მისი საჩუქრები
მომხმარებელბს ჯერჯერობით არა აქვს არცერთი საჩუქარი. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ვინც მას გაუკეთებს საჩუქარს მოხვდება ყურადრების ცენტრში! მზად ხარ ამისთვის?
როგორც იტყვიან, ოცნებას კაცი არ მოუკლავს. შენი ოცნებები ძალიან განსხვავდება ცხოვრებისეული რეალობისგან და ზოგჯერ შენს ოცნებებში იმალები მისგან. არავინ შეგედავება იმაში, რომ ოცნებებში ცხოვრება სასიამოვნოა, მაგრამ ზოგჯერ მიწაზე უნდა დაეშვა და არ დახარჯო შენი ენერგიის დიდი ნაწილი საკუთარ ფანტაზიაზე. ერთი რამ უნდა გახსოვდეს, ყველაფერი შენს ხელთაა, მთავარია მონდომება. ეცადე პირველმა გადადგა ნაბიჯი შენი ოცნებისკენ და ის აუცილებლად ახდება.
კითხვას იმის შესახებ - მოსწონხარ თუ არა შენ გარშემომყოფთ, მიჰყავხარ გაურკვევლობამდე. შენ იცი რომ ბევრი გაფასებს. ბევრთან გაქვს გულწრფელი და ნამდვილი ურთირთობა. შენ თვლი, რომ დადებით თვისებებზე მეტი უარყოფითი გაქვს და ცდილობ გულმოდგინედ დაფარო ისინი, რადგან ის ურთიერთობები რომლებიც გაგჩნია ძალიან ძვირფასია შენთვის. მთავარი რჩევა - ნუ იქნები საკუთარი თავის მიმართ ასე კრიტკულად განწყობილი, როგორც ამბობენ "დააფასე საკუთარი თავი და სხვებიც დაგაფასებენ". შეეცადე მიიღო საკუთარი უარყოფითი მხაერეებიც და შეიყვარო ისინი. და არ დაივიწყო: რათა დაეხმარო სხვას იმაში რომ იაროს წინ, საჭიროა გაუმართო ხელი და არა შეაქციო ზურგი .კიდევ »
შენ ჯიუტი ხარ, მაგრამ ამასთან ერთად შესაძლოა ძალიან მომთმენიც იყო. თუ გადაწყვეტ, რომ ესა თუ ის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ხერხით, რომელსაც შენ თვლი მიზანშეწონილად და ამასთნ ერთად მიხვდე, რომ სხვა გადაწყვეტის მარტივი ხერხებიც არსებობს, არავითარ შემთხევაში არ მიითებ მათ და ცდილობ საკუთარ აზრზე დარჩე. შენს სიჯიუტეს ხშირ შემთხვევაში ჩიხში შეყავხარ, რადგან ცდილობ არასოდეს გაიიზიარო სხვისი პოზიცია და ყველაფერს მიუდგე ისე, როგორც შენ თვლი საჭიროდ. ამასთან ერთად შენ ძალიან გიყვარს კამათი და განიცდი დიდ სიამოვნებას, როცა მოწინაახმდეგე ფიასკოს განიცდის. დიდი ალბათობით, არ ღირს ასეთ ეგოიზტურ პოზიციაში ყოფნა და უკეთესია ზოგჯერ მაინც დაუშვა შესაძლებლობა, რომ არსებობს განსხვავებული აზრი რომელიც შესაძლოა უფრო ახლოსაა ჭეშმარიტთან ვიდრე შენი.კიდევ »
შენი ფლირტის ტაქტიკა
ფლირტი - ეს ხელოვნებაა. გაიგე ფლირტის რა სახეობა არის შენთვის უფრო შესაფერისი.
ფლირტი შენთვის ისეთივე ბუნებრივია როგორც სუნთქვა და ისევე ადვილად მიიღწევა. შენ შეგიძლია უპრობლემოდ მოხიბლო ნებისმიერი ადამიანი, ქათინაურებით აავსო. შენთვის ფლირტი ერთგვარი თამაში, გართობის საშუალებაა. არ ითვლი შენს მიერ გატეხილ გულებს, არ უფიქრდები შენი სიტყვები ვინმემ გულთან ახლოს მიიტანა თუ არა. ლამაზად ლაპარაკი ყველას არ შეუძლია, მითუმეტეს ისე სიტყვაზე რომ დაუჯერონ.
