთ იცი, თუ რა უნდა შენს პარტნიორს. შენ კარგად იცი როგორ განავითარო პროცესი და როდის გაჩერდე. მშვენიერია, რომ შენ კარგად იცი რა გინდა, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ყოველთვის იცი თუ რა სიამოვნებს შენს პარტნიორს? სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ შენი ქმედებას შეიძლება ეგოიზმი დავარქვათ. მიეცი უფელება შენს პარტნიორს, გამოიჩინოს ინიციატივა, შესაძლოა თქვენ გელოდებათ სიახლე, რომელიც შემატებს მრავალფეროვნებას თქვენს სექსუალურ ცხოვრებას.კიდევ »
პიროვნულად შენ ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხარ და შენი ატირება ძალიან ადვილია. თავყრილობებში მუდამ მორიდებული ხარ, იშვიათად ერევი საუბარში, გირჩევნია სხვებს მოუსმინო ამიტომაც გიჭირს ახალი ნაცნობების შეძენა. შენთვის წიგნების კითხვა და ფილმების ყურება უფრო საინტერესოა ვიდრე ადამიანებთან ურთიერთბა. გაქვს მდიდარი ფანტაზია, რითაც ნამდვილად შეგიძლია იამაყო. შენთან ურთიერთობა დიდ სიფრთხილეს მოთხოვს, რადგან შენი წყენინება იმდენად ადვილია, რომ შეიძლება ისე გაწყენინონ, რომ ამას თავად ვერც კი მიხვდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კარგი მეგობარი ხარ, შენსავით ბევრს არ შეუძლია იყოს ერთგული და გამგებიანი მეგობარი, შენ გაქვს უნარი სხვის ადგილას საკუთარი თავის დაყენებს, რაც გაძლევს საშუალებას იგრძნო ის თუ რას განიცდიან მეგობრები. ზუსტად ამ მიზეზის გამო, უყვარხართ მეგობრებს და მათ უხარიათ, რომ შენისთანა ადამიანს იცნობენ, რომლის მხარდაჭერის იმედიც ყოველთვის აქვთ.კიდევ »
შენი ცხოვრების სტილი?
"ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია" - გვამცნობს ცნობილი ანდაზა. ასეა თუ არა ეს, გაიგებ როცა შეასრულებ ტესტს!
შენ დიდ დროს არ უთმობ იმაზე ფიქრს თუ რა მოყვება შენს გაუაზრებელ ცხოვრების წესს და ცხოვრობ ერთი დღით. ერთის მხრივ, დღევანდელი დღით ცხოვრება საინტერესოა, თუმცა ღირს იმაზე დაფიქრება, რა ზიანს აყენებს ეს შენს ჯანმრთელობას. ამის გარდა, საჭიროა უარი თქვა მავნე ჩვევებზე, რომელიც, არამხოლოდ ჯანმრთელობას გიზიანებს, არამედ არ გაძლევს საშუალებას მიიღო სიამოვნება ცხოვრების სხვა სიკეთეებით. მეორეს მხირვ, შენთან ურთიერთობა საინტერესოა, ხარ მხიარული და უდარდელი ადამიანი, შენი ხასიათის სიმსუბუქე გაძლევს საუშუალებას ადვილად მოხიბლო უცნობი ადამიანები. პრაქტიკულად, ყველა წვეულებზე სასურველი სტუმარი ხარ, შეგიძლია ნებისმიერ სიტუაციაში გაერთო თუ იქ ალკოჰოლია. ამით შენ სხვა ადამიანებსაც ამხიარულებ და ნებისმიერ დაძაბულობას განმუხტავ.
შენ ძალიან ემოციური და მგრძნობიარე ხარ. სწორედ ემოციეურობას შეუძლია როგორც მიიზიდოს ასევე განიზიდოს შენი საყვარელი ადამიანი. შენ არ გრცხვენია საკუთარი გრძნობების და შეგიძლია ბუნებრივად გამოხატო სიყვარული. შენ ყოველთვის გინდა იყო საყვარელი ადამიანის გვერდით და სასიამოვნოდ გააოცო ის სხვადასხვა მეთოდებით. ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ზომიერად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრძნობების ზედმეტმა გამოხატვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ურთიერთობაზე. ამასთანავე შენ მოსიყვარულე ადამიანი ხარ და ყველა ურთიერთობას ეკიდები სერიოზულად. ემოციური ნერვიულობა ისახება შენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და შენ გიჭირს ასე ცხოვრების გაგრძელება, როცა შინაგანად მიდის ბრძოლა გრძნობასა და გონებას შორის. რჩევის სახით , რომ ვთქვატ არ ღირს ურთიერთობაში ბოლომდე გახსნილი იყო და ჩაიძირო საკუთარ გრძნობებში.კიდევ »