სიყვარული შენთვის, ეს არა მხოლოდ ლამაზი სიტყვა, არამედ მჩელი მეცნიერებაა. თუ შენ გიყვარდება, როგორც წესი, დიდი ხნით და ძალიან აფასებს დროს, რომელსაც ატარებ საყვარელ ადამიანთან ერთად. როცა შენ შეყვარებული ხარ, მაშინ ყველაფერი გადადის მეორე პლანზე და საყვარელი ადამიანის გარდა, შენთვის არავინ და არაფერი არ არსებობს. ურთიერთობის გაწყვეტის დროს, შენ გირჩევია გააგრძელო ადამიანთან თბილი და მეგობრული ურთიერთობა. მოკლედ, რომ ვთქვათ, შენ შეგიძლია გულწრფელი სიყვარული.კიდევ »
შენ არ გიჟდები ცხოველებზე, მაგრამ ამავე დროს გაღიზიანებენ ისინი. ყოველთვის აჭმევ და ეფერები მათ , თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა. შენთვის საინტერესოც კი იქნება მათი ყურება. სახლში ცხოველების მოყვანას არ ჩქარობ , თუმცა გასაკვირი არ იქნება თუ ამას გადაწყვიტავ. კიდევ »
საკმაოდ რთულად აღიქვამ პრობლემებს რომლებიც შენს გზაზე ჩნდება. სასოწარკვეთის წუთებში როგორც არასდროს ისე გჭირდება მეგობრების თანადგომა და გაგება. თუმცა ტირილსაც მოასწრებ და გამოსავლის მოძებნასაც, რადგან შესაშურად მოხერხებული ადამიანი ხარ. წარუმატებლობის დროს არ ვარდები დეპრესიაში, მაგრამ შენი განწყობა უმეტესად დამოკიდებულია გარემოებებზე. ეცადე პრობლემებს ადვილად შეხედო და ისინი აღარ შეგაშინებენ.კიდევ »
შენ ირონიული ადამიანი ხარ, იუმორის გრძნობით. ადვილია შენი აყოლიება და ყოველთვის მზად ხარ იმხიარულო. არ ხარ წინააღმდეგი ვინმეს გაეხუმრო, მაგრამ არ მოგწონს როცა ვინმე შენ გეხუმრება. მიუხედავად შენი სიყვარულისა მხიარული ღონისძიებების მიმართ, გიჭირს დაისვენო დიდ თავყრილობებზე. უბრალო ხუმრობებს კი გამოჰყავხარ წონასწორობიდან. მიზეზი არის შიში გამოჩნდე სასაცილოდ. ყოველთვის იყავი დარწმუნებული საკუთარ თავში და დარჩი ისეთად როგორიც ხარ. კიდევ »
მიუხედავად იმისა რომ, სიყვარული არის ის განცდა, როდესაც რთულია გაუმკლავდე საკუთარ გრძნობებს, შენ ეს მშვენივრად გამოგდის. შენ გიყვარს და ყურადღებით ანებივრებ მხოლოდ მაშინ როდესაც დარწმუნდები, რომ მეორენახევარი შენი ერთგულია. ამის მერე ერთად იწყებთ სამომავლო გეგმებზე ფიქრს. ცხოვრების თანამგზავრის არჩევანს სერიოზულად უდგები, ამიტომ გატაცება არ გაბნევს. იმისთვის რომ გატაცება გადაიზარდოს სიყვარულში დიდი ხანი უნდა გავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შენ შეძლებ გული გაუხსნა იმ ადამიანს , რომელიც ამას დიდი ხანი ელოდა. კიდევ »
შენი როლი კინოში
კინოს რომელი როლია შენს ხასიათთან უფრო ახლოს, გაიგებ, როცა გაივლი ამ ტესტს!
შენთან ერთად მოწყენა შეუძლებელია. ალბათ შენი მთავარი ღირსება იუმორის გრძნობაა. შეგიძლია ისაუბრო ნებისმიერ თემაზე და იხალისო, ამიტომ ნებისმიერ ადგილას უხარიათ შენი გამოჩენა, რადგან იციან, რომ შენთან ერთად ყოველთვის კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან. თუმცა ზოგჯერ მოწყენილი ხარ, მაგრამ სხვებს ამას არასდროს აგრძნობინებ და ცდილობ ყველაფერს დaმოუკიდებლად გაუმკლავდე. ყოველთვის მზად ხარ დაეხმარო სხვებს. შენ ძალიან კარგი მეგობარი ხარ, ეს კი საკმაოდ იშვიათია. კიდევ »
კომპლექსები არ გაგაჩნია. ყოველ შემთხვევაში იმ რაოდენობით რომ ხელს გიშლიდეს ცხოვრებაში. შენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ მარტივია, ცდილობ შეხვდებ ახალ დღეს ღიმილით და მხოლოდ ასეთი პოზიტიური დამოკიდებულება გიცავს ყველა სახის ზეწოლისაგან და ეჭვისგან საკუთარ თავთან დაკავშირებით. ზოგჯერ გარშემომყოფებს ჰგონიათ რომ გულგრილი ხარ გარკვეულ საკითხებში, მაგრამ შენ არ გაინტერესებს მათი აზრი, რადგან გაგაჩნია საკუთარი აზრი და შენთვის ის არის მთავარი და ერთადერთი. ალბათ არ უნდა შეიცვალო, განაგრძე შენი ნათელი და ადვილი გზა, შეხვდი ნებისმიერ დაბრკოლებას ღიმილით და თავდაჯერებულობით. კიდევ »
შენ ფაქტიურად თაყვანს სცემ საკვებს. სიამოვნებით მიირთმევ ყველაფერს, თვლი რომ ჭამისგან ნამდვილი სიამოვნება უნდა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს შენს გარეგნობაზე. საჭმელი შენთვის გარკვეულწილად შთაგონების წყაროა და სასუსნავებს საყიდლად სახსრებს არ იშურებ. საჭმლის მომზადება განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენს, რომელსაც ენით აღუწერელი სიამოვნებით ასრულებ, რადგან გსურს საკუთარ თავს რაიმე გემრიელით გაუმასპინძლდე.კიდევ »
შეგიძლია თუ არა მეგობრობა?
მეგობრობა - ეს კარგია, მაგრამ ყველას არ შეუძლია იყოს კარგი მეგობარი. გაიგე, რომელ კატეგორიას მიეკუთვნები შენ.
შენ შეგიძლია მეგობრობა და ამიტომაც გარშემომყოფები აფასებენ შენში მრავალ კარგ თვისებას, რომელსაც ნამდვილად ფლობ. შენ კეთილი ხარ, ყოველთვის შეგიძლია დაეხმარო მეგობარს, იმით რაც შენს ძალებს არ აღემატება. უბრალოდ შენ ლაპარაკი გიყვარს, რაც ხშირად შენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომაც უჭირთ მეგობრებს შენთვის საიდუმლოების განდობა, მიუხედავად იმისა, რომ შენ უბოროტო და კეთილი ადამიანი ხარ. აგრეთქვე შეიძლება ითქვას, რომ შენც არც ისე გულახდილი ხარ მათთან. ამ ყველაფერთან ერთად შენ იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებსაც შეუძლიათ ჭკვიანური ცხოვრებისეული დარიგებების მიცემა, შემდეგ კი უბრალოდ გაღიმება და ყველაფერის დავიწება. ზუსტად ეს მსუბუქი ხასიათი არის ის თვისება, რომელიც იზიდავთ შენში ადამიანებს.კიდევ »
სექსი შენთვის უბრალოდ აქტი არ არის, არამედ ეს ის ცხოვრებისს ნაწილია, რომელსაც შენ განსაკუთრებულად დიდ დრო უთმობ. ზუსტად სექსი გეხმარება შენ იმაში, რომ განიტვირთო, მოდუნდე და უკეთ იგრძნო ნამდვილი ცხოვრების გემო. შენ გახარებს ის ფაქტი, რომ დღესდღეობით სექსზე საუბარი თავისუფლად არის შესაძლებელი, აგრეთვე გიყვარს ექპერიმენტები რათა შეიცნო და აღმოაჩინო ახალი სიამოვნება ცხოვრებაში. შენ ვერც კი წარმოგიდგენია პარტნიორთან ურთიერთობა, თუ სექსის რომელიმე ასპექტში ვერ ეწყობი მას, ამიტომაც შენი პარტნიორები, შენთან გახსნილები არიან და ცდილობენ შენი სექსუალური ფატაზიების რეალიზებას.კიდევ »
შენი პოტენციალი ხელოვნებაში საკმაოდ მაღალია. შენ გაქვს მხატვრული ფანტაზია, ამავდროულად შენ ენერგიით აღსავსე ხარ, იმისათვის რომ, გამოიყენო შენი ნიჭი ბოლომდე. ეს საკმაოდ კარგია! შენ მარტივად შეგიძლია, გააკეთო რამოდენიმე საქმე ერთად, თან ყველა ეს საქმე იდეალურად გამოგივა. გარკვეული საქმის შესრულების შემდეგ, შენ უმტკიცებ როგორც საკუთარ თავს, ასე გარშემომყოფებს, რომ საუკეთესო ხარ!
შენ არ თვლი საკუთარ ტავს განუმეორბლად, მაგრამ ამავე დროს, შენი გარეგნობა შენ სავსებით გაკმაყოფილებს. შესაძლოა, შენ გინდა შეცვალო რამე წვრილმანები შენს გარეგნობაში, მაგრამ შენ იშვიათად ფიქრობ ამაზე. ზოგადად, შენ მშვენივრად გამოგდის საკუთარი თავის მართვა და თვლი საკუთარ თავს ჩვეულებრივ ადამიანად. შენი მეგობრები გაფასებენ შენ, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები კი მარტივად პოულობენ შენთან საერთო ენას. ალბათ, არც ღირს შეიცვალო...კიდევ »
შენ მდიდარი შინაგანი სამყარო გაქვს, ამიტომ მოწყენილობა იშვიათად გსტუმრობს. შენ დიდი სიამოვნებით ღებულობ რაღაც სიახლეს, გიყვარს შთაბეჭდილებების გაზიარება შენი მეგობრებისთვის, ამიტომ ისინი შენთან ყოველთვის მხიარულად გრძნობენ თავს. შენ გიყვარს ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანებთან, არ გიყვარს კონფლიქტები, ცდილობ იყო სასიამოვნო გარშემომყოფებისთვის. იშვიათად ხდება მომენტები, როცა შენ გრძნობ მარტოობას, რადგან ყოველი ადამიანის ცხოვრებაში ხდება გარკვეული პრობლემები. შენ ზუსტად იცი, რომ ერთერთი უმთავრესი ფასეულობა ცხოვრებაში, ეს ადამიანებთან ურთიერთობაა, ამიტომ შენ ყოველთვის ცდილობ კომუნიკაბელური იყო. კიდევ »
არ შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი აზრი შენთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, რადგან დროდადრო შენ მათ იზიარებ. თუმცა, ხშირ შემთხვევებში, შენ ცდილობ საკუთარი ინტერესები სხვებზე მაღლა დააყენო. ზოგი ამას ეგოიზმს ეძახის, მაგრამ შენ ეს სულაც არ გწყინს. შენ შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო ნეგატიურ შემთხვევებს და წვრილმანებზე არ ინერვიულო. კრიტიკას მშვიდად ღებულობ. შეგიძლია მოისმინო და მიიღო გარკვეული შენიშვნა, თუ ის ლოგიკურად არის დასაბუთებული. ზოგჯერ შენ ემოციით ივსები და თავს უფლებას აძლევ გამოიყენო უცენზურო ლექსიკა, ამ დროს კი თავს უზრდელ ადამიანად სულაც არ გრძნობ...კიდევ »
სამყარო ძალიან მერყევია, ხოლო გარემოებები შეიძლება განვითარდეს ყველაზე არაპროგნოზირებადი სცენარით. რა იქნება შემდეგში არავინ იცის, ამიტომ გაცილებით სასიამოვნოა გრძნობდე, რომ გვერდით გყავს საიმედო მხარდამჭერი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო რთულ სიტუაციებში. ასეთ უართიერთობებში აუცილებელი არაა ერთად ცხოვრება და ურთიერთობების დაკანონება, სრულებით შესაძლებელია ცალ-ცალკე ცხოვრება. შენ სრულებით დაგაკმაყოფილებს იშვიათი შეხვედრები, უართიერთობა პასუხისმგებლობის გარეშე და გრძნობა იმისა, რომ ამ სამყაროში მარტო არ ხარ. შენთვის მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თვითდარწმუნება ადამიანში, რომელიც გვერდში დაგიდგება, დაგეხმარება, თუმცა საკუთარ იტერესებსაც არ გათელავს. რამდენად ადვილია ასეთი ადამიანის პოვნა, ეს უკვე სხვა თემაა, თუმცა შეუძლებელი არაფერია.კიდევ »
ზუსტად ოჯახური ღირებულებები დგას ყოველთვის შენთვის პირველ პლანზე, ამიტომაც შენ უმეტეს შემთხვევაში ითვალისწინებ არა საკუთარ, არამედ ახლობელი ადამიანების ინტერესებს. სამწუხაროდ დღეს ოჯახური ღირებულებები არ იმსახურებენ ისეთ პატივისცემას, როგორც ადრე, თუმცა შენ მიეკუთვნები ადამიანების ისეთ კატეგორიას, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ფესვებთან კავშირს. შენ არ ხარ მატერიალისტი, ამიტომაც ზუსტად აღიქვამ, რომ თუნდაც ისინი, ვინც მოგებაზე და კარიერაზე არიან ორიენტირებული დროთა განმავლობაში მიდიან იმ აზრამდე, რომ ახლობელი ადამიანების სითბო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული და აღიარება.ამიტომაც არ ღირს გრცხვენოდეს შენი ცხოვრებისეული მისწრაფებების, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს არც ისე მოდურია. უმჯობესია შეეცადო, რომ ახლობლებმა შეხედონ შენს შეხედულებებს არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ გრძნობდნენ, რომ ოჯახი - რამოდენიმე უცხო ადამიანის თავყრილობა არაა, მეტიც ისე ერთი მთლიანობაა, სადაც ყოველთვის გაგიგებენ, გვერდში დაგიდგებიან და მოხარული იქნებიან შენი ყოფნით.კიდევ »
შენი მეორე ნახევრის არჩევა
სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი, განსაკუთრებით სიყვარულში. ვისთან უნდა იყო შენ - არჩევანი შენზეა!
ზუსტად ეს ტიპაჟი შეგეფერება ყველაზე მეტად, რადგან შენ თვითონ შეგიძლია ზუსტად გაუგო სხვა ადამიანს უსიტყვოდ. დილამდე სეირნობა, სასიამოვნო სიტყვების ყურში ჩურჩული და უბრალოდ თბილი ღიმილი - აი ეს არის რაზეც შენ ოცნებობ და რაც შენ გინდა პირველ რიგში ურთიერთობისას. შენ თვითონ გაგაჩნია უამრავი დადებითი თვისება, იშვიათად იჩენ ეგოიზმს და მაქსიმალურად ფრთხილად უდგები სასიყვარულო ურთიერთობებს. ამასვე ელი მეორე ნახევრისგან. ყველაფრის მიუხედავად შენ გინდა ადამიანი, რომელიც შეძლებს დაგითმოს დიდი დრო და გაჩუქოს სითბო და ალერსი, რომელიც ასე ჭირდება ნებისმიერ მამაკაცს, ხოლო შენ - განსაკუთრებით! შენ სიხარულით უშვებ გულთან ადამიანს და უჩვენებს მას შენს სულს, იმის მოლოდინში, რომ საყვარელი ადამიანიც მსგავსად მოიქცევა და თქვენს შორის იმეფებს სრული ჰარმონია და ისეთი სიყვარული, როგორიც მხოლოდ ზღაპრებში გვხვდება. თუ დგება იმედგაცრუების მომენტი, შენ მოგიცავს მწუხარება, თუმცა შენი რომანტიული ნატურა დიდხანს არ იტანჯება და პოულობს სიმშვიდეს ახალ აღტაცების ობიექტთან.კიდევ »
ყველა ადამიანს არ შეუძლია დაიკვეხნოს, მსგავსი ნიჭით. დაიწყო ახალი ცხოვრება, სწორედ ეხლა, ეს არ წარმოადგენს შენთვის დიდ სირთულეს. შენში სიმარტივე მეფობს, ოპტიმისტური ხედვა სამყაროზე და მიზანდასახულობა გეხმარება მიიღო ცხოვრებისგან ბევრი საინტერესო სიახლე და ნათელი მომავალი. შენ არ იზოგავ ენერგიას, იმისათვის რომ მიიღო ცხოვრებისგან მაქსიმუმი. შეგიძლია მიიღო სიამოვნება წვრილმანებისგანაც. ნებისმიერი, თუნდაც ფანტასტიკური იდეებიც არ გაშინებს, პირიქით იწვევს ცნობისმოყვარეობას და სურვილს გააკეთო ეს რეალურად. კიდევ »
მისტიკის როლი შენს ცხოვრებაში
ჩვენი ცხოვრება სავსეა ცრურწმენებით და ნიშნებით. უნდა გვჯეროდეს თუ არა ამის - ეს ყველას პირადი საქმეა, მაგრამ ნებისმიერ შემტხვევაში მისტიკა მოქმედებს შენს ცხოვრებაზე.
ზოგადად ხალხისთვის ცნობილი ცრურწმენები შენზე ძლიერ მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ დაცულობის შეგრძნება გამოწვეულია მოჩვენებითი გრძნობის კონტროლით სიტუაციიდან გამომდინარე, ამ სახის რწმენას მოაქვს უფრო მეტად მუდმივი დაძაბულობა და თუ უეცრად ყველა რიტუალი არ შესრულდა - არაერთ პრობლემას წააწყდები. თუ რაიმე მნიშვნელოვანს წამოიწყებ, შენ შესაძლოა აღმოაჩინო, რომ სწორედ ეს არის უბედურების მომასწავებელი, რომელიც იზიდავს ყოველგვარ სირთულეებს, როგორც წინასწარ დაგეგმილი განგაში. თუ შენ ელოდები,რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს, დარწმუნებული იყავი , რომ ის მოხდება, რადგან შენს გარშემო არსებული სამყაროს მთელი მრავალფეროვნება ნათლად დაგანახებს ყოველივე იმას,რაც ამტკიცებს შენს შიშებს. წარმოიდგინეთ საპირისპირო ნიშანი, მაგალითად, შავი კატა - როგორც,წარმატება ბიზნესში, და დაყრილი მარილი - კეთილდღეობაკიდევ »
შენი დამოკიდებულება სამსახურის მიმართ
დღესდღეობით სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი ჩართულია სამსახურში, რაც კარგავს კავშირს ახლობლებთან, ივიწყებენ პირად ცხოვრებას, საფრთხის ქვეშ აყენებ ჯანმრთელობას.
თქვენ არ ხართ მხოლოდ სამსახურით დაკავებული ადამიანი, მაგრამ ყოველი ნაბიჯით უფრო და უფრო უახლოვდებით უსიამოვნო მდგომარეობას. სცადეთ დაიწყოთ მცირედით, რომელიც საშუალებას მოგცემთ თავად მიატოვოთ სამუშაო და არ გადააყოლოთ სამუშაო საათებს თქვენი საკუთარი ცხოვრება. ნუ შეეცდებით თქვენს თავზე აიღოთ ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ, რომ დრო არ გეყოფათ და ამასთანავე რაოდენობრივი საათები დღეში შეზღუდულია, და შემდეგ ისევ და ისევ არ გექნებათ საკმარისი ძალა. არ მისცეთ თქვენს თავს დაცემის საშუალება და გააკეთეთ ის რაც შეგიძლიათ. ამ ყველაფრის შეფასება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება: თქვენ ჯერ კიდევ იყენებთ მეტ შემთხვევებს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ეს გსურთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბრალოდ გიყვართ საკუთარი თავი და უნდა გესმოდეთ, რომ გარდა იმისა, რომ მუშაობა ბევრად უფრო საინტერესო და ამაღელვებელია, საჭიროა მხოლოდ კარგად დაკვირდეთ მას.კიდევ »
შენი დევიზი შეიძლება ღენიშნოს ციტატით ერთი ძველი ფილმიდან: "მამა ამბობს, დრამით სული სრულყოფილდება". სწორედ ასე აღიქვამ საკუთარ ცხოვრებას, როგორც დაბრკოლებების რიგს და გამოცდას. ნებისმიერი შემთხვევა, მცირედი ინციდენტი განიხილება შენის მხრიდან , როგორც რაღაც მსხვერპლის დათმობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ მსოფლიო შეიქმნა მხოლოდ მტრული მიზნებისთვის. მოეში, ცხოვრება უბრალოდ გრძელდება, ადამიანები აკეთებენ თავის საქმეს, ყველა ინდივიდუალურად ფიქრობს. არ იჩქარო გადადო შენი ინტერესი და გრძნობები ახლობლების ხარჯზე, დაფიქრდი, ნამდვილად უნდათ მათ, რომ შენ უბედური იყო